ხუთშაბათი, ივლისი 10, 2025
25.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ბაჩიაშვილი იმაზე უფრო მოხერხებული და ყოჩაღი ტიპი ყოფილა,...

“ბაჩიაშვილი იმაზე უფრო მოხერხებული და ყოჩაღი ტიპი ყოფილა, ვიდრე მეგონა” – ალეკო ელისაშვილი

კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი, ტვ პირველის გადაცემა ,,საჯარო პოლიტიკაში” საუბრობს გიორგი ბაჩიაშვილის მიერ ქვეყნის დატოვებასთან დაკავშირებით:

,,რაც შეეხება ბაჩიაშვილს, იმაზე უფრო მოხერხებული და ყოჩაღი ტიპი ყოფილა, ვიდრე მეგონა. მე პირადად არ ვიცნობ მას, არასდროს მინახავს, არანაირი შეხება არ მქონია, მაგრამ მართლა, როგორც ჩანს ძალიან მოხერხებული ტიპი ყოფილა და სწორია, რომ წავიდა, ობიექტურად სწორია.

იმიტომ, რომ ისედაც მანამდეც სილა გააწნა ბაჩიაშვილმა, ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცები გვაჩვენა და გვითხრა ივანიშვილთან დაკავშირებით და ახლაც კარგია, რომ წავიდა იმიტომ, რომ რო დარჩენილიყო გამოკეტავდნენ ციხეში და კიდევ ერთი პატიმარი იქნებოდა ციხეში და მეტი არაფერი.

მას აქვს რესურსები, რომ საერთო ბრძოლაში მონაწილეობა მიიღოს და როგორც ჩანს, აქვს კიდევ ინფორმაცია, ყოველ შემთხვევაში ინგასთან ვუსმენდი და თქვა, რომ ძალიან საყურადღებო რაღაცები მაქვსო. ხო და სჯობდა წასულიყო და კარგი სილა გააწყნა, ხელუკუღმა გააწნა სილა [ხელისუფლებას, ივანიშვილს].

კაცი, ესეთი მნიშვნელოვანი ადამიანი, რომელიც პირადად ივანიშვილს უპირისპირდება, რომელსაც ფული ვერ წაართვა ბიძინა ივანიშვილმა და ასე გეპარებათ – რა არიფები არიან ვინც მას უთვალთვალებდა ეგ წარმოიდგინეთ.

ყოჩაღ, ყოჩაღ, კარგია! ჯობია უცხოეთში წასვლა, ვიდრე კიდევ ერთი პატიმარი ყოფილიყო ციხეში და რასაც უნდა იმას დამართებდნენ ციხეში“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ივანიშვილი გადასულია ადამიანების მკვლელობაზე” – ლევან ხაბეიშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ეხმაურება აჭარის ავტონიური...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“ჩვენ ვირჩევთ ბრძოლას კიდევ ერთ დამატებით ველზე” – “ლელო – ძლიერი საქართველო”

"ლელო - ძლიერი საქართველო" საგანგებო ბრიფინგზე საზოგადოებას აცნობებს პოლიტიკური...

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ჩვენ ვართ მაგრები და ჩვენი მებრძოლი სულისკვეთებით, ამ ჯოჯოებს, ამ უბადრუკ ლაქას ჩამოვიცილებთ, საქართველო...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“ჩვენ ვერ ვიქნებით მხოლოდ გეოპოლიტიკის იმედზე… შეტევა და მხოლოდ შეტევა!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ ცვლილებებსა...

“ჩემი და ალისას დიალოგი მიშასთან” – სოფო ნიჟარაძე

მომღერალი სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში სახალისო ისტორიას იხსენებს, რომელიც...