ხუთშაბათი, ივლისი 10, 2025
29.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"დავსვათ კითხვა: ვინ უჭერს მხარს ივანიშვილის რეჟიმს? ის...

“დავსვათ კითხვა: ვინ უჭერს მხარს ივანიშვილის რეჟიმს? ის ქვეყნები, რომლებიც დემოკრატიას ებრძვიან! ის რეჟიმები, რომლებსაც თავისუფალი, ერთიანი საქართველო არ სჭირდებათ!” – პაატა მანჯგალაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე რუსეთის დაზვერვის განცხადებას ეხმაურება და მწვავე შეფასებებს აკეთებს მმართველი პარტიისა და “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ:

რუსეთის დაზვერვის განცხადება – ჰიბრიდული ომის ნაწილია!

რუსეთს უნდა, რომ ქართველი ხალხი დააჯეროს: მტერი დასავლეთია, რუსეთი კი „მზრუნველი მოკავშირე”!

დააკვირდით – რუსეთმა თქვა, რომ „დასავლეთი საქართველოში არეულობას აწყობს” – და დღეს, „ოცნებამ” ეს სიტყვასიტყვით გაიმეორა!

ასევე ამ კამპანიის ნაწილია ყოველდღიური საინფორმაციო შეტევები ევროკავშირის, გერმანიის და სხვა მეგობარი ელჩების წინააღმდეგ.

ეს არ არის შემთხვევითობა – ეს არის კოორდინირებული პროპაგანდა, რომელიც საქართველოს დასავლური კურსის დასაბლოკად მიმდინარეობს! ეს არის მცდელობა, რეალური საფრთხე – რუსეთი ჩაანაცვლონ გამოგონილი „მტრით”!

დავსვათ კითხვა: ვინ არის ივანიშვილის რეჟიმისთვის „მტერი”? – ევროპა, ამერიკა, ქართველი პატრიოტები, აქციის მონაწილეები!

ვინ არიან მათი მეგობრები? – კრემლი და დიქტატორების კლუბი, დამრბევები და მოძალადეები, სადაც „ქართული ოცნება” თავს კომფორტულად გრძნობს!

და კიდევ ერთი კითხვა: ვინ უჭერს მხარს ივანიშვილის რეჟიმს? ის ქვეყნები, რომლებიც დემოკრატიას ებრძვიან!

ის რეჟიმები, რომლებსაც თავისუფალი, ერთიანი საქართველო არ სჭირდებათ!

მათი ამოცანა მარტივია – მათ უნდათ, რომ მტრისა და მოყვარის გარჩევა ვეღარ შევძლოთ!” – აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “კი ევროპას – სტრატეგია აღმაშენებლის”
მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩვენ რომ რადიკალური ძალაუფლება არ გვქონდეს, მის დასაბალანსებლად რადიკალური წინააღმდეგობა არ იქნებოდა საჭირო” –...

"რადიკალიზმის ბალანსის თეორია" არჩილ გამზარდიას პოზიციაში: "ჩვენ რომ რადიკალური ძალაუფლება...

“გამარჯვების ფორმულა არის ერთიანობა, სინდისის პატიმრების გათავისუფლება და ახალი სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნა” –...

ევროპარლამენტის რეზოლუციას, პოლიტიკური შეფასებებით საპატიმროდან ეხმიანება პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის"...

“ქულების დაწერა თუ გინდათ, საყოველთაო პოლიტიკური ამნისტია გამოაცხადეთ, სინდისის პატიმრები გამოუშვით‼️‼️‼️” – ელისო კილაძე

მიხეილ ყაველაშვილის მიერ პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი ლიდერების მიმართ გაკეთებულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“კი შენ დარჩები ისტორიაში ხვაშაქ ცოქალივით…” – გიგი უგულავა

მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებებთან დაკავშირებით, ოპოზიცონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა...

“ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!” – მიხეილ სააკაშვილი ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ფაქტს კონკრეტული ფაქტების...