შაბათი, აპრილი 19, 2025
6.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარითავდაცვა და უსაფრთხოება"რუსეთს ვინღა კითხულობს, ვისაც არ ეზარება ყველა ჩვენზე...

“რუსეთს ვინღა კითხულობს, ვისაც არ ეზარება ყველა ჩვენზე ძლიერია…” – ლაშა ძებისაშვილი

,,საქართველოს უნივერსიტეტის” პროფესორი, ლაშა ძებისაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც საუბრობს საქართველოს თავდაცვისუნარიანობაზე მომდინარე საფრთხეებიდან გამომდინარე:

,,სამშობლოს ღალატის მუხლიო და რა მაინტერესებს იცით? აი, 2008 წელს, როცა ოკუპაცია განახორციელა რუსეთმა ჩვენი, გაჩერდა და საბოლოო ოკუპაცია გადადო დროებით… აი, მაშინ ჩვენი თავდაცვის ბიუჯეტი დოლარებში სადღაც 900 მილიონი იყო.

მას მერე ჯერ 2014-ში და მერე 2022-ში როცა იცი მკაფიოდ, რომ უკრაინის შემდეგ შენ ხარ რიგში, რომ კრემლმა დაგიპყროს, აი ამის ფონზე და ამ პერიოდში საოცრება ხდება. იმის მაგივრად, რომ ჯარი გაორმაგებულიყო და თავდაცვის ბიუჯეტი საფრთხის ადეკვატური გამხდარიყო, ჰოი საოცრებავ და ბიუჯეტმა ბოლო 16 წლის განმავლობაში კი არ მოიმატა, არამედ რადიკალურად იკლო და 2013 წლიდან დღემდე სტაბილურად 350-400 მილიონ დოლარი შეადგინა. რა თქმა უნდა, არც ჯარი გაზრდილა.

ანუ რუსი ღიად აცხადებს ამ ქვეყნებს დავიპყრობო (საქართველოს და უკრაინას) და აქ კიდევ ყურს არავინ იბერტყავს ლამის ათწლეულები უკვე.

ამ დროს აზერბაიჯანი ჯარით ყარაბაღს იბრუნებს და მისი თავდაცვის ბიუჯეტი ჩვენსაზე ათჯერ მეტია. სომხებისას სამჯერ მეტი.

ხოდა რუსეთს ვინღა კითხულობს, ვისაც არ ეზარება ყველა ჩვენზე ძლიერია…”, – წერს ლაშა ძებისაშვილი.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

კახა კალაძე: “ევროპელი ბიუროკრატები საქართველოში დამარცხდნენ”

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ევროპელი ბიუროკრატები, რომელთა სახეს...

გიორგი ბარამიძე: “აქამდე ვერ გაგვანადგურეს და ვერც გაგვანადგურებენ”

“ნაციონალური მოძრაობის” განადგურება დიდი ხანია გეგმაში აქვთ, აქამდე ვერ...

“ტურბულენტობის ჟამს ზედაპირზე საზოგადოების ფსკერზე დალექილი ლექი და ჭუჭყი ამოტივტივდება, ასეთია სწორედ ეს აქაური...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქტივობებს მძიმე შეფასებებით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დროა ყველას და ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი! დროა ჩვენი ფლანგი გაერთიანდეს და საბოლოო გამარჯვება...

,,სტრატეგია აღმაშენებლის” ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი, ლაშა დიაროვი სოციალურ ქსელში...

“ეს უპრეცედენტო გადაწყვეტილება მარტო მიშა სააკაშვილის განაჩენი არ არის, ეს არის ქართველი ხალხისთვის გამოტანილი...

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის ყოფილი...

“არა, თეა, ანწუხელიძე პიარისთვის არ მომკვდარა, ბარბარე რაფალიანცი დაიხრჩო პიარისთვის” – შოთა უტიაშვილი

საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის მიერ საზოგადოებრივ არხზე დაფიქსირებულ...