შაბათი, ივნისი 14, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"უკვე გადალახეს სიგიჟის ისეთი ზღვარი, რომ იმის იქით...

“უკვე გადალახეს სიგიჟის ისეთი ზღვარი, რომ იმის იქით ერთი სიგიჟით მეტი, ერთით ნაკლები, სულერთია, ჯარიმების არ იყოს” – ნინო ჯანგირაშვილი

პარლამენტში განსახილველ “მედიის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით პოზიციას აფიქსირებს ტელეკომპანია “კავკასიას” გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი:

ყველაზე ცუდი რა დაემართათ იცით ქოცებს?

ხომ ფინანსურად უმძიმეს მდგომარეობაში ვართ მედია, ჩვენ განსაკუთრებით, ახლა კანონით საერთოდ არათუ გრანტის აღებას, ტელევიზიებს საერთოდ უცხოელებთან ურთიერთობას გვიკრძალავენ, საჯარიმო სანქციებს გვიმკაცრებენ და ეთერში რამეს რომ ვიტყვი ბექაურს თუ არ მოეწონა, შეუძლია დამაჯარიმოს და მერე დამხუროს, მოკლედ ძალიან დრამატული ვითარებაა, მაგრამ… მეცინება. უბრალოდ მეცინება.

არც პარლამენტში ვაპირებ მისვლას და პროექტის განხილვას ან გაპროტესტებას, არც არაფერს. აი, სულ ფეხებზე მკიდია. უკვე გადალახეს სიგიჟის ისეთი ზღვარი, რომ იმის იქით ერთი სიგიჟით მეტი, ერთით ნაკლები, სულერთია, ჯარიმების არ იყოს.

ვითვლიდი ჩემთვის, რამდენი რეპრესიულ კანონსაც იღებენ და რამდენი ადამიანის ციხეში ჩასმაც მოუწევთ, ამ რეპრესიების აღსასრულებლად მინიმუმ ასი ათასი ადამიანი ჭირდებათ და მინიმუმ 300 ათასი ადამიანი უნდა ჩაგვსვან ციხეში.

ხოდა, აბა ამაზე როგორ უნდა ვინერვიულოთ? გავერთოთ არ ჯობია?“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნინო ჯანგირაშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მხოლოდ ორგანიზებული ფართო სამოქალაქო ფრონტი ჩამოშლის ამ სისტემას” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს ქვეყანაში...

“მე კი ვიდექი იქ, სადაც ყველა დედა უნდა მდგარიყო – სინდისის პატიმრების დედების გვერდში!”...

საქართველოს მე-5 პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, 3 მარტს გზის გადაკეტვის...

“როგორ თხასავით გაყიდა ივანიშვილმა მისი ერთგული ადამიანები” – ლევან ხაბეიშვილი

“ასე იშორებს ივანიშვილი სანქცირებულ ადამიანებს, რადგან მის ფულს ემუქრება...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როცა სახელმწიფო მკვდარია, მდინარე მოქმედებს!” – შორენა ლობჟანიძე აითაჯ მამედოვასთან დაკავშირებულ ფაქტებზე

14 მაისს მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მგზავრების საძიებო სამუშაოების...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“გაახურებთ ძალიან? პრეზიდენტი და მთავრობა “საგანგებო მდგომარეობას” გამოაცხადებენ!!!” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“ზარქუა, როგორ ჩანს, თავისი შიშის ამბავს ყვებოდა” – პაატა მანჯგალაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი "ქართული ოცნების" წევრის, ირაკლი ზარქუას...

“თუ თავისუფლება არ გაქვს – არაფერი არ გაქვს. ბაგაზე დაბმული საქონელი ხარ” – ზურაბ...

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პირველი წერილი რუსთავის N220 საკნიდან: “აქედან ტვინს...