spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბებითბილისის რამდენიმე დასახლებაში გზებზე ტექნიკური მარილი დაიყარა

თბილისის რამდენიმე დასახლებაში გზებზე ტექნიკური მარილი დაიყარა

ბოლო ორი დღის განმავლობაში დედაქალაქის რამდენიმე დასახლებაში გზები თოვლისგან იწმინდება.

იმისთვის, რომ არ შეფერხდეს საგზაო-სატრანსპორტო მოძრაობა, ტექნიკური მარილი დაიყარა: დიდ დიღომში, მუხათგვერდის გზაზე, პატარა და დიდი ლილოს დასახლებებში, აეროპორტის გზატკეცილზე, იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე, თხინვალას დასახლებაში, წავკისის, შინდისის, ტაბახმელას, კოჯრის, კიკეთის, წყნეთისა და ბეთანიის ცენტრალურ ქუჩებზე, სოფელ ახალდაბაში, დიდგორსა და თელოვანში.

შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ტექნიკური მარილის დაყრას, საჭიროების მიხედვით, სხვა დასახლებებშიც უზრუნველყოფს. საავტომობილო მოძრაობის შეფერხების შემთხვევაში, შეგიძლიათ, დარეკოთ „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე – 2 61 90 50 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე – 2 72 22 22.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...

“თუ ჩემი მეუღლის ელისოს პატიმრობა შევარჩიოთ ვინმეს…” – გრიგოლ ხარშილაძე

სოციალურ ქსელში გამოჩნდა პატიმრობაში მყოფ "ქრონიკა +"-ს დამფუძნებლის, ელისო...

“აი თქვენ კი გაგაპეტუხათ ეშმაკმა მართლა რა! გაგონილა საკუთარი მომხრეების ნერვებზე ასე თამაში?” –...

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ერთგვარ ანალიზს აკეთებს და პროპაგანდის...

“მიშა ქართულ პოლიტიკაში არის ეპოქა, მოვლენა, რომელმაც შეუძლებელი შესაძლებლად აქცია” – ანი ნადარეიშვილი

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს ყოფილი თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის...

“ბატონო ირაკლი კობახიძე, სახელმწიფოს, საქართველოს რაიმე ვალი აქვს მდინარაძის?” – ნუკა არველაძე

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე (არა)რიტორიკული შეკითხვებით და კონკრეტული მინიშნებებით...