ორშაბათი, ივლისი 14, 2025
27.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"კანონმდებლობის გამკაცრება უცხო ქვეყნის ჩარევებთან დაკავშირებით საჭიროა იმისთვის,...

“კანონმდებლობის გამკაცრება უცხო ქვეყნის ჩარევებთან დაკავშირებით საჭიროა იმისთვის, რომ ქვეყანაში უსაფრთხოება და მშვიდობა შევინარჩუნოთ” – კახა კალაძე

ევროპელი ელჩები ჩვენს საარჩევნო კამპანიაში პირდაპირ იყვნენ ჩართულნი, თუმცა, როცა ვინმე მათი ქვეყნის შიდა პროცესებში ჩაერევა, ამბობენ ეს როგორ შეიძლებაო“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ისაუბრა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, საკანონმდებლო ცვლილებები, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს, საჭიროა იმისთვის, რომ ქვეყანა უცხო ქვეყნის გავლენებისა და ჩარევებისან გათავისუფლდეს და შენარჩუნებული იქნეს მშვიდობა.

ზოგადად უცხო ქვეყნების მხრიდან ჩარევები ყველგან პრობლემას წარმოადგენს, მხოლოდ ჩვენთან არა. იგივე აშშ-ის პრეზიდენტი შეშფოთებულია და იღებს კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, რომ ყველაფერი გამჭვირვალე იყოს. ევროპული ქვეყნებიც სერიოზული გამოწვევების წინაშე დგანან. გამჭვირვალობა ყოველთვის მნიშვნელოვანია.

ჩვენ ვხედავთ კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან გარედან გაკეთებულ განცხადებებს. მათ შორის არჩევენების დროს გახსოვთ ევროკავშირის ელჩი გამოდიოდა და პირდაპირ საარჩევნო კამპანიაში იყო ჩართული. ასევე იყვნენ სხვა ქვეყნების ელჩებიც. ეს კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ მათი მხრიდან იგივე ტიპის განცხადებებს ვისმენთ, რომ სხვა ქვეყნების ჩარევა მიუღებელია, როდესაც საქმე მათი ქვეყნის ინტერესებს ეხება. მათთან არჩევნები რომ მიმდინარეობს, სხვა ქვეყნიდან ვიღაც რაიმე ტიპის თანადგომას თუ გამოხატავას რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიმართ, ამბობენ როგორ შეიძლება უცხო ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევააო. საქართველო მათთვის უცხო ქვეყანა არ არის? პირდაპირ არ ერეოდნენ ჩვენს შიდა პროცესებში? რა თქმა უნდა, ჩვენ მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომ ყველაფერი იყოს გამჭვირვალე.

დავიწყეთ მუშაობა, რომ „ფარას“ ანალოგი გადმოვიტანოთ და ყველაფერი ცხადი იყოს. ეს საჭიროა იმისთვის, რომ ქვეყანაში უსაფრთხოების ზომები კიდევ უფრო გავაღრმაოთ და შენარჩუნებული იყოს მშვიდობა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ალეკო ელისაშვილი, ეს ფიზიკური თუ პოლიტიკური აკრობატი, იწვევს სალომე ზურაბიშვილს არჩევნებში, რათა გახდეს დედაქალაქის...

თბილისის მერის კანდიდატურასთან დაკავშირებით ალეკო ელისაშვილის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას...

“გთავაზობთ ერთიანობის მიღწევის ალტერნატიულ გზას…” – მერაბ მეტრეველი

მერაბ მეტრეველის "შავი პოლიტ-იუმორი": "რადგან ყველა ოპოზიციის ერთიანობას მისტირის და...

“გამარჯვების ფორმულა არის ერთიანობა, სინდისის პატიმრების გათავისუფლება და ახალი სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნა” –...

ევროპარლამენტის რეზოლუციას, პოლიტიკური შეფასებებით საპატიმროდან ეხმიანება პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის"...

“ლევანი არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი და მამაცი ადამიანი ვისაც ვიცნობ და მას ვერაფერი ვერ...

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მაგარ შარშია “ოცნება” – იმდენი იჩალიჩეს, რომ მალე “შავი” პოლიტიკოსები შავად გაურჩევენ საქმეებს” –...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას (არა)სახუმარო პოლიტრეალობა: "მაგარ შარშია "ოცნება" - იმდენი...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“მედროვეების მოგებული ომი არ გაიშვას!” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე შეფასებებით და კონკრეტული...