spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მძიმე სურათია, ეს პროტესტი გადავიდა ისეთ სტადიაში, როდესაც...

“მძიმე სურათია, ეს პროტესტი გადავიდა ისეთ სტადიაში, როდესაც ადამიანები უკან ვერ იხევენ და ვერც იმ სიმართლეს აღიარებენ, რომ არჩევნები არ გაყალბებულა” – გიორგი ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით:

,,მძიმე სურათია, ეს პროტესტი გადავიდა ისეთ სტადიაში, როდესაც ადამიანები უკან ვერ იხევენ და ვერც იმ სიმართლეს აღიარებენ, რომ არჩევნები არ გაყალბებულა და ეს გაყალბების თემა არის შემოტანილი ჩვენს სივრცეში, იმისათვის, რათა გარკვეული ხალხის გარშემო, გარკვეული იდეის გარშემო მოხდეს კონსოლიდაცია პოლიტიკური ძალების.

რა საკვირველია, პოლიტიკური ძალები, რომლებიც ამის უკან დგანან არიან სწორედ, ის ადამიანები, ვინც იდაყვებამდე გაისვარა ხელი ხალხის სისხლში და მომავალში კიდევ ქვეყანას უპირებს ისეთ მდგომარეობაში შეყვანას, როდესაც ნგრევის პროცესი იქნება შეუქცევადი.

ეს ადამიანები დღეს მართავენ ამ პროცესებს და ადამიანების გარკვეული ნაწილი არის გულწრფელად გამოსული – ჰგონიათ, რომ საგარეო კურსი შეიცვლება.

მე დარწმუნებული ვარ, რომ არც ესეთი გონებადაბინდულია ყველა, რომ ვერ ხედავდეს რეალობაში მსოფლიოში რა პროცესი მიდის, მაგრამ უკან ვეღარ იხევენ იცით?!

მე ვფიქრობ, ეს პროტესტი ადრე თუ გვიან უნდა შეჩერდეს იმ ადამიანების ხარჯზე, რომლებიც სიღრმისეულად გაანალიზებენ თუ რა უბედურება დაატყდება საქართველოს იმ შემთხვევაში, თუკი ავყვებით გიორგი ვაშაძის მოსაზრებას, ან თუნდაც სალომე ზურაბიშვილის თუ ლევან ხაბეიშვილის მოსაზრებებს, თუ რას უნდა ჰგავდეს საქართველოს პოლიტიკა ხვალ.

ამ შემთხვევაში იმედი მაქვს მაინც საზოგადოების დიდი ნაწილი სათანადო დასკვნებს გააკეთებს და აღარ აყვება იმ პროვოკაციას, რომელიც ვიხილეთ ამ ხნის განმავლობაში“,- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მარიამ მეყანწიშვილი არის საოცრად ძლიერი, მაგარი გოგო და უდიდესი პატრიოტი” – გიორგი ვაშაძე

სამოქალაქო აქტივისტის, მარიამ მეყანწიშვილის საქმეს ემოციური შეფასებებით ეხმაურება “ოპოზიციის...

“სადაც ერს აქვს “სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა, სიკვდილი სახელოვანი”, იქ ბაბაიას ადგილი არაა” – დავით...

ვოლოდიმირ ზელენსკის ულტიმატუმს ალექსანდრე ლუკაშენკოსადმი, ემოციური შეფასება-განმარტებებით ეხმაურება ანტისაოკუპაციო...

“პოლიტიკური ბოროტება ყოველთვის რეპრესიით, ტანკით ან ციხით არ იწყება. ხშირად ის იწყება ტყუილით –...

ჯეიმს ჯეი კარაფანოს ("ჰერიტიჯის ფონდის“ პრეზიდენტის უფროსი მრჩევლი) ინტერვიუს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჰოდა, “არა და არასდროს” ყოფილხართ ლეგიტიმური პრეზიდენტი ქ-ნო სალომე!!!” – თაკო ჩარკვიანი

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით - "არა...

ვახო სანაია: “ჩვენ ბევრნი და ძლიერები ვართ და დავლეწავთ ამ ბოროტებას❤️”

ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში ემოციურ პოზიცია-მოწოდებას აქვეყნებს და...

“ვისაც უფრო მეტი სიზუსტე გაინტერესებთ, თუ რა ხდება ყირიმის ხიდებთან დაკავშირები, ამ რუკას შეგიძლიათ...

ყირიმის ნახვარკუნძულთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებზე, ვიზუალური გამოსახულების თანხლებით, განმარტებებს...

“დამყარდა კარგა ხანია საქართველოში რუსულ-ბელარუსული დიქტატურა, თუმცა მოსახლეობაში ამის მკაფიო, სრულად მომცველი აღქმა არ...

საქართველოში მიმდინარე სასამართლო პროცესებს ეხმაურება ანტისაოკუპაციო მოძრაობის “ძალა ერთობაშიას”...