პარასკევი, აგვისტო 1, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მე რა მოსაყვანი ვარ , თვით დავით აღმაშენებელი,...

“მე რა მოსაყვანი ვარ [მაგალითისთვის], თვით დავით აღმაშენებელი, რომ ჩაგვარდნოდათ ხელში დიდი სიამოვნებით გაასამართლებდით” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, კლინიკა “ვივამედიდან” სასამართლო სხდომაზე ჩართვისას სიტყვით გამოსვლის დროს, მის მიერ ქვეყანაში განხორციელებული აღმშენებლობითი პროექტების შესახებ საუბრობს:

,,თქვენ მსჯით იმისათვის, რომ ჩემი მონატრებული, ჩემი აშენებული ბათუმის მონახულება მომინდა და იმისათვის, რომ ჩემი აშენებული ავტობანით გამოვიარე საქართველო.

იმისათვის, რომ ჩემი ამოშენებული გეზით, შექმნილი სისტემის საბაჟოთი შემოვედი საქართველოში.

იმისათვის, რომ ჩემი დედულეთის, საყვარელი სამეგრელო, მოვინახულე, თუნდაც ორიოდე დღით.

იმისათვის, რომ ჩემს მშობლიურ თბილისში ჩამოვედი.

იმ პირობებში, როდესაც არცერთი სხვა ლეგალური გზა არ დამიტოვეთ. თვითმფრინავებს ჰქონდათ აკრძალული ჩემი ბორტზე დასმა და თუ დამსვამდნენ ბორტზე, მათ არ დასვამდნენ საქართველოში, გადაამისამართებდნენ სხვა ქვეყანაში. სხვა გზა საქართველოში შემოსვლის მე არ მქონდა.

ასევე, რა თქმა უნდა, მე ვისჯები იმისათვის, რომ ჩემ ხალხთან ერთად, ჩვენს შეიარაღებულ ძალებთან ერთად შევაჩერე და საქართველოს სახელმწიფოებრიობა გადავარჩინე 2008 წელს, გადავარჩინე საქართველო ყველაზე უარეს რამეს, რაც შეიძლება დამართნოდა.

ვისჯები იმისათვის, რომ დავინდე ჩვენი ხალხი და თავიდან ავარიდე დიდი პროვოკაცია და 2012 წელს მშვიდობიანად გადავეცი ხელისუფლება.

თქვენ, ამ სისტემას, რომელსაც წარმოადგენთ, მე რა მოსაყვანი ვარ [მაგალითისთვის], თვით დავით აღმაშენებელი, რომ ჩაგვარდნოდათ ხელში დიდი სიამოვნებით გაასამართლებდით და მიუსჯიდით გრძელვადიან პატიმრობას იმიტომ, რომ რაც დაკავშირებულია ქართულ სახელმწიფოებრიობასთან, ერთიანობასთან, განვითარებასთან, სიძლიერესთან, თქვენთვის და თქვენი პატრონებისთვის მიუღებელია“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მე ვიცი როგორც დავასრულო კრიმინალის თარეში ქვეყანაში” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში შექმნილ კრიმინოგენულ მდგომარეობაზე...

“სუს-ის განსაკუთრებული გააქტიურება, რა თქმა უნდა, უკავშირდება ჩვენს მზარდ რეიტინგს” – თინა ბოკუჩავა

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავამ პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...

“ის კაცი რატომ არის ბრძენი და ქვეყნის გადამრჩენი, დროგამოშვებით ქურდ და აგენტ პრემიერებს რომ...

ლელა ჯეჯელავა კონკრეტული ფაქტებით - შეფასებები, მინიშნებები, განმარტებები (არა)რიტორიკული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კი შენ დარჩები ისტორიაში ხვაშაქ ცოქალივით…” – გიგი უგულავა

მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებებთან დაკავშირებით, ოპოზიცონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა...

“ლევანი არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი და მამაცი ადამიანი ვისაც ვიცნობ და მას ვერაფერი ვერ...

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...