ოთხშაბათი, მარტი 19, 2025
5.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"უნდა დავწერო უეჭველად: ირაკლი ალასანია მოსწონს ვინმეს თუ...

“უნდა დავწერო უეჭველად: ირაკლი ალასანია მოსწონს ვინმეს თუ არ მოსწონს…” – თაკო ჩარკვიანი

პარტია “კანონი და სამართლის” თავმჯდომარე, თაკო ჩარკვიანი თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ალასანიასა და სტრასბურგში მოგებულ საქმესთან დაკავშირებით აკეთებს პოლიტიკურ შეფასებებს:

ახლაც ვიცი არ მოეწონება ზოგიერთს, მაგრამ უნდა დავწერო უეჭველად: ირაკლი ალასანია მოსწონს ვინმეს თუ არ მოსწონს…

ერთი ფაქტია, უდიდესი პრეცენდენტი მოხდა სტრასბურგი მოიგო ირაკლი ალასანიამ და უდანაშაულოდ დაჭერილმა ხალხმა (გახმაურებულ “კაბელების” საქმეზე). მე ეს საქმე კარგად ვიცი და მახსოვს, რადგან ერთ-ერთი პირველი (თუ პირველი არა), ვინც ამ ხალხის უდანაშაულობაზე რამდენჯერმე ღიად ვისაუბრე სხვადასხვა ტვ ეთერში, მათ შორის, ინგა გრიგოლიას პირდაპირ ეთერში და ტვ იბერიაზე. და დაიწყო კიდეც ჩემს მიმართ და ჩემი ოჯახის მიმართ თავდასხმები, (მაშინ ჯერ ცოტა – თითზე ჩამოსათვლელი იყო ოპოზიციაში ამ ხელისუფლების წინააღმდეგ).

ეს ის საქმეა ივანიშვილის მთავრობამ უდანაშაულოდ რომ ჩაყარა ხალხი ციხეში, რადგან ალასანიამ საქართველოს საჰაერო თავდაცვის ხელშეკრულებას ხელი მოაწერა, (ეს ის დაცვაა – საჰაერო დაცვა, უკრაინა რომ ითხოვს ამდენი ხანია და ეს ხელმოწერა – ალასანიას მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი ახლაც ძალაშია). ამის საპასუხოდ და ალასანიას დასასჯელად დაიჭირეს უდანაშაულო ხალხი და უდანაშაულოდ ისხდნენ ციხეში.

ახლა ამ ხალხმა ალასანიასთან ერთად სტრასბურგის სასამართლო მოიგეს – ეს მნიშვნელოვანი და უეჭველად აღსანიშნავი ფაქტია და დიდი მარცხი ივანიშვილის ხელისუფლებისა.

ოპო არხებიდან მეტ ყურადღებას უნდა იმსახურებდეს ეს უმნიშვნელივანესი ფაქტი, მაგრამ…

კვლავ უჭკუობა გვჭირს პოლიტიკურ ველზე, ქიშპობა, სამომავლოდ, სავარაუდო კონკურენციის “გათვლა” პოლიტიკანებისა – ვაი თუ პოლიტიკაში მობრუნდეს ალასანია და ა.შ…

მაშინ, როცა “ქართულმა ოცნებამ” თავზე ჩამოგვანგრია სახელმწიფო, დასავლეთის ლიანდაგიდან გადაიყვანა ქვეყანა და იზოლაციაში დატოვა და ამ “ოცნების ხელისუფლების” წინააღმდეგ ამხელა საქმე მოიგო უდანაშაულო ხალხმა სტრასბურგში, ჯერ ეს აღნიშნე, რაც კარგია აღნიშნე კაცო და მერე თქვი თუ რამე არ მოგწონს ვინ გიშლის, მაგრამ აღნიშნეთ – ფაქტი აღნიშნეთ ჯერ პოლიტიკოსებმა და ოპო ტელევიზიებმა!!!✌️

ცოტა უფრო სახელმწიფოებრივად ვიფიქროთ ქვეყანაზე!✌️“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე თაკო ჩარკვიანი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“იქნება ძალიან რთული ბრძოლა, მათ შორის, პრეზიდენტ ტრამპსა და “დიფ სთეითს” შორის” – ირაკლი...

"იმედი LIVE"-ს ეთერში "დიფ სთეითთან" დაკავშირებით ისაუბრა მთავრობის მეთაურმა,...

“იცოდეთ ყველა სიტყვას ოქროს ფასი აქვს და სამუდამოდ მემახსოვრება” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" დაყადაღებას ემოციური შეფასებები მოჰყვა საზოგადოების სხადასხვა ფენაში....

“მიხეილ სააკაშვილი ისჯება ქვეყნის სიყვარულისთვის, იმისათვის, რომ რუსეთს არ გადააბარა” – სოფო ჯაფარიძე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, სოფო ჯაფარიძე, მწვავე შეფასებებით ეხმაურება...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მშვიდობას ვერ მოიტანს პუტინის ტრამპთან შეხვედრა. მშვიდობას მოიტანს პუტინის სტალინთან შეხვედრა” – დავით ნებიერიძე

ტრამპი-პუტინის შეხვედრისა და უკრაინაში მშვიდობის დამყარების თემას, პუტინთან მიმართებაში,...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“ივანიშვილმა რომ თქვა, წავალ და ოპოზიციაც მე ვიქნებიო, მაგ რეალობაში ვართ” – ზაზა ბიბილაშვილი

"ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის" დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი ცალკეულ ფაქტებს იხსენებს...

“ეს ქოცი ჯერ ბიძინას მთავრობიდან დევნიდა მიშა სააკაშვილს და “ნაციონალურ მოძრაობას”, ახლა ოპოზიციის ფლანგიდან...

პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის პოზიცია-გამონათქვამს -...

“მარტო მე მეჩვენება რომ ამ ქალს დრო გაჰყავს?” – ელისო კილაძე სალომე ზურაბიშვილზე

საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ არჩევნების საკოორდინაციო შტაბის...