ხუთშაბათი, ივლისი 3, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიოკუპირებული რეგიონები"სულ არ აინტერესებს ქოცს აფხაზეთი და სამაჩაბლო (გარეჯზე...

“სულ არ აინტერესებს ქოცს აფხაზეთი და სამაჩაბლო (გარეჯზე აღარაფერს ვიტყვი)” – ზაზა ბიბილაშვილი

,,ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის” დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც საუბრობს რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების – აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაბრუნების საკითხთან დაკავშირებით, არსებული ხელისუფლების პირობებში:

,,მოლდოვამ დააყენა საკითხი, რომ უკრაინის თემაზე მოლაპარაკების პაკეტის ნაწილად რუსულმა ჯარმა დატოვოს მოლდოვის ტერიტორია (დნესტრისპირეთი). რიტორიკული კითხვა – რატომ არ აყენებს მსგავს მოთხოვნას ივანიშვილის რეჟიმი? რომ კითხო, ხომ უნდათ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნება? ხოდა სხვა რა თეორიული გზა არსებობს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მშვიდობიანი დაბრუნების, თუ არა საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ რუსეთთან ამ კონტექსტში ამ საკითხის დარეგულირება?

ამაზე უკეთესი მომენტი რა უნდა იყოს ამ მოთხოვნის დასაყენებლად? ახლა და ასე თუ არა, სხვა როგორ წარმოუდგენიათ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და დევნილების დაბრუნება?!

სინამდვილეში, ქოცი იმას კი არ ელის, რომ დასავლეთი რუსეთს უკრაინიდან, მოლდოვიდან და საქართველოდან გასვლას აიძულებს, არამედ იმედოვნებს, რომ დასავლეთი დათმობს და თავად დარჩებიან მშვიდად რუსეთის მხარეს.

სულ არ აინტერესებს ქოცს აფხაზეთი და სამაჩაბლო (გარეჯზე აღარაფერს ვიტყვი). პრინციპში, სწორედ მათ ჩააბარეს ეს ტერიტორიები რუსებს 1990-იანი წლების დასაწყისში (უბრალოდ, მაშინ არ ვიცოდით, რომ ქოცები ერქვათ). წინა ხელისუფლებას კი მათი დაბრუნება ეწადა. #დაინახეგანსხვავება”, – წერს ზაზა ბიბილაშვილი.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

გიორგი ვაშაძე: “მხოლოდ ერთიანობით შევძლებთ გამარჯვებას!”

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში დიდ...

“რა ვიცი კაცო, ყველას ესენი როგორ ებრიქებიან…” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა, გერმანიის ელჩის მიმართ, პარლამენტის დეპუტატ ირაკლი...

“თუ ამათ ჯანდაბაში არ გავაპანღურებთ, მალე რუსეთსა და პუტინზე ტაშის დაკვრას მოგვთხოვენ” – კობა...

ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს მძიმე შეფასებებით და კონკრეტული პოზიციით ეხმაურება...

“სოლიდარობა არის ის მთავარი ღერძი რის გარშემოც უნდა აიგოს ჩვენი ბრძოლა და რასაც უნდა...

კონკრეტულ ფაქტებზე მიანიშნებს საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!” – მიხეილ სააკაშვილი ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ფაქტს კონკრეტული ფაქტების...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ეს ობერ-ქოც-ხროვა არ იყო რომ გაჰკიოდა, სანქციები ჩვენი ჯილდოაო?🧐” – დავით ქაცარავა

სანქციებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის დამოკიდებულებას ირონიანარევი პოზიცია-მინიშნებებით აფასებს “ანტისაოკუპაციო...

“საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ვისაც ამ საკითხთან შეხება არასდროს ჰქონია” – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხესნებს პირადი...