ოთხშაბათი, მაისი 21, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ციხეში, აბსოლუტურად დაუცველი დავრჩებოდი ივანიშვილის ჯალათების პირისპირ… იმ...

“ციხეში, აბსოლუტურად დაუცველი დავრჩებოდი ივანიშვილის ჯალათების პირისპირ… იმ ციხეში სადაც ივანიშვილმა გაჭყლეტვა შემომითვალა” – გიორგი ბაჩიაშვილი

თანაინვესტირების ფონდის მრჩეველთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე, გიორგი ბაჩიაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, საიდანაც ცნობილი ხდება, რომ მან საქართველო დატოვა და თან კონკრეტულ მიზეზებზე ისაუბრა:

საკუთარი სამშობლოს დატოვება არ არის მარტივი არჩევანი. მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილის კრიმინალური გეგმა ჩემთვის თავიდანვე ნათელი იყო, მე მაინც გავრისკე და ბოლომდე გავაშიშვლე მისი ნამდვილი სახე. ივანიშვილის რეჟიმი სრულიად გავიდა სამართლის და დემოკრატიის პრინციპებიდან, შესაბამისად ჩემი წასვლა არა უკან დახევა, არამედ ერთადერთი საღი გამოსვალია.

ჩემს წინააღმდეგ წამოყენებული მორიგი შეთითხნილი, ხანდაზმული, და კანონთან შეუსაბამო პროცესი, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ივანიშვილის საქართველოში სასამართლო აღარ არსებობს. ამ უსამართლობას ხელმძღვანელობენ სანქცირებული ივანიშვილი და მისი კრიმინალური ბანდა, მათ შორის: მოსამართლე გიორგი გელაშვილი, სასამართლოს ხელმძღვანელები მიხეილ ჩინჩალაძე და ლევან მურუსიძე, მთავარი პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი და საქმის პროკურორი მიხეილ სადრაძე. თითოეული მათგანი, ვინც ამ პოლიტიკურ რეპრესიაში და გამოძალვაშია ჩართული, უკვე სანქცირებულია ცივილიზებული სამყაროს მთავრობების მიერ. ეს არ არის სამართლებრივი სისტემა, სადაც ჭეშმარიტება იმარჯვებს, და არც სისტემა, რომელიც ადამიანის უფლებებს იცავს — განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა ეჯახები ივანიშვილის კორუმპირებულ მანქანას.

გარდა ამისა, მე მივიღე სანდო ინფორმაცია ჩემს უსაფრთხოებაზე რეალური საფრთხეების შესახებ — საფრთხის, რომელსაც დღევანდელ საქართველოში შეიძლება სასიკვდილო მნიშვნელობა ჰქონდეს. ციხეში, აბსოლუტურად დაუცველი დავრჩებოდი ივანიშვილის ჯალათების პირისპირ… იმ ციხეში სადაც ივანიშვილმა გაჭყლეტვა შემომითვალა.

ვუცხადებ სოლიდარობას იმ ათასობით ქართველს, ვინც უკანონოდ არიან რეპრესირებული და დატყვევებული ამ რეჟიმის მიერ, და მათ, ვინც დღეს იბრძვის ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის. ჩემი წასვლა არა დანებება, არამედ გააზრებული და სტრატეგიული ნაბიჯია. ამ ბრძოლაში, ჩემი გარეთ ყოფნა გაცილებით უფრო სარგებლიანი იქნება. სამწუხაროდ, ამ არჩევანის გაკეთების საშუალება არ აქვს ათასობით ჩვენს თანამოქალაქეს.

ჩვენ ვერ გაგვაჩუმებენ, ჩვენ ვერ გაგვტეხავენ და ვერ შეგვაჩერებენ იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ის, რაც მათ არასდროს ექნებათ — ჩვენ გვაქვს სიყვარული!” – წერს გიორგი ბაჩიაშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“გრძელვადიან პროცესში იფიტება პროტესტი თუ ხელისუფლება?” – ნანუკა ჟორჟოლიანი

,,ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი,...

“რა შუაშია აქ ინციდენტი?.. მე რა ვიცი, ჰკითხეთ, გიჟია” – ირაკლი ზარქუა ლაშა გაბიტაშვილზე

პარლამენტის დეპუტატი ირაკლი ზარქუა ჟურნალისტებთან კომენტარში თავის შეფასება-განმარტებებს აკეთებს...

“ოპოზიციურ პარტიებს შორის არსებობს მნიშვნელოვან საკითხებზე შეთანხმება – საქართველო ივანიშვილის გარეშე…” – ლევან ხაბეიშვილი

“ოპოზიციურ პარტიებს შორის არსებობს მნიშვნელოვან საკითხებზე შეთანხმება - საქართველო...

“საქართველოს პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ალბანეთში ფურორი მოახდინა!” – ლალი მოროშკინა

ალბანეთში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე, მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“პოლიტიკა სულაც არ არის სინამდვილეში ბინძური საქმე და ბინძურს ხდიან ის ადამიანები, რომლებიც ამ...

,,მოძრაობა - ახალგაზრდული ძალა"-ს დამფუძნებელი, თედო ზოიძე სააგენტო ,,პარალელთან"...

“განსაკუთრებით ვამაყობ ჩემი ნიკუშათი, გარდა იმისა, რომ ბევრ რამეში გაჭრილი ვაშლივით მგავს, კიდევ უფრო...

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თინა ბოკუჩავას, პეტრე ცისკარიშვილის...

“საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ვისაც ამ საკითხთან შეხება არასდროს ჰქონია” – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხესნებს პირადი...

“მოვა დრო, ქოცებზე და წულუკიანზე პასტას არ გააგდებს ხელიდან🙈” – ელისო კილაძე სოზარ სუბარზე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე, საგამოძიებო კომისიის წევრ...