ოთხშაბათი, ივლისი 30, 2025
31.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"იზოლაციაში მყოფი "ქართული ოცნება" კვერცხის უკან იმალება" -...

“იზოლაციაში მყოფი “ქართული ოცნება” კვერცხის უკან იმალება” – გიორგი ვაშაძე

რეჟიმი ცდილობს, რომ ამჯერად კვერცხით შენიღბოს საკუთარი სისუსტე” – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძის თქმით რეჟიმის სცენარი მარტივია: პროვოკაციებით, ლაჩრობით და კვერცხის სროლით ცდილობენ შენიღბონ საკუთარი სისუსტე, არალეგიტიმურობა, იზოლაცია და ღრმა პოლიტიკური კრიზისი:

დავსვათ კითხვა, რატომ დაესხა თავს ივანიშვილი სალომე ზურაბიშვილს? რისი გადაფარვა სურს ამ ქმედებით?

პასუხი მარტივია – რეჟიმი ცდილობს, რომ ამჯერად კვერცხით შენიღბოს საკუთარი სისუსტე, რადგან:

1. არავინ ცნობს “ქართული ოცნებას” საერთაშორისო ასპარეზზე, მათ ლეგიტიმაცია არ აქვთ!

2. სუსტია, რადგან ამერიკამ, ბრიტანეთმა და ევროკავშირის წევრებმა დაუწესეს სანქციები რეჟიმის წარმომადგენლებს;

3. სუსტია, რადგან პროტესტი არ ჩერდება და ხალხი ყოველდღე უფრო ხმამაღლა მოითხოვს ცვლილებებს.

მიუნხენიდანაც მათ არანაირი მოსაწვევი არ მიუღიათ, სრულ იზოლაციაში არიან და იზოლაციაში მყოფი “ქართული ოცნება” კვერცხის უკან იმალება. კვერცხები ლეგიტიმაციის ნაცვლად – ეს არის მათი არჩევანი!

სალომე ზურაბიშვილი წარმოადგენს ქართველ ხალხს საერთაშორისო ასპარეზზე, ხოლო “ქართულ ოცნებას” კარი ყველგან დახურული აქვს – მათ ლეგიტიმაციას არ ცნობენ!

რეჟიმის სცენარი მარტივია: პროვოკაციებით, ლაჩრობით და კვერცხის სროლით ცდილობენ შენიღბონ საკუთარი სისუსტე, არალეგიტიმურობა, იზოლაცია და ღრმა პოლიტიკური კრიზისი!

არ ავყვეთ მათ პოლიტიკურ ცრუ დღისწესრიგს! ჩვენი ბრძოლა საქართველოსა და მისი ევროპული მომავლისთვის გრძელდება!” – განაცხადა ვაშაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მე ვიცი როგორც დავასრულო კრიმინალის თარეში ქვეყანაში” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში შექმნილ კრიმინოგენულ მდგომარეობაზე...

“დღეს აღზევებული ძალიან ბევრისგან განსხვავებით, კალაძე დგას ივანიშვილის გვერდით 2011 წლიდან” – ნუკა...

ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე თავის პოზიციას აფიქსირებს და კონკრეტულ...

“დღეს პოლიციელები ხალხისთვის არიან ყველაზე საძულველი ჯგუფი თუ დაჯგუფება” – ვახო სანაია

ჟურნალისტი ვახო სანაია პოლიციელებთან დაკავშირებით მძიმე შეფასებებს აკეთებს: "დღეს პოლიციელები...

“ივანიშვილის მაფიოზური სუსი აპირებს ახალ დიდ პროვოკაციას” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ დაგეგმილ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბატონ წულუკიანის მიერ განაჩენების გამოტანას წერტილი დავუსვი სწორედ მე” – მიხეილ სააკაშვილი

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, თეა წულუკიანის მამასთან და საქართველოში...

“კარგი იქნება, თუ ბოიკოტის მომხრეები თავს დაანებებენ განსხვავებული აზრისთვის მათივე თანამებრძოლების ლანძღვას” – გია...

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ბოიკოტის მომხრეებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს: "კარგი იქნება,...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...

“ძირს რუსეთის დამპალი იმპერია!” – თათია აფრიამაშვილი, ლიკა ლორთქიფანიძე

"ქართული ოცნების" წევრის, დეპუტატ მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე 19...