პარასკევი, აგვისტო 1, 2025
24.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიეს არის ინფექცია, რომელიც კაცობრიობამ ამ ეტაპზე უნდა...

ეს არის ინფექცია, რომელიც კაცობრიობამ ამ ეტაპზე უნდა მოიხადოს – ლევან რატიანი

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის საინფორმაციო გამოშვება “კურიერში” ჩართვისას, კორონავირუსთან დაკავშირებით კონკრეტულ შეფასება მოსაზრებებს აფიქსირებს და აცხადებს, რომ აღნიშნული ვირუსი უპირობოდ მკვლელი არაა და რომ იგი მომავალში შესაძლოა მოსახდელ დაავადებადაც კი მოვიხსენიოთო:

რაც კაცობრიობა გაჩნდა სულ არსებობდა მიკროორგანიზმი, სულ არსებობდა დაავადება, მაგრამ პანიკის ატეხვა და შიშის განწყობა მოსახლეობაში ნიშნავს იმას, რომ ორგანიზმი უფრო მეტად დუნედ და დეპრესიული განწყობით ხვდება ვირუსს, ასეთ ორგანიზმს კი ბრძოლის უნარი არ გააჩნია.

მაინც და მაინც ნუ ვიფიქრებთ, რომ კორონავირუსი არის მკვლელი, ნამდვილად არ არის ასე! 80% შემთხვევა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით, არის “A” ტიპის კლინიკური ფორმა, ისე გაივლის ეს, მოსახდელი დაავადებაც კი შეიძლება დავარქვათ. სწორედ დადგა დრო, რომ ვიხმაროთ ეს სიტყვა.

ეს არის ინფექცია, რომელიც კაცობრიობამ ამ ეტაპზე უნდა მოიხადოს. 80% კლინიკური ფორმით მიდის, ხოლოდ და მხოლოდ 17% არის მსუბუქი და საშუალო მდგომარეობა და 3% არის ინტენსიურ თერაპიაზე მყოფი პაციენტი, რომლებსაც მაღალი რისკის ჯგუფი გააჩნიათ. ამიტომ არ უნდა შევუშინდეთ. მჯერა, რომ ჩვენი ქვეყანა ამას წარმატებითგადალახავს,” – განაცხადა ლევან რატიანმა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“დღეს პოლიციელები ხალხისთვის არიან ყველაზე საძულველი ჯგუფი თუ დაჯგუფება” – ვახო სანაია

ჟურნალისტი ვახო სანაია პოლიციელებთან დაკავშირებით მძიმე შეფასებებს აკეთებს: "დღეს პოლიციელები...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ლევანი არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი და მამაცი ადამიანი ვისაც ვიცნობ და მას ვერაფერი ვერ...

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...

“ბატონ წულუკიანის მიერ განაჩენების გამოტანას წერტილი დავუსვი სწორედ მე” – მიხეილ სააკაშვილი

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, თეა წულუკიანის მამასთან და საქართველოში...