პარასკევი, აგვისტო 1, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"საქართველოსთვის ეს არის ძალიან კარგი პერსპექტივა თანამშრომლობისთვის, იმ...

“საქართველოსთვის ეს არის ძალიან კარგი პერსპექტივა თანამშრომლობისთვის, იმ პირობებში თუკი ჩვენთან იქნება შესაბამისი პოლიტიკა და შესაბამისი მთავრობა” – გიგი წერეთელი გერმანიაში ჩატარებულ არჩევნებზე

,,ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე, გიგი წერეთელი სააგენტო ,,პარალელთან” ინტერვიუში საუბრობს გერმანიაში მისი ვიზიტის შესახებ:

,,გერმანიის არჩევნებმა კიდევ დაგვანახა ჩვენ, რომ მიუხედავად ნაციონალისტური და ულტრამემარჯვენე ძალების გააქტიურებისa და შანსებისa, რომელიც მათ ჰქონდათ კიდევ უფრო დიდი წარმატებისთვის, მით უმეტეს იმ პირობებში, როცა ილონ მასკი აქტიურად უჭერდა მხარს ულტრა-მემარჯვენე პარტიებს, მაინც გამარჯვება მოიპოვა მემარჯვენე ცენტრისტულმა ქრისტიან-დემოკრატიულმა გაერთიანებამ, ქრისტიან-დემოკრატები და სოციალ-დემოკრატიული კავშირი.

მე ვფიქრობ, ამით გერმანიის საზოგადოებამ უარი უთხრა აი ამ ძალიან ხისტ პოლიტიკას, რომელსაც სთავაზობს ულტრა-მემარჯვენე ფლანგი.

ჩვენთვის, საქართველოსთვის ამას აქვს დიდი მნიშვნელობა, იმიტომ, რომ ეს ნაწილი ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის, მანამდეც იყო ძალიან მნიშვნელოვანი მხარდამჭერი და კარგად იცის საქართველოს თემატიკა, საქართველოს საკითხი, ის არის ევროპის სახალხო პარტიის წევრი, შესაბამისად ჩვენი პარტნიორი, იგივე ჩვენი პარტიის, რადგანაც ,,ევროპული საქართველოც” არიან ამ პარტიის, ,,სახალხო პარტიის” წევრი, როგორც ,,ნაციონალური მოძრაობა” და ჩვენთვის უბრალოდ პარტიულად და პოლიტიკურად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ჩვენმა პარტნიორმა პარტიამ მოიპოვა გამარჯვება.

მაგრამ მთლიანობაში, რაც ეხება გერმანის პოლიტიკას და ამ შემთხვევაში მერცის, რომელიც გახდება კანცლერი კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ.

სწორედ ამ პარტიის და ამ ლიდერის პირობებში, მე ვფიქრობ, რომ საქართველოსთვის იქნება ძალიან მომგებიანი, ბუნებრივია იმ შემთხვევაში თუ საქართველოში იქნება ადეკვატური პოლიტიკა და დასავლეთთან დისტანცირების და მტრული გარემოს რაღაც შექმნის პირობებში, რა თქმა უნდა, არავინ არ იპარტნიორებს საქართველოსთან და მათ შორის, არც გერმანია.

ამიტომ ამის გამოყენებას, სწორედ ამ რესურსის, რაც დღეს ჩვენ გვაქვს პერსპექტივაში გერმანიასთან და მის ახალ ხელისუფლებასთან, ახალ კანცლერთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, სჭირდება ახალი პირობების შექმნა საქართველოში და შეცვლა იმ პოლიტიკის, რომელიც არის.

შესაბამისად ამ შეცვლას სჭირდება ახალი არჩევნები და ამ რეპრესიულ-ავტოკრატული გადაწყვეტილებების შეჩერება.

დღეს ევროპას სჭირდება ძლიერი მოთამაშეები, სჭირდება ძლიერი გერმანია, მით უმეტეს ამ ახალი ხელისუფლებით, ისევე როგორც: საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებიც, მაგრამ გერმანიას მაინც აქვს დომინანტური როლი.

ცოტა ხნის წინ მქონდა შეხვედრა კანცლერობის კანდიდატთან და ასევე ბოლო კონგრესზე, როდესაც ის დასახელდა კანცლერობის კანდიდატად, ვნახე თუ როგორი მხარდაჭერა აქვს მერცს, როგორი ეფექტურია მისი გუნდი და ეფექტური იქნება დარწმუნებული ვარ და ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ეს ქვეყანა ძლიერი იყოს, ევროპაც ძლიერი იყოს მისი ეკონომიკაც, უსაფრთხოებაც და კიდევ ერთხელ ვამბობ, საქართველოსთვის ეს არის ძალიან კარგი პერსპექტივა თანამშრომლობისთვის, იმ პირობებში თუკი ჩვენთან იქნება შესაბამისი პოლიტიკა და შესაბამისი მთავრობა, რომელიც გამოიყენებს ამ რესურსებს“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“შეიძლება დედა იტირო ზედამხედველობის ქვეშ?” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საპატიმროდან ემოციურ წერილს აგზავნის და იხსენებს...

სჯსუ ხელოვნური ინტელექტის შესახებ ცოდნის ხელმისაწვდომობაზე იზრუნებს

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივით, ხელოვნური ინტელექტის მოკლევადიანი კურსის გავლას...

“ახლა დასხედით მურუსიძის სასამართლოში და დაუბრუნეთ ფული ბიძინას” – ვახო სანაია

ბოლო პერიოდში, ყოფილი სახელმწიფო მოხელეების მხრიდან კორუფციული დანაშაულის გამოვლენის...

“100-150 მომიტინგე სრულიად უკანონოდ კეტავს მოძრაობას ხან აქ ხან იქ, და კანონი დუმს” –...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე კრიტიკულ პოზიციას აფიქსირებს ცალკეულ საპროტესტო აქტივობებთან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კი შენ დარჩები ისტორიაში ხვაშაქ ცოქალივით…” – გიგი უგულავა

მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებებთან დაკავშირებით, ოპოზიცონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა...

“ლევანი არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი და მამაცი ადამიანი ვისაც ვიცნობ და მას ვერაფერი ვერ...

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...