შაბათი, მაისი 10, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიარჩევნები"თვითმმართველობის არჩევნებში არცერთ რაიონსა და ქალაქში ოპოზიციას არანაირი...

“თვითმმართველობის არჩევნებში არცერთ რაიონსა და ქალაქში ოპოზიციას არანაირი შანსი არ აქვს” – კახა კალაძე

„ქართულ ოცნებას“ თვითმმართველობის არჩევნებში ძალიან დიდი მხარდაჭერა ექნება, რადგან ხალხმა დაინახა ჩვენმა პოლიტიკამ ქვეყანას რამხელა უბედურება აარიდა“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თემაზე საუბრისას განაცხადა.

მმართველ გუნდს საარჩევნო სამზადისი უკვე დაწყებული გვაქვს. თვითმმართველობის არჩევნები საკმაოდ მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, „ქართულ ოცნებას“ ექნება ძალიან დიდი მხარდაჭერა. საზოგადოებამ დღეს კიდევ უფრო ცხადად დაინახა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ჩვენს მიერ გატარებული პოლიტიკა და თუ რამხელა უბედურება აარიდა „ქართული ოცნების“ პოლიტიკამ ქვეყანას. ის, რაც უკრაინაში ხდება, ძალიან მძიმეა. ყველას გვახსოვს რადიკალური ოპოზიციის მხრიდან როგორი მოწოდებები კეთდებოდა მეორე ფრონტის გახსნაზე, სანქციებთან მიერთებაზე. წარმოგიდგენიათ, ჩვენ რომ ეს შეცდომა დაგვეშვა, რამდენად მძიმე იქნებოდა ეს ჩვენი ქვეყნისთვის?“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

რაც შეეხება ოპოზიციას და მათ მიერ გაკეთებულ განცხადებებს, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ, კახა კალაძის თქმით, მათ წარმატების არანაირი შანსი არ აქვთ.

ოპოზიციის გეგმებზე ინფორმაცია არ მაქვს, თუმცა, მათ წარმატების მიღწევის არანაირი შანსი არ აქვთ. ეს არის რადიკალური დაჯგუფება, რომელიც ძირითადად დავალებებს გარედან იღებს, ემსახურება უცხოურ ძალებს, ატარებს სხვა ქვეყნის ინტერესებს. რა თქმა უნდა, ასეთ მოღალატეობრივ, უსამშობლო დაჯგუფებას საზოგადოება ყოველთვის გასცემს შესაბამის პასუხს. ცხადია, რომ მათ არ აქვთ სურვილი არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ. ამიტომაც აკეთებენ ამ ტიპის განცხადებებს. ამას აქვს ერთი ახსნა – იციან, რომ დამარცხდებიან. არსად არცერთ რაიონსა და ქალაქში მათ არანაირი შანსი არ აქვთ, არანაირი მხარდაჭერა არ გააჩნიათ“, – განაცხადა თბილისის მერმა.

რაც შეეხება ჟურნალისტის შეკითხვას, თვითმმართველობის არჩევნებში დააყენებს თუ არა ისევ საკუთარ კანდიდატურას, კახა კალაძის თქმით: „ამასთან დაკავშირებით მოგვიანებით მოგაწვდით ინფორმაციას“.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ვეღარ ქაჩავს ჟღალი მიმინოს პონტში…🤣🤣🤣 ჩემი რიჟა მელაკუდა…🤣🤣🤣” – ხათუნა ხოფერია

აშშ პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების...

“აი ხომ გგონია, რომ ოკუპაცია ამ ღობესთან მთავრდება?…” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

“ქოციანობა რომ დასრულდება და რუსი რომ საბოლოოდ წავა აქედან, მაშინ დაუბრუნდება ყველას თავისი ნამდვილი...

,,ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის” დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს...

“დასავლეთის და უკრაინის ჯინაზე რომ რუსეთი გევასება და გულშემატკივრობ, ეს რა ფენომენია, არ მესმის…”...

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი კონკრეტული კატეგორიის ქართველების მიერ რუსეთის მიმართ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 9-13 მაისის პერიოდისთვის

2 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი...

“ირაკლი კობახიძეს ვეტყოდი – ნუ იჭაჭები ტელევიზიის მიღმა, პოლიციელებს ზურგს უკან ამოფარებული და იმ...

,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით,...