ხუთშაბათი, ივლისი 10, 2025
29.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ბნელი და გონებაჩლუნგი თუ არა ხარ, ეს რანაირად...

“ბნელი და გონებაჩლუნგი თუ არა ხარ, ეს რანაირად უნდა გჯეროდეს, იქნებ ამიხსნას ვინმემ?” – დავით ზურაბიშვილი

პოლიტიკის ექსპერტი დავით ზურაბიშვილი, კონკრეტულ ინტერპრეტაციებს ახდენს დიფსთეითთან დაკავშირებით და (არა)რიტორიკული შეკითხვებით მიმართავს საზოგადოებას:

გლობალური ომის პარტია ანუ იგივე დიფსთეითი:

ა) რუსებს აწყებინებს ომს უკრაინასთან და უკრაინას რუსეთთან;

ბ) გაეროს, ევროსაბჭოს და ევროკავშირს რასაც უნდა იმ რეზოლუციას აწერინებს;

გ) აკოტრებს შვეიცარიის ბანკს ბიძინა ივანიშვილზე ზეწოლის მიზნით და ბიძინას ადვოკატების მიერ დაწერილ მამხილებელ წერილს ევროპის არცერთ საინფორმაციო საშუალებას არ აქვეყნებინებს;

დ) რასაც უნდა იმას ალაპარაკებს საფრანგეთის პრეზიდენტს და გერმანიის კანცლერს;

ე) ამხობს კანონიერ ხელისუფლებებს ტუნისში, ეგვიპტეში, ლიბიაში, სირიაში, უკრაინაში და სომხეთში;

ვ) აკონტროლებს მსოფლიო ბანკს და საერთშორისო სავალუტო ფონდს და თავის ნებაზე ცვლის ვალუტის კურსს;

მააააგრაამ საქართველოში ოთხჯერ ჰქონდა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა და ოთხჯერვე დამარცხდა ბიძინასთან და კობახიძე-მდინარაძეებთან. შეიძლება ითქვას, ძვრაც ვერ უყო ერთ მუშტად შეკრულ საქართველოს ხელისუფლებას.

ჰოდა, იმის თქმა მინდა, რომ არსებობს ლეგენდა თითქოს არსებობენ საქართველოში ჭკვიანი და განათლებული ადამიანები, ვისაც ეს ყველაფერი სერიოზულად სჯერა.

არა, ისეთი ადამიანები რომ არსებობენ, ვისაც ეს ყველაფერი სჯერა კი ვიცი, მაგრამ ჭკვიანი და განათებული კი არა ელემენტარული ბნელი და გონებაჩლუნგი თუ არა ხარ, ეს რანაირად უნდა გჯეროდეს, იქნებ ამიხსნას ვინმემ?” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე დავით ზურაბიშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ივანიშვილის და მისი ბანდის რიგებში პოლიტიკური ისტერია აღწევს კულმინაციას” – ირაკლი ფავლენიშვილი

“ივანიშვილის ბანდის მოქმედი და ყოფილი წევრების მიერ გაჟღერებული ბრალდებები,...

“დაველოდოსთ, როგორც ის ბრძენი კაცი იტყოდა😎🤓🤓🤓” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ს მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე სკანდალურ მინიშნებებს აკეთებს: "ბოლო...

“ჩვენ რომ რადიკალური ძალაუფლება არ გვქონდეს, მის დასაბალანსებლად რადიკალური წინააღმდეგობა არ იქნებოდა საჭირო” –...

"რადიკალიზმის ბალანსის თეორია" არჩილ გამზარდიას პოზიციაში: "ჩვენ რომ რადიკალური ძალაუფლება...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“კი შენ დარჩები ისტორიაში ხვაშაქ ცოქალივით…” – გიგი უგულავა

მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებებთან დაკავშირებით, ოპოზიცონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა...

“ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!” – მიხეილ სააკაშვილი ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ფაქტს კონკრეტული ფაქტების...