spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"დავასახელებ ორგანიზატორს და რავი თუ გსურთ დაიჭირეთ -...

“დავასახელებ ორგანიზატორს და რავი თუ გსურთ დაიჭირეთ – ეს არის ირაკლი კობახიძე!” – რეზო კიკნაძე

საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სასამართლო პროცესი გაიმართა. პროცესზე სიტყვით გამოსვლისას რეზო კიკნაძე განმარტებებს აკეთებდა იმასთან დაკავშირებით, თუ რამ მოახდინა პროვოცირება, რომ ის ყოფილიყო საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილე:

,,პოლიციელები მაძალებდნენ, სხვადასხვა გვარებს მეუბნებოდნენ, რომ არა ეს დასახელე, არა ესო ორგანიზატორად. რანაირად უნდა დამესახელებინა როცა არ არსებობს!

თუ მაინცდამაინც კაი დავასახელებ ორგანიზატორს და რავი თუ გსურთ დაიჭირეთ – ეს არის ირაკლი კობახიძე! მე პირადად ირაკლი კობახიძის სიტყვის მერე გამოვედი იმ კონკრეტულ ადგილას, როდესაც განაცხადა, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებებს 2028 წლამდე ვწყვეტო. ეს იყო ჩემი თავის ორგანიზატორი!

მინდა მადლობა გადავუხადო რუსის მიერ დამონებული ქვეყნის მტრეებს, რომლებმაც აქ გამომკეტეს, რათა ცხოვრების აზრი დამანახეს და მათ გამოა, რომ ეშმაკთან ჭადრაკის პარტიაში მოგებულ წლებს ფუჭად არ ჩაუვლია.

დავით აღმაშენებელმა ასეთი წერილი გაუგზავნა დამპყრობელ სელჩუკებს, როდესაც ხარკი მოთხოვეს, ერთი წინადადებაა და პატარა – ამიერიდან ჩვენ არავის ვეკუთვნით გარდა თვინიერ დამბადებლისა! გავიმარჯვებთ სახელოვნად! მადლობა!“, – განაცხადა რეზო კიკნაძემ.

ინფორმაციისთვის: მოსამართლემ 11-ვე დაკავებული: ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი, ლუკა ჯაბუა, გურამ მირცხულავა, ვალერი თეთრაშვილი, გიორგი ტერიშვილი, ირაკლი ქერაშვილი, რევაზ კინაძე და სერგეი კუხარჩუკი პატიმრობაში დატოვა.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“დანებების ყველაზე დიდი ცდუნება სწორედ გამარჯვების წინ დგება” – ლელა ჯეჯელავა

გამარჯვების წინა განწყობების მანიშნებელი სიმპტომები ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავასგან: "ძალიან გაიწელა...

“დაანონსებულია “ვარდების რევოლუცია 2″… და მერე???” – ლალი მოროშკინა

"სეზონი ჩავარდა და არა მხოლოდ წლევანდელი!" - ტურისტული სეზონის...

“ჩვენს ქვეყანაში დაუცველები ვართ მხოლოდ ჩვენ” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ხელისუფლების მხრიდან დამოკიდებულებაზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“საზოგადოებამ ხშირად არც კი იცის, პასუხი ვის მოსთხოვოს” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა კონკრეტულ მძიმე ფაქტებს იხსენებს და კახეთში,...

“რა სირცხვილია იყო ისეთი სასოწარკვეთილი, რომ არანორმატიული ლექსიკის გამო ადამიანებს ციხეში უშვებდე” – არჩილ...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებით 25-27 ივლისის პერიოდისთვის

24 ივლისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის...

“ვინც დიად ნოდარ დუმბაძეს იცავს, ის არ უნდა იჯდეს ციხეში!” – გია აბაშიძე

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, მწერალ ნოდარ დუმბაძის აუგად მოხსენიების მოტივით,...