პარასკევი, აგვისტო 1, 2025
35.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიქართველი მეცნიერი, რომელმაც კორონავირუსის ვაქცინა შექმნა

ქართველი მეცნიერი, რომელმაც კორონავირუსის ვაქცინა შექმნა

ქართველი მეცნიერი გიორგი ბაბუაძე კანადაში 2017 წლიდან ლავალის უნივერსიტეტში მეცნიერების გუნდთან ერთად თანამშრომლობს. ის მესამე თაობის დნმ ვაქცინაზე და ასევე სხვადახვა ტიპის ვაქცინაზე მუშაობს და მათ შორის კოვიდ-19-ზე. გიორგი ბაბუაძემ ამის შესახებ გამოცემა „ამერიკის ხმასთან“ ისაუბრა:

თვითონ დნმ-პლატფორმა დატესტილია, დავაპატენტეთ კანადის პატენტში, ძალიან კარგი შედეგები გვაქვს, ძალიან დამაიმედებელი და შესაბამისად გადავწყვიტეთ, რომ ეს პლატფორმა გამოგვეყენებინა ამ პანდემიისას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესაქმნელად.

ჩვენ ვაქცინა შევქმენით ძალიან მალე. 2017 წელს ჩამოვედი თუ არა, ეს პლატფორმა შევქმენი 5 თვეში. 5 თვის შემდეგ უკვე დაიწყო სხვადასხვა ვაქცინების, სხვადასხვა ანტიგენების ჩაშენება და გამოცდა. მაგრამ რაკი ეს პლატფორმა მზად იყო, ვაქცინის შექმნაზე სულ ორი თვე დაგვჭირდა.

თუკი ცხოველების ორგანიზმმა გამოიმუშავა დიდი რაოდენობით სპეციფიური და შეძენილი იმუნური პასუხი, ამ შემთხვევაში უკვე გადავალთ პრეკლინიკური ფაზის პირველ ეტაპზე, რისთვისაც შეირჩევა 10-დან 25-მდე ადამიანი და დაიწყება კვლევა. შემდეგ არის 100 ადამიანი და მესამე ფაზა არის 1000 ადამიანი ზუსტად. მესამე ფაზიდან ხდება უკვე მონაცემთა კონსოლიდაცია, შემდეგ ოფიციალური ფაზას 2-3 თვე სჭირდება, წარეგდინება ოფიციალურ სააგენტეობს ისეთებს, როგორიცაა FDA, Canada Health, ევროპის მედიკოსთა ასოციაცია და მათ უნდა გამოიტანონ გადაწყვეტილება, რომ ეს ვაქცინა მუშაობს, ვარგისია, არ არის ტოქსიკური ადამიანისთვის და გაიცეს ლიცენზია მოხმარებაზე. შემდგომ უკვე შედის გამოყენების ფაზაში.

თუკი 70 დღის შემდეგ ჩვენ მივიღეთ კარგი პასუხი პრეკლინიკურ ფაზაში, რადგანც ასეთი პანდემიური მდგომარეობაა, საგანგებო მდგომარეობაა, მე ვფიქრობ, რომ ეს პროცესი დაჩქარდება შემდგომი ეტაპები, იმიტომ რომ თანხებზე და დანახარჯებზე უკვე აღარავინ აღარ ზრუნავს და მაქსიმუმ დასჭირდება ერთი წელი.

დნმ ვაქცინები წარმოადგენს, როგორც ვახსენეთ, მესამე თაობის ვაქცინებს, მას გააჩნია ძალიან დიდი უპირატესობა. ერთის მხრივ ის, რომ იაფი ჯდება წარმოება, მეორე ის რომ ორგანიზმში არ შეგვყავს მთლიანი ვირუსი, არც ვირუსული ნაწილაკი, უბრალოდ ვირუსის ანტიგენი, რომელიც არ არის პათოგენური და იძლევა კონკრეტულ უჯრედულ იმუნურ პასუხს ამ კონკრეტული ანტიგენის საწინააღმდეგოდ.

ვაქცინა არის პრევენციული მედიცინის ნაწილი. ეს არის პრევენცია, ანუ ადამიანი, რომელიც მიიღებს ვაქცინის სათანადო დოზას, კონკრეტული დაავადების წინააღმდეგ, მისი იმუნიტეტი გამოიმუშავებს სპეციფიურ ანტისხეულებს და ამ ადამიანებს ეს დაავადება აღარ დაემართება,“ – განაცხდა გიორგი ბაბუაძემ „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში.

გიორგი ბაბუაძე კორონავირუსის დაავადებას წითელას, წითურას, ყბაყურას და სხვა ამ სახის დაავადებებს ადარებს, რომელთათვისაც არსებობს ვაქცინა და ეს დაავადებები უკვე არაა ადამიანისთვის საშიში.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“რით განსხვავდებიან 20-30-იანი წლების ჩეკისტებისგან?” – სერგო ჩიხლაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე...

“გხ მხ ჭხ კი არა, ამათ თავები უნდა აჭახუნებინო ერთმანეთზე, ედრენამატ!” – ბონდო მძინარაშვილი

კორუფციის გამოვლენილ ფაქტებს, რასაც მაღალჩინოსნების დაკავება მოჰყვა კონკრეტული პოზიცია-შეფასებებით...

“როგორც ყოველთვის, გიორგი ვაშაძე არის აქტიური – იქიდანაც კი, სადაც რუსულმა ხელისუფლებამ დაამწყვდია და...

ქართველი პოლიტიკოსი, იურისტი, ეკონომისტი, სევდია უგრეხელიძე ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ვისაც ამ საკითხთან შეხება არასდროს ჰქონია” – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხესნებს პირადი...

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...