ორშაბათი, ივლისი 14, 2025
27.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"სანამ ოპოზიცია დღემდე არსებულ სტრატეგიას მიჰყვება და არ...

“სანამ ოპოზიცია დღემდე არსებულ სტრატეგიას მიჰყვება და არ შეცვლის, მანამდე ისევ ტოტალიტარული ხელისუფლება ისარგებლებს” – არჩილ გამზარდია

ჟურნალისტი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია “სახელისუფლებო” პროპაგანდის საწინააღმდეგოდ ოპოზიციის სუსტ თუ არასათანადო მიდგომებზე საუბრობს და კონკრეტულ რჩევებს სთავაზობს:

მეორე ფრონტის” გახსნის “სახელისუფლებო” პროპაგანდის საწინააღმდეგო პასუხი ოპოზიციისგან იყო და დღემდე არის ევროკავშირის გარანტიის მოხმობა, რაც ვერც არჩევნებამდე და ვერც დღეს ვერ იქნება საკმარისი ბალანსი ამ პროპაგანდის წინააღმდეგ.

იმის ნაცვლად, რომ ოპოზიციას აეხსნა თავად რა გონივრულ და მართლაც პრაგმატულ ნაბიჯებს გადადგამდა რუსეთისგან საფრთხის წინააღმდეგ, რა მოდიფიცირებას გაუწევდა საკუთარ რიტორიკასაც და გადაწყვეტილებებსაც, რაც რუსეთისგან თავდასხმის ალბათობას მინიმუმამდე შეამცირებდა, ოპოზიცია დღემდე ხელს იშვერს ევროკავშირისკენ, ან ამბობს რუსეთი ვერ გაბედავსო.

ეს რიტორიკა კი ოპოზიციას საფრთხის ამრიდებლის და გონიერი პოტენციური მმართველის ელფერსა და რეპუტაციას ვერ უქმნის, რადგან საჭიროა კონკრეტული არგუმენტების ანუ პოტენციურ გადაწყვეტილებათა წყება, თავად როგორ დააბალანსებს რისკებს ნაცვლად იმისა იძახონ რუსეთს აღარ შეუძლია ან სხვა გვიხსნის.

ზოგადად, ოპოზიციის მთელი რიტორიკა “თითის გაშვერის” რიტორიკაა, ოპოზიცია ყველგან იშვერს თავს, გარდა საკუთარი თავისა, რაც მის მიმართ ნდობას კიდევ უფრო ამცირებს.

“ქართული ოცნების” ტოტალიტარული პროპაგანდა ე.წ. “საკუთარ თავზე აღების” სტრატეგიაა, ოპოზიციისა კი გადამისამართების.

სანამ ოპოზიცია დღემდე არსებულ სტრატეგიას მიჰყვება და არ შეცვლის, მანამდე ისევ ტოტალიტარული ხელისუფლება ისარგებლებს“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე, არჩილ გამზარდია.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ამაყი ვარ, რომ ჩვენი განხორციელებული პროექტებით, ქალაქში შევქმენით არაერთი მიზიდულობის ცენტრი – სკვერებითა და...

თბილისის მერმა კახა კალაძემ გარემოს დაცვის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული...

“ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ივანიშვილი გადასულია ადამიანების მკვლელობაზე” – ლევან ხაბეიშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ეხმაურება აჭარის ავტონიური...

“გამარჯვების ფორმულა არის ერთიანობა, სინდისის პატიმრების გათავისუფლება და ახალი სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნა” –...

ევროპარლამენტის რეზოლუციას, პოლიტიკური შეფასებებით საპატიმროდან ეხმიანება პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის"...

“ევროპარლამენტის რეზოლუციაში არის ერთი მეტად საგანგაშო პუნქტი, სვიფტიდან გათიშვა” – რომან გოცირიძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მაგარ შარშია “ოცნება” – იმდენი იჩალიჩეს, რომ მალე “შავი” პოლიტიკოსები შავად გაურჩევენ საქმეებს” –...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას (არა)სახუმარო პოლიტრეალობა: "მაგარ შარშია "ოცნება" - იმდენი...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“მედროვეების მოგებული ომი არ გაიშვას!” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე შეფასებებით და კონკრეტული...