spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"ეს არის პატარა კაცების პატარა ბოღმა... საჩივარი შევიტანე,...

“ეს არის პატარა კაცების პატარა ბოღმა… საჩივარი შევიტანე, გამოძიება მოვითხოვე” – სალომე ზურაბიშვილი

თბილისის აეროპორტში, მის მიმართ განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით, სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა და მწვავე შეფასებები გააკეთა საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა:

დღეს საჩივარი შევიტანე, გამოძიება მოვითხოვე. ყველაფერს ბოლომდე მივიყვანთ! იმიტომ, რომ ადგილი ჰქონდა წინასწარ ორგანიზებულ ძალადობას და შემდგომ უკვე პოლიტიკოსების მიერ, „ოცნების“ მიერ პირდაპირ გამართლებულ ძალადობას პრეზიდენტის მიმართ.

არ აქვს მნიშვნელობა, ისინი რომელ პრეზიდენტს ცნობენ თუ არ ცნობენ, ეს არის სახელმწიფო და ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფოს არ სცემენ პატივს. მე კი არა, ამ შემთხვევაში მე კი არ ვარ პიროვნება, მე ვარ იმის სიმბოლო, რასაც ებრძვის „ქართული ოცნება“ – ქართულ სახელმწიფოს, ქართულ ტრადიციებს, ქართულ ზრდილობას, ეს უკვე დიდი ხანია რაც დაავიწყდათ და საქართველოს სურათს მსოფლიოში იმიტომ, რომ იმ დროს, როცა მიმიღეს, როგორც მიმიღეს მიუნხენში, მანამდე ამერიკაში თუ პარიზში, ეს მათი რეაქციაა. ეს არის პატარა კაცების პატარა ბოღმა. ვერსად წავა ეს ბოღმა.

საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, თუ რა ხდება და რატომ ხდება. ამას ვუხსნიდი უცხოეთში, რასაც ღალატს ეძახიან, რომ საქართველო ამაზე ბევრად მეტია, საქართველო ამაზე ბევრად დიდია და ესენი ვერ მართავენ საქართველოს. აღარც იციან, რას ნიშნავს ქვეყნის მართვა და მმართველობა. ერთადერთი, რასაც აკეთებენ და რაც შეუძლიათ, ეს არის რაღაც რეპრესიული ზომების მიღება და კვერცხის სროლა.

რა უსუსური უნდა იყო, რომ ამაზე დახვიდე, როცა შენ ხარ ხელისუფლება, მაგრამ სიტყვა ხელისუფლება არ მიყვარს ამათ შემთხვევაში, რადგან აღარ არიან ხელისუფლება, ეს არის რეჟიმი. რა სისუსტეს ავლენს რეჟიმი, როცა ასაკოვანი ქალის მიმართ, რომელსაც არ ცნობენ პრეზიდენტად, კარგი, ნუ მცნობთ, არ აქვს ამას მნიშვნელობა, ასე იქცევი. ეს თუ სისუსტის ნიშანი არ არის, მე არ ვიცი, რისი ნიშანია.

ჩვენ ვდგავართ, ხალხი დგას და მე მათთან ერთად, თუნდაც მაშინ, როცა არ ვარ ქვეყანაში, მე მათთან ერთად ვდგავარ. არავინ იფიქროს, რომ ამის გამო მე არ წავალ და არ ჩამოვალ. სადაც საჭირო იქნება იქ წავალ, იქიდან ჩამოვალ, რადგან ჩემი მოვალეობა არის, რომ მე ვიყო ამ ხალხის ხმა და ამ ხალხის გამხმოვანებელი, რომ გაგრძელდეს ეს პროტესტი იმიტომ, რომ როგორც ამბობს მთელი საზოგადოება, რომელიც დგას რუსთაველზე და არამხოლოდ რუსთაველზე, ეს იქნება ბოლომდე, ბოლომდე მათთვის, ბოლომდე ჩემთვის…“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

გიორგი კეკელიძე: “ჩვენზე დიდსულოვანი მასპინძელი არავინაა, ჩვენზე სტუმართმოყვარე ერი”

ქართველი პოეტის, პროზაიკოსის, წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის, ბიბლუსის შემოქმედებითი...

“თრიალეთი” სახალხო დამცველს მოუწოდებს, უმოკლეს ვადაში დაასრულოს საქმის შესწავლა, წერილობით აცნობოს მიღებული გადაწყვეტილება და...

ტელე-რადიო კომპანია “თრიალეთი” წარდგენილ განცხადებაზე საქართველოს სახალხო დამცველისგან პასუხს...

“ზოგ ხსენებულ ადამიანს ვერანაირი იუმორი ვერ შეულახავს რეპუტაციას, ზოგიერთი პოლიტიკოსის რეპუტაცია კი ისეთია, იმის...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია იუმორისტზე თავდასხმის ფაქტს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რა სირცხვილია იყო ისეთი სასოწარკვეთილი, რომ არანორმატიული ლექსიკის გამო ადამიანებს ციხეში უშვებდე” – არჩილ...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის...

“საზოგადოებამ ხშირად არც კი იცის, პასუხი ვის მოსთხოვოს” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა კონკრეტულ მძიმე ფაქტებს იხსენებს და კახეთში,...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებით 25-27 ივლისის პერიოდისთვის

24 ივლისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის...

“ვინც დიად ნოდარ დუმბაძეს იცავს, ის არ უნდა იჯდეს ციხეში!” – გია აბაშიძე

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, მწერალ ნოდარ დუმბაძის აუგად მოხსენიების მოტივით,...