შაბათი, ივლისი 5, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ის, რაშიც ახლა ჩვენ ვმონაწილეობთ, სამწუხაროდ, არის ფარსი"...

“ის, რაშიც ახლა ჩვენ ვმონაწილეობთ, სამწუხაროდ, არის ფარსი” – გიგი უგულავა

“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა, სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას ქვეყანაში შექმნილ რეალობაზე საუბრობს:

ის, რაშიც ახლა ჩვენ ვმონაწილეობთ, სამწუხაროდ, არის ფარსი, 3-4 დღის წინ მე აქ ვიჯექი დამსწრედ, 17 იანვარი არის დღე, რომელსაც დღეს ამ წუთას გვედავებიან, მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ ამ დარბაზებში ეს დღეები ჩალაგებულია კონვეიერივით – იქით გახვალ და არის 16 იანვარი, იქით გადახვალ და 18 იანვარი, იქით 21 იანვარი.

შერჩეულია სრულიად უსინდისოდ 600 ადამიანი, ამოღებულია ამ ბაზებიდან – ვიღაც სადისტი ზის კამერასთან და აზუმებს, მე ვნახე წინა მასალები და იგივე მასალები იქნება წარმოდგენილი. ეს კამერები რომ კიდია ბოძებზე, ასე მოვა, დაგაზუმებს, გეგონება რაღაც ფენტეზის ჟანრის ფილმია, მერე იქიდან ირჩევა ადამიანი – არჩეულია, გასაგებია ლოგიკაც – ამ 15 დღის განმავლობაში ამოღებული არიან ის ადამიანები, რომლებიც ყველაზე აქტიურად დადიან ყოველდღიურად და აპროტესტებენ იმ უსინდისო უკანონობას და რუსიფიკაციას, რომელსაც „ქართული ოცნება” და ბიძინა ივანიშვილი ასე ნაბიჯ-ნაბიჯ ახორციელებს. ეს რეპრესიული მანქანა ჩართულია და ამ მანქანის მთავარი რგოლი არის სასამართლო.

რომ არა სასამართლო, ის ნიღაბჩამოაფრებული ადამიანები ვერ გაბედავდნენ იმ თავპირი მტვრევას, იმიტომ, რომ ძალიან კარგად იციან, რომ ნებისმიერი რამ აქ მოვა და აქ გამართლდება. თქვენი ხელით, ბატონო მოსამართლევ, მიმდინარეობს ფინანსური ტერორი ადამიანების და სხვა არაფერი არ არის თუ არა ფინანსური ტერორი, როცა 5000-ლარიან ჯარიმას გამოუწერთ ადამიანებს.

ივანიშვილი 5 მილიონს ჰპირდებოდა თითო სოფელს, 3 მილიონი ლარი მარტო ადამიანების ჯიბიდან, ვინც აპროტესტებს და თავისუფლებს ითხოვს, თქვენი ხელით და თქვენი კოლეგების ხელით იქნება ამოღებული ამ ადამიანების ჯიბიდან. ეს არის ჩვეულებრივი ფინანსური ტერორი, იმის მსგავსი, რაც ქუჩაში მიდის. ქუჩაში მიდის ფიზიკური ტერორი, თქვენი ხელით ხორციელდება ფინანსური ტერორი.

ამიტომ, ჩემი პასუხი, როგორც ერთი მოქალაქის ამ ფინანსურს ტერორზე არის: მე არ ვაპირებ არაფრის გადახდას“, – განაცხადა გიგი უგულავამ სასამართლო პროცესზე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ბიზნესი, რომელიც რეკლამას ანთავსებს მხოლოდ სახელისუფლებო მედიასაშუალებებში, ემსახურება რუსულ რეჟიმს” – რომან გოცირიძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი...

“ევროკავშირი კი არა, თქვენი ანტიქართული ქმედებებია ამ პროტესტების ორგანიზატორი!” – პაატა მანჯგალაძე პაპუაშვილს

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა...

“ჩვენ ვერავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ დააკნინოს საქართველოში პოლიცია” – ირაკლი კობახიძე

მთავრობის მეთაური, ირაკლი კობახიძე, ქვეყანაში პოლიციის, ძალოვანი სტრუქტურების როლს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...

“ქოცნო, ჩამოგენგრათ პროპაგანდა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

“გახარია გაიქცა, სალომე თავისუფალია!😉” – ბონდო მძინარაშვილი

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის ბონდო მძინარაშვილის ირონიული...