ოთხშაბათი, ივლისი 9, 2025
23.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ტრამპი ცვლის ამერიკელი ამომრჩევლის მნიშვნელოვანი ნაწილის აღქმას იმისა,...

“ტრამპი ცვლის ამერიკელი ამომრჩევლის მნიშვნელოვანი ნაწილის აღქმას იმისა, თუ ვინ არის მტერი და ვინ – მოყვარე” – ზაზა ბიბილაშვილი

,,ჭავჭავაძის კვლევითი” ცენტრის დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც თავის პოზიციას აფიქსირებს აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებებთან თუ პოლიტიკასთან დაკავშირებით:

,,პასუხად მათ, ვინც გვეუბნება, რომ ყურადღება არ მივაქციოთ ტრამპის სიტყვებს და მხოლოდ შედეგებით ვიმსჯელოთ:

მეგობრებო, სიტყვები უკვე შედეგია, ცოცხალი პოლიტიკაა. ლიდერის სიტყვები განსაზღვრავენ საზოგადოებრივ აზრზს, აყალიბებენ ამომრჩევლის განწყობებს.

ტრამპი თავისი სიტყვებით ამერიკის მტრებად წარმოაჩენს ევროპასა და კანადას. დღეს იაპონიასაც გადაწვდა… პარალელურად, ერთხელ არ დასცდენია აუგი პუტინზე.

თავისი სიტყვებით – თავისი რიტორიკით – ტრამპი ცვლის ამერიკელი ამომრჩევლის მნიშვნელოვანი ნაწილის აღქმას იმისა, თუ ვინ არის მტერი და ვინ – მოყვარე.

ესაა ფუნდამენტური პრობლემა გრძელვადიანი შედეგით, თორემ მოკავშირეებს შორის ნებისმიერი სავაჭრო-ეკონომიკური უთანხმოების მოგვარება უპრობლემოდ შეიძლებ(ოდ)ა შიდა, თუნდაც ხისტი დიპლომატიით.

ის, რომ დღეს ამერიკელების ნაწილის გაღიზიანებას უკრაინა, ევროკავშირი, კანადა და იაპონია იწვევს და არა რუსეთი, უკვე დამდგარი შედეგია, რომელიც, თავის მხრივ, ბევრ უარყოფით გამოვლენას ჰპოვებს უახლოეს მომავალში. შედეგი, რომელიც დამღუპველია ამერიკისთვის და ყოველთვის საოცნებო იყო რუსეთისთვის.

ხოდა, ეძახეთ ახლა ამას თქვენ “სიტყვები“, – წერს ზაზა ბიბილაშვილი.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ივანიშვილი საბოლოოდ კლავს ქართულ განათლებას, ანგრევს იმ სისტემებს რომელიც მე დიდი რუდუნებით ავაშენე” –...

განათლებისა და მეცნიერების სფეროში შექმნილ სიტუაციაზე საუბრობს და მძიმე...

“ჩვენ ისევ ვდგავართ საფრთხეების წინაშე, მაგრამ მაინც ვირჩევთ სტაბილურობას და არა ქაოსს” – მაია...

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ და ეუთო-ს...

“მე თუ მკითხავ, ეს კანონი ხელახლა არის დასაწერი” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" კანონში...

“ქოცობა, ნაცობის ბუნებრივი ვირუსის, ლაბორატორიაში გამოყვანილი ხელოვნური, მუტაციური ფორმაა” – გია ხუხაშვილი

ანალიტიკოს გია ხუხაშვილი მძიმე მინიშნებადი შეფასებები განსხვავებული აზრის მიუღებლობასთან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“მარიამ ლაშხს რა აძინებს მშვიდად, რაც მას წყევლა და გინება მიუვიდა!” – ელისო კილაძე

დეპუტატ მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე სასამართლომ 12-12 დღიანი პატიმრობა...

“ჩემი და ალისას დიალოგი მიშასთან” – სოფო ნიჟარაძე

მომღერალი სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში სახალისო ისტორიას იხსენებს, რომელიც...