ოთხშაბათი, ივლისი 9, 2025
23.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ბოდიშს დიდი ძალა აქვს. მიშაზე ბევრს აქვს მოსახდელი...

“ბოდიშს დიდი ძალა აქვს. მიშაზე ბევრს აქვს მოსახდელი ბოდიში. მე, ეს დიდი ხნის წინ გავბედე” – მურმან დუმბაძე

პარლამენტის ყოფილი წევრი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მურმან დუმბაძე, ერთი ისტორიის გახსენების ფონზე, დღევანდელ და წინა ხელისუფლების დროინდელ კონკრეტულ სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით ავლებს პარალელს:

ზვიად ცეცხლაძის დედამ სასამართლო პროცესზე 19 წლის შვილთან მიახლოება ვერ შეძლო. “დედა მიყვარხარ” – უნდა ეთქვა.
არ ათქმევინეს!

მინდა შეგახსენოთ ერთი ცნობილი სასამართლო პროცესის ამბავი. მე ყველა სასამართლო პროცესს ვესწრებოდი.

2009 წლის ზაფხულში, ქობულეთის ერთ-ერთ კაფეში ეკა ბესელიას (მაშინ ოპოზიციური პარტია “ერთიანი საქართველოს” ლიდერი) ძმას-სერგო ბესელიას და შვილს რატი მილორავას პილიციასთან ინციდენტი შეემთხვათ, რასაც დაპატიმრება და სასამართლო პროცესი მოყვა.

სასამართლო პროცესი ხანგრძლივი დროით, (ზოგჯერ 8, 10 საათიანი)რამდენადაც მახსოვს მთელი შემოდგომა და დეკემბერი მიდიოდა.

არცერთ სასამართლო სხდომას (ვიმეორებ, ყველა სასამართლო სხდომას ვესწრებოდი) ეკა ბესელიას შვილი რატი მილორავა არ დასწრებია!

არცერთ სასამართლო სხდომას!

უფრო მეტიც, რატი მილორავა არც წინასწარ პატიმრობაში აუყვანიათ, აღმკვეთ ღონისძიებად გირაო იყო შეფარდებული.

და კიდევ უფრო მეტი:

სასამართლოს საბოლოო განაჩენის შემდეგ რატი მილორავა არცერთი დღით არ მჯდარა ციხეში.

ასე იქცეოდა “სისხლიანი 9 წლის” შემოქმედი მიხეილ სააკაშვილი, ევროპის უკანასკნელ ტირანს, რომ ვეძახდით.

ბოდიშს დიდი ძალა აქვს. მიშაზე ბევრს აქვს მოსახდელი ბოდიში.
მე, ეს დიდი ხნის წინ გავბედე.

პ.ს. ივანიშვილო შენ ლოგინი უნდა მოგენატროს! მოგენატრება!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე მურმან დუმბაძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“პროტესტი რომ არ აწუხებდეთ, ყოველ კვირას ახალ რეპრესიებს კი არ გამოაცხადებდნენ” – გია ჯაფარიძე

საპროტესტო აქტივობებთან მიმართებაში, მმართველი პარტიის დამოკიდებულებაზე საუბრობს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი,...

“ჭკუის მომკითხავი აღარ დაგრჩათ მანდ ვინმე, ქოცებო?!” – ელისო კილაძე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თბილისში, ირანის საელჩოში გამართულ...

“ივანიშვილმა და ახლა რომ ოპოზიციაში “დაიპრანჭება” იმ ხალხმა, ჩახალიანი პოლიტპატიმრად შერაცხეს” – ლევან ხაბეიშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი, სომხეთში მძიმე ბრალდებებით...

“სხვისი შვილების უსამართლო პატიმრობით, განაჩენი საკუთარი შვილებისთვის გამოაქვს…” – გია ხუხაშვილი

საპროტესტო აქციებზე დაკავებული ახალგაზრდებისთვის განაჩენის გამოტანას ეხმაურება ანალიტიკოსი გია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“მარიამ ლაშხს რა აძინებს მშვიდად, რაც მას წყევლა და გინება მიუვიდა!” – ელისო კილაძე

დეპუტატ მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე სასამართლომ 12-12 დღიანი პატიმრობა...