ხუთშაბათი, ივლისი 31, 2025
31.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიომი და კონფლიქტები"სამწუხაროდ, ივანიშვილი და მისი მარიონეტები აბსოლუტურად გაცნობიერებულად იკავებენ...

“სამწუხაროდ, ივანიშვილი და მისი მარიონეტები აბსოლუტურად გაცნობიერებულად იკავებენ ბავშვების, ქალების, მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელი რუსეთის მხარეს” – ლევან ხაბეიშვილი

სამწუხაროდ, ივანიშვილი და მისი მარიონეტები აბსოლუტურად გაცნობიერებულად იკავებენ ბავშვების, ქალების, მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელი რუსეთის მხარეს. გასაკვირი არც არის, რადგან ომის დამფინანსებელი, რუსი ოლიგარქების პირდაპირი მოკავშირე და პარტნიორია “ბორენკა” ივანიშვილი”, – აღნიშნავს “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში:

უკრაინელ ხალხსა და მათ მებრძოლ პრეზიდენტს სჭირდება უპირობო მხარდაჭერა ბოროტებასთან ბრძოლაში! ეს ბოროტება და სივერაგე საქართველოსა და ქართველ ხალხს საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი – მისი სისასტიკისგან მოყენებული ჭრილობები ჯერ კიდევ ღია და მოუშუშებელი გვაქვს!

უკიდურესად გაუგებარი და მიუღებელია ასეთი განსაცდელის დროს გარკვეული რევიზიები, ჩასაფრებები, თავდასხმები, ნიშნის მოგება მოძმე, უკრაინელი ხალხისა და მათი მებრძოლი მთავარსარდლის მიმართ, განსაკუთრებით საქართველოსგან!

უკრაინას თავს დაესხა რუსეთი, პუტინი.

რუსეთი სჩადის ტერორისტულ მოქმედებებს უკრაინაში! რუსეთი და პუტინი არის ომის პარტია, ხოლო უკრაინა და დანარჩენი ცივილიზებული სამყარო იბრძვის მშვიდობისთვის! შეუძლებელია თავდამსხმელი იყოს მშვიდობის პარტია (რუსეთი) და ომის პარტია იყოს ის, ვინც თავს იცავს და გმირულად იბრძვის უსამართლობის წინააღმდეგ!

სამწუხაროდ, ივანიშვილი და მისი მარიონეტები აბსოლუტურად გაცნობიერებულად იკავებენ ბავშვების, ქალების, მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელი რუსეთის მხარეს.

გასაკვირი არც არის, რადგან ომის დამფინანსებელი, რუსი ოლიგარქების პირდაპირი მოკავშირე და პარტნიორია “ბორენკა” ივანიშვილი.

ყველა სახელმწიფოს თავისი სტრატეგია, ხედვა და დამოკიდებულება აქვს, მაგრამ დარწმუნებული ვარ საბოლოოდ უმარტივეს ჭეშმარიტებაზე შეთანხმდება ყველა, შეთანხმებულია – პუტინი მკვლელია, რუსეთი ოკუპანტი და აგრესორია!

დიდება უკრაინას დიდება გმირებს!” – წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში

ინფორმაციას “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ივანიშვილის მაფიოზური სუსი აპირებს ახალ დიდ პროვოკაციას” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ დაგეგმილ...

“100-150 მომიტინგე სრულიად უკანონოდ კეტავს მოძრაობას ხან აქ ხან იქ, და კანონი დუმს” –...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე კრიტიკულ პოზიციას აფიქსირებს ცალკეულ საპროტესტო აქტივობებთან...

“რით განსხვავდებიან 20-30-იანი წლების ჩეკისტებისგან?” – სერგო ჩიხლაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე...

“მხარს ვუჭერ უმაგრესი ლევან ხაბეიშვილის ინიციატივას” – მიხეილ სააკაშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის კონკრეტულ ინიციატივას პოზიტიური...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“ბატონ წულუკიანის მიერ განაჩენების გამოტანას წერტილი დავუსვი სწორედ მე” – მიხეილ სააკაშვილი

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, თეა წულუკიანის მამასთან და საქართველოში...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...