პარასკევი, მარტი 14, 2025
16.4 C
Tbilisi
spot_img
მთავარირეგიონის ამბებიქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაყვანილ კიდევ ერთ პაციენტს “CoVid-19”...

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაყვანილ კიდევ ერთ პაციენტს “CoVid-19” დაუდასტურდა

ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში გადაყვანილ კიდევ ერთ პაციენტს, 70 წლის მამაკაცს კორონავირუსის დიაგნოზი დაუდგინდა. ის მკურნალობას ამავე კლინიკაში გადის. ინფექციურუი კლინიკის მთავრი ექიმის, თეიმურაზ ნადირაძის თქმით, პაციენტს ორმხრივი პნევმონიის პარალელურად ქრონიკული დაავადებაც აქვს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

პაციენტი, ხანდაზმული მამაკაცია და მას ორმხრივი პნევმონია და პარალელურად ქრონიკული დაავადება აქვს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე, მაგრამ მართვადია. მამაკაცი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა საქარველოში საკუთარი ავტომობილით სარფის გამშვები პუნქტიდან შემოვიდა. მას ესპანეთსა და საფრანგეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. პაციენტი ქვეყანაში შემოსვლის დღიდან თვითიზოლაციაში იყო“, – განაცხადა თეიმურაზ ნადირაძემ.

ამ დროისათვის ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დაგნოზით სულ 2 პაციენტი მკურნალობს. მკურნალი ექიმის თქმით, პირველი პაციენტის, ახალგაზრდა გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მას არავითარი გართულებები არ აქვს.

ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით კიდევ ორი ახალი პაციენტია შეყვანილი. მათ ანალიზებს დღეს აუღებენ და ლაბორატორიაში გააგზავნიან.

ავტორი
ლიკა დევდარიანი
სააგენტო “პარალელის”
რეგიონალური კორესპონდენტი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

აჭარის პოპულარიზაცია 12 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე განხორციელდა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული პროდუქტები ბერლინის საერთაშორისო ტურისტულ...

საქართველოში 4.0 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა

დღეს, 2025 წლის თბილისის დროით 15:28 საათზე, თბილისიდან 63...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბრავო, გიორგი ვაშაძე❗ დიდია შენი წვლილი ამ რეზოლუციის მიღებაში, სადაც ერთ-ერთი პუნქტი მიხეილ სააკაშვილის...

Alde-მ, საქართველოს შესახებ, ნიდერლანდების, გერმანიის და საქართველოს მიერ ინიცირებული...

“თვითმფრინავის ბიჭების” მბრალდებლებსაც და მოსამართლესაც ალბათ მართალი ეგონათ თავი, მაგრამ კი ვხედავთ ისტორიის ვინ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სასამართლო პროცესი გაიმართა. პროცესზე სიტყვით გამოსვლისას,...

“მადლობა ყველას, ახლა მხოლოდ ერთობა და სოლიდარობა გადაგვარჩენს!❤️” – თემურ ჯანაშია

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი...