შაბათი, ივნისი 14, 2025
19.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"აზრი და ფასი აქვს რეჟიმის დანაშაულების დასაბუთებულ და...

“აზრი და ფასი აქვს რეჟიმის დანაშაულების დასაბუთებულ და მკაფიო მხილებას” – ნიკა გვარამია

“კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერი ნიკა გვარამია, “ქართული ოცნების” ხელისუფლების ყოფილი თანამდებობის პირებს, კონკრეტული შეთავაზებებით მიმართავს:

ყოფილი ქოცი თანამდებობის პირთა მიმართ (ყოველგვარი აგრესიის, ნიშნისმოგების გარეშე, მხოლოდ სამშობლოს ინტერესების და პრაგმატული პოლიტიკური მოსაზრებების თანხლებით):

მხილება არ არის ამბების მოყოლა, ისიც, ხშირად, სენსაციონიზმის სურნელით და ფორმით, რაღაც ნახევრადნათქვამი და ვითომ სამომავლოდ გადანახულ-დატოვებული, თვალის ჩაპაჭუნების თანხლებით.

მხილება სერიოზული საკითხია და სერიოზულად მიდგომას საჭიროებს. აქ და ახლა, როცა სამშობლოს გვართმევენ და არავინ ითხოვს თქვენს დასჯას წარსულში ბიძინასთან ყოფნის გამო, აზრი და ფასი აქვს რეჟიმის დანაშაულების დასაბუთებულ და მკაფიო მხილებას. მხილებას იმგვარად, იმ სიმძიმით და იმ სერიოზულობით, რომ რეჟიმი გამოაშკარავდეს და მერყევები დაკარგოს.

“საოცარი” ამბები მემუარებში დაწერეთ. აბა რეჟიმის ისედაც მოწინააღმდეგეების “ნწ ნწ ნწ” რეაქციაზე გათვლილი, ისედაც ყველასთვის ცნობილი გარემოებები ვის რაში სჭირდება და რა ფასი აქვს?” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნიკა გვარამია.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ვიღაცამ საჯაროდ დამაჯერებლად უნდა ახსნას, თუ როგორ და რა რესურსებით აპირებს ასეთ მოცემულობაში ხელისუფლების...

თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით თავის მოსაზრებებს აფიქსირებს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი: "არჩევნების...

“მათე და ყველა სინდისის პატიმარი აუცილებლად იქნებიან თავისუფლები!” – გიორგი ვაშაძე

საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ მათე დევიძის საქმეზე სასამართლომ განაჩენი...

“რიყის პარკის ნგრევა კიდევ ერთხელ ნათლად გამოხატავს ხელისუფლების რუსულ სახეს” – ბეჟან ჯავახია

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“იგივე ხელისუფლება არ გიჭერთ და პოლიტიკურად არ გდევნით, რომელმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი დაატყვევა?!” –...

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის ყოფილი...

“მარიამ ლაშხს რა აძინებს მშვიდად, რაც მას წყევლა და გინება მიუვიდა!” – ელისო კილაძე

დეპუტატ მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე სასამართლომ 12-12 დღიანი პატიმრობა...

“გაახურებთ ძალიან? პრეზიდენტი და მთავრობა “საგანგებო მდგომარეობას” გამოაცხადებენ!!!” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...