spot_img
მთავარიომი და კონფლიქტებიკახა კალაძე: "სამწუხაროდ, დღესაც მიმდინარეობს გარკვეული ძალებისგან მუქარები"

კახა კალაძე: “სამწუხაროდ, დღესაც მიმდინარეობს გარკვეული ძალებისგან მუქარები”

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან, საქართველოს ხელისუფლებაზე მუდმივად მიმდინარეობდა შანტაჟი და მუქარა, რაც, სამწუხაროდ, დღემდე გრძელდება.

ამის შესახებ მან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც მასა და აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის შეხვედრას ეხება.

მას შემდეგ, რაც დაიწყო რუსეთ-უკრაინის ომი, მუდმივად ხდებოდა საქართველოს ხელისუფლების დაშანტაჟება. პირდაპირ ვიტყვი, არ მოვერიდები, მუდმივად მიმდინარეობდა მუქარები კაბინეტებში მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით, ასევე, მუქარები, თუ ჩვენ სანქციებს არ მივუერთდებოდით.

ის განცხადებები, რასაც დღეს ვისმენთ და რასაც ვისმენდით გუშინ საქართველოსთან მიმართებით, თითქოს ქვეყანა დემოკრატიული თვალსაზრისით უკან მიდის და ასე შემდეგ, უამრავი ცრუ განცხადება განპირობებულია იმით, რომ ჩვენ ამ მავნე ძალებს არ მივეცით საშუალება, გახსნილიყო მეორე ფრონტი და ქვეყანა მიერთებოდა სანქციებს.

ჩვენ თავიდანვე ვიცოდით, რომ ეს ჩვენი ხალხისთვის იქნებოდა დამაზიანებელი – ეკონომიკურად ჩამოვიშლებოდით, ხოლო მეორე ფრონტის გახსნა რას ნიშნავს, მგონი, ყველასთვის ცხადია. 2008 წელს რა მივიღეთ და რა მოგვიტანა ომმა, ყველას კარგად გვახსოვს, ჯერაც ვერ მოგვიშუშებია ჭრილობები.

დღესაც, სამწუხაროდ, მიმდინარეობს გარკვეული ძალებისგან მუქარები. ეს ისევ ის ადამიანები არიან, ვინც მაგალითად, გუშინ გააკეთეს განცხადებები და ვინც პირდაპირ ომს ემხრობა. ამით უდიდეს სარგებელს იღებენ კონკრეტული ადამიანები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა, როგორც საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“26 მაისის და 9 აპრილის მონაპოვარი უბრალოდ გააუქმა ოლიგარქიულმა დიქტატურამ” – გია ჯაფარიძე

საქართველოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებს იხსენებს ყოფილი დიპლომატი, ანალიტიკოსი,...

მერაბ მეტრეველი: “ოცნება” აშკარად ომში გვითრევს🙂”

სუს-ის მიერ ჯაშუშების დაკავებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ირონიული შეფასებებით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...