პარასკევი, აგვისტო 1, 2025
30.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიევროკავშირი"ჩვენ არა მარტო ვიბრძვით ევროპული მომავლისთვის, არამედ ვმონაწილეობთ...

“ჩვენ არა მარტო ვიბრძვით ევროპული მომავლისთვის, არამედ ვმონაწილეობთ ახალი ევროპის ჩამოყალიბებაში” – გიგი უგულავა

თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში ტრამპი-ზელენსკის სკანდალურ პრესკონფერენციას პოლიტიკური შეფასებებით ეხმაურება “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი გიგი უგულავა და საქართველოს კონკრეტულ მისიაზე აკეთებს მინიშნებას:

გუშინდელი შერკინება ოვალურ ოთახში ყველა გაგებით კატასტროფაა, მაგრამ როგორც ყველა კატასტროფა – აჩქარებს ახლის დაბადებას. ტრამპის პირობებში ლამაზად, გათვლილად, დალაგებულად არაფერი მოხდება. გუშინდელი ამბავი ევროპისთვის შოკური თერაპიაა, აუცილებელი თერაპია, რომ ხვალ ყოყმანის გარეშე მიიღოს გადაწყვეტილება რუსული 300 მილიარდის გამოყენებაზე, სამხედრო ინდუსტრიაზე, იბრძოლოს ევროპული იდენტობისთვის უკრაინასთან მხარ და მხარ. აქ უკრაინა შეუცვლელია. ტრამპის ენითვე რომ ვთქვათ, აქ მას “კარტი უჭირავს ხელში”, აქ ის უდავო ლიდერია – ევროპელი ლიდერი, ევროპული ერის.

ასეთი შოკი სჯობს. ევროპელებს ერთმანეთთან ბევრი აქვთ ნაომარი, მაგრამ ერთად არ უბრძოლიათ. ევროპული იდენტობა სხვაგვარად ვერ გაჩნდება. ეს იდენტობა რუსეთის განეიტრალებასთან ერთად, ამერიკისგან “უხეში შვილიშვილის კმაყოფაზე მყოფი ფაფუკი ბაბუის” როლიდანაც გამოსვლას გულიახმობს. ტექნიკური გაერთიანება ევროკავშირის სახით ამ გამოწვევას ვერ გაუმკლავდება, ისევე როგორც ვერცერთი ევროპული სახელმწიფო ცალ ცალკე. ევროპას ამის რესურსი არა მარტო აქვს, არამედ სხვა გზაც არ აქვს.

ამ კუთხით გუშინდელი დღე უფრო საჭიროც კი იყო ყველას და ყოველმხრივი გამოფხიზლებისთვის.

ჩვენ, ქართველებსაც იგივე ბრძოლა გვაქვს, არა მარტო ვიბრძვით ევროპული მომავლისთვის, არამედ ვმონაწილეობთ ახალი ევროპის ჩამოყალიბებაში. ჩვენი ბრძოლაა – გამყალბებელი რუსი ოლიგარქის მოშორება. ჩვენ ამ ბრძოლაში არა მარტო ანტირუსები ვართ, არამედ უკვე ამ ახალი ევროპის განუყოფელი ნაწილი – ევროპელები.

ასე რომ, მეგობრებო, მხოლოდ და მხოლოდ ცეცხლი ოლიგარქიას🔥“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე გიგი უგულავა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მხოლოდ სრული სიმართლის პირობებში გავიმარჯვებთ და ჩვენ ვართ ცამდე მართალი!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება მის წინააღმდეგ გამოთქმულ...

“დოკუმენტი თავისთავად ძალიან საინტერესოა, ძალიან ჯანსაღი აზრები იკვეთება მასში, და ვფიქრობ, რომ ამ დოკუმენტის...

პარტია "სტრატეგია აღმასენებლის ოფისში" გაიმართა შეხვედრა-მსჯელობა დოკუმენტზე "ვაშაძის გეგმა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“კი შენ დარჩები ისტორიაში ხვაშაქ ცოქალივით…” – გიგი უგულავა

მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებებთან დაკავშირებით, ოპოზიცონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა...

“ლევანი არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი და მამაცი ადამიანი ვისაც ვიცნობ და მას ვერაფერი ვერ...

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან...

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...