ოთხშაბათი, ივლისი 9, 2025
27.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"გვინდა, რომ ურთიერთობების გადატვირთვა დაიწყოს და ყველაფერი დავიწყოთ...

“გვინდა, რომ ურთიერთობების გადატვირთვა დაიწყოს და ყველაფერი დავიწყოთ ახალი ფურცლიდან” – კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროპასთან ურთიერთობების გადატვირთვისთვის მზადაა.

როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, ბოლო სამი წელი ძალიან რთული იყო, თუმცა საზოგადოებამ კარგად გაიგო, თუ რა გამოწვევების წინაშე იდგა ქვეყანა.

არაერთხელ გამოვთქვით მზაობა, რომ მივესალმებით ურთიერთობების დარეგულირებას. ჩვენ მთელი ამ ხნის განმავლობაში, ვიცავდით ჩვენს ინტერესს, ქვეყანას და არავის ვაძლევდით საშუალებას, საქართველო გამოეყენებინათ თავიანთი ზრახვებისთვის.

რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე იყო ეს სამი წელი. გახსოვთ, რა განცხადებები კეთდებოდა – იყო პირდაპირი მუქარები, შანტაჟი, რომელიც ახლაც გრძელდება, თუმცა ხალხთან ერთად დავდექით ძალიან მტკიცედ, გამოვიჩინეთ პრინციპულობა, საზოგადოებას ავუხსენით რეალობა, თუ რა გამოწვევების წინაშე იდგა ქვეყანა, რა ძალები ებრძოდნენ ჩვენს სახელმწიფოებრიობას ადგილობრივი აგენტურის ჩართულობით.

ხალხმა გაიგო ყველაფერი, მხარი დაგვიჭირა და ერთად შევძელით, რომ ქვეყნისთვის ძალიან დიდი უბედურება აგვერიდებინა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერი იმედოვნებს, რომ ე.წ. დიფ სთეითის დამარცხების შემდეგ, დასავლეთთან ურთიერთობების გადატვირთვა დაიწყება და ეს ყველაფერი საქართველოზე დადებითად აისახება.

აშშ-ის პრეზიდენტს გაცხადებული აქვს „დიფ სთეითის“ დამარცხება და გვინდა, რომ ეს ყველაფერი აისახოს საქართველოზე, არა მხოლოდ განცხადებებით, არამედ კონკრეტული ნაბიჯებით, ქმედებებით, ურთიერთობების გადატვირთვა დაიწყოს და ყველაფერი, თუნდაც სტრატეგიული ურთიერთობები, დავიწყოთ ახალი ფურცლიდან“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ივანიშვილი გადასულია ადამიანების მკვლელობაზე” – ლევან ხაბეიშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ეხმაურება აჭარის ავტონიური...

“ვფიქრობ, ყოველი დღე ასე უნდა დავიწყოთ და აქციაც ამის გამო უნდა გაკეთდეს…” – თაკო...

პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე, თაკო ჩარკვიანი, კონკრეტული მოთხოვნებით,...

“მოძალადე რეჟიმის პირობებში არავინ არის დაცული, მათ შორის, ის ადამიანებიც, რომლებსაც დიდი როლი აქვთ...

ბოლო დღეებში საქართველოში მომხდარ კონკრეტულ ფაქტებს მწვავე პოლიტიკური შეფასებებით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ჩვენ ვართ მაგრები და ჩვენი მებრძოლი სულისკვეთებით, ამ ჯოჯოებს, ამ უბადრუკ ლაქას ჩამოვიცილებთ, საქართველო...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“მარიამ ლაშხს რა აძინებს მშვიდად, რაც მას წყევლა და გინება მიუვიდა!” – ელისო კილაძე

დეპუტატ მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე სასამართლომ 12-12 დღიანი პატიმრობა...

“ჩვენ ვერ ვიქნებით მხოლოდ გეოპოლიტიკის იმედზე… შეტევა და მხოლოდ შეტევა!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ ცვლილებებსა...