ხუთშაბათი, ივნისი 26, 2025
18.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიარჩევნები"ჩვენ ვაპირებთ ყველა მუნიციპალიტეტში მერის არჩევნების მოგებას და...

“ჩვენ ვაპირებთ ყველა მუნიციპალიტეტში მერის არჩევნების მოგებას და ყველა, 64-ვე მუნიციპალიტეტში საკრებულოს არჩევნების მოგებას” – ირაკლი კობახიძე

მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს ოპოზიციასთან მიმართებაში, მათი მხრიდან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე შესაძლო ბოიკოტთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ მათ რეიტინგი საკმაოდ შემცირებულია საპარლამენტო არჩევნების შემდეგ და მომავალ არჩევნებში მაინც არ აქვს წარმატების შანსი:

მე მგონია, რომ ისინი ძალიან კარგად აფასებენ საკუთარ რეიტინგებს, რომელიც კიდევ უფრო მეტად შემცირებულია, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. იმდენად დააზიანეს საკუთარი თავი, უფრო სწორად, მათ კი არ დააზიანეს საკუთარი თავი და საკუთარი ინტერესები, მათმა პატრონებმა, დამკვეთებმა დააზიანეს მათი ინტერესები. ისეთ დაკვეთებს იღებდნენ გარედან, რომ ამით მათ მიიღეს გამოუსწორებელი ზიანი.

შესაბამისად, დღეს ამ რადიკალური ოპოზიციური პარტიების რეიტინგი არის კიდევ უფრო მეტად შემცირებული და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მათ არ აქვთ არავითარი შანსი, რომ რაიმე წარმატებას მიაღწიონ რომელიმე მუნიციპალიტეტში, რომელიმე მერის არჩევნებში ან რომელიმე საკრებულოს არჩევნებში.

აქედან გამომდინარე, პრინციპში, ამ შემთხვევაში უკვე ლოგიკურია მათი გადაწყვეტილება. თუ პარლამენტში არშემოსვლით მათ საკუთარ თავს მიაყენეს მძიმე დარტყმა, ამ შემთხვევაში არავითარი აზრი არ აქვს მათ მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და ამ პოლიტიკური ნაბიჯით, შეიძლება, თავი დაიძვრინონ მორიგი მძიმე მარცხისგან, თუმცა ეს არის, საბოლოო ჯამში, მათი გადასაწყვეტი.

მიიღებენ თუ არ მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში, ასეც და ისეც ისინი არიან განწირული ძალიან მძიმე მარცხისთვის.

ჩვენ ვაპირებთ ყველა მუნიციპალიტეტში მერის არჩევნების მოგებას და ყველა, 64-ვე მუნიციპალიტეტში საკრებულოს არჩევნების მოგებას,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ამერიკა ძლიერია როგორც არასდროს და არავის არ შერჩება მისი დაიგნორება” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოზიტიური ემოციური პოზიცია აშშ-სთან...

“თუ მართლა გგონიათ, რომ ამ კომისიის “დასკვნით” ვინმეს დაჭერა კანონიერია უნდა იცოდეთ – ან...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე პარტიის ლიდერის დაჭერას...

“პარტიების ლიდერებს და სინდისის პატიმრებს გაუშვებენ, გაღიმებულ ქოცებს დაგთვლით პოპკორნით ხელში🙏😀” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორის, ელისო კილაძის ვარაუდები და მოლოდინები: "დიფსთეიტი...

“ოპოზიციას სურვილი აქვს, რომ თავისი დანაშაული რეპრესიად შეფუთოს” – კახა კალაძე

„რადიკალურ ოპოზიციონერებს უნდათ, რომ ყველაფრის გაკეთება შეძლონ, სხვა დააზიანონ,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“რუსთაველის გამზირის გადაკეტვების და სხვა გამომწვევი ქმედებების ერთერთი მიზანია, რომ ხალხში ვინმეს ნერვებმა უმტყუნოს...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, საპროტესტო აქციების მონაწილეების მხრიდან, რუსთაველის გამზირის...

“კი შენ დარჩები ისტორიაში ხვაშაქ ცოქალივით…” – გიგი უგულავა

მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებებთან დაკავშირებით, ოპოზიცონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა...

“ჩვენ ვართ მაგრები და ჩვენი მებრძოლი სულისკვეთებით, ამ ჯოჯოებს, ამ უბადრუკ ლაქას ჩამოვიცილებთ, საქართველო...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...