კვირა, ივლისი 6, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბებისაცხოვრებელი ფართები ამჯერად თბილისის სამ რაიონში მცხოვრებ 35...

საცხოვრებელი ფართები ამჯერად თბილისის სამ რაიონში მცხოვრებ 35 ოჯახს დაუკანონდა

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები თბილისის სხვადასხვა რაიონში მცხოვრებ ოჯახებს გადასცა.

საცხოვრებელი ფართები ამჯერად, სამგორის, ისნისა და მთაწმინდის რაიონებში მცხოვრებ 35 ოჯახს სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად დაუკანონდა. ეს ის ოჯახებია, რომლებიც ხანგრძლივად ცხოვრობდნენ საცხოვრებელ ფართებში, რომელთა დაკანონებას ამ დრომდე ვერ ახერხებდნენ.

დღეს 35 ოჯახს დავუკანონეთ საცხოვრებელი ფართი. მინდა, მივულოცო მათ და პირველ რიგში, ჯანმრთელობა და სიხარული ვუსურვო. ვიცი, რომ დიდი ხანია ელოდებოდნენ დღევანდელ დღეს. ჩვენ ამ პროგრამის განხორციელება 2017 წლიდან დავიწყეთ და 3 300-ზე მეტი ოჯახი უკვე დაკმაყოფილებული გვყავს.

პროგრამას, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ, ვიდრე ყველა ადამიანი, რომელიც ამავე პრობლემის წინაშე დგას, არ იქნება საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფილი. ამ მიზნით, აუცილებლად უნდა მიმართოთ თქვენივე რაიონის გამგეობას და ჩვენი თანამშრომლები მაქსიმალურად დაგეხმარებიან, დაგაკვალიანებენ, თუ რა დოკუმენტებია წარსადგენი, რათა შემდგომში მოხდეს იმ ფართების დაკანონება, სადაც წლების განამვლობაში ცხოვრობთ. ასეულობით მილიონი ლარის სახელმწიფო ქონებაა ოჯახებისთვის საკუთრებაში გადაცემული, რაც ძალიან მიხარია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერთან ერთად, ღონისძიებას შესაბამისი რაიონების გამგებლები, ასევე, ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი სერგო ბირკაძე და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი კახა ლაბუჩიძე ესწრებოდნენ.

წლობით დაუკანონებელი საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის პროცესი 2017 წლიდან კახა კალაძის ინიციატივით დაიწყო. დედაქალაქის მერიაში ფართების დაკანონების მსურველთა ასობით განაცხადია შემოსული, რომელთა განხილვა და დაკმაყოფილება ეტაპობრივად მიმდინარეობს.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ევროკავშირი კი არა, თქვენი ანტიქართული ქმედებებია ამ პროტესტების ორგანიზატორი!” – პაატა მანჯგალაძე პაპუაშვილს

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა...

“ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!” – მიხეილ სააკაშვილი ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ფაქტს კონკრეტული ფაქტების...

ლევან ხაბეიშვილი: დიდი წმენდაა დაწყებული “ოცნებაში”

„დიდი წმენდაა დაწყებული „ოცნებაში“, ლილუაშვილს ქვეყნიდან გასვლა აქვს აკრძალული,...

“ბიზნესი, რომელიც რეკლამას ანთავსებს მხოლოდ სახელისუფლებო მედიასაშუალებებში, ემსახურება რუსულ რეჟიმს” – რომან გოცირიძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ძალიან დიდი ბოდიში სინდისის პატიმრებთან, მაგრამ მათი გადასაწყვეტი არაა აქციაზე მიშას ბანერი იქნება თუ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების წერილი გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და...