ხუთშაბათი, აპრილი 17, 2025
8.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"შევთანხმდით საერთო პლატფორმაზე, სადაც მუდმივად გვექნება ერთიანი სამოქმედო...

“შევთანხმდით საერთო პლატფორმაზე, სადაც მუდმივად გვექნება ერთიანი სამოქმედო პროცესი” – გიორგი ვაშაძე

საქართველოს მე-5 პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილთა ოპოზიციური პარტიების ლიდერები შეიკრიბნენ და ქვეყანაში შექმნილი სიტუაცია განიხილეს. შეხვედრის შემდეგ განმარტებები გააკეთა “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ:

შეხვედრას პოზიტიურად შევაფასებ. ჩვენ შევთანხმდით, რომ გარკვეულწილად ეს ფორმატი იქნება, რომელსაც შეიძლება პლატფორმაც ვუწოდოთ, რომელიც ითვალისწინებს სისტემატურ შეხვედრებს, ყოველ კვირას ან 2 კვირაში ერთხელ, გავცვლით და შევაჯერებთ პოზიციებს, რაც არის ძალიან კარგი, რადგან ჩვენ ერთიან ქმედებებს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ამ უმძიმეს ბრძოლაში გამარჯვება რომ მოვიპოვოთ და ვფიქრობ, საზოგადოების მოთხოვნაც ესაა.

ვისუბრეთ, მომავალ კვირაში ევროპარლამენტში მიმდინარე საკითხებზე, რომელიც საქართველოს შეეხება, ასევე მოუნხენის კონფერენციაზე, სადაც ქალბატონი სალომე მიემგზავრება და ასევე შევთანხმდით ერთ საკითხზე, რომ ერთობლივად გავაკეთებთ სიებს იმ ადამიანების, რომლებიც ჩართულები და დანაშაულებრივი სისტემის დავალებების შემსრულებლები არიან. იქნება ეს გამომძიებელი, მოსამართლე, ცრუ მოწმე, მტკიცებულებების გამყალბებლები და სხვა. ჩვენ ყველას გვაქვს შეგროვებული მონაცემები, შევაჯერებთ ამას და ჩვენს პარტნიორებთან ამ სახელობითი სიებით გვექნება მუშაობა იმისთვის, რომ მათი სანქცირება თუ გადაადგილების შეზღუდვები მოხდეს.

მთავარი პოზიტიური ამ შეხვედრიდან არის ის, რომ შევთანხმდით საერთო პლატფორმაზე, სადაც მუდმივად გვექნება ერთიანი სამოქმედო პროცესი“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“სინათლისა და სიბნელის ბრძოლაში, სინათლე და თავისუფლება გაიმარჯვებენ!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "საქართველოს უნივერსიტეტთან" დაკავშირებით ტვ...

“ივანიშვილის რეჟიმი დაბნეულ, დაღლილ და დანებებულ ადამიანებზე დგას” – გიორგი ვაშაძე

ქვეყანაში შექმნილ რეალობაზე საუბრობს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე...

კახა კალაძე ოპოზიციას: “ბიძინა ივანიშვილზე ნუ ინერვიულებთ, ისედაც ბევრი გაქვთ სანერვიულო, ისეთ მდგომარეობაში ხართ”

„მსგავსი ტიპის განცხადებები, როდესაც შეურაცხყოფას გვაყენებენ, კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს ის ქვეყანაა, სადაც ჯერ კიდევ გვწამს ღირსების, გმირების და გამარჯვების!” – პაატა მანჯგალაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” და “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“თავიდანვე ვამბობდი, რომ პარტიების გაუქმების საკითხი “მეგობარი აქტის” გადასაფარად იყო შემოგდებული” – გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის,...

“თეა წულუკიანო, შერჩევითი სამართალი გაქვთ, დაკვეთის მიხედვით?!🥸🥸” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" მიერ შექმნილ საგამოძიებო კომისიაზე გაჟღერებულ კონკრეტულ ინფორმაციასთან...

“კაცი, რომელსაც ეგონა, რომ ცას ჩამოხსნიდა – მოხსნეს და შემდეგ დანიშნული არ იყო, რომ...

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე "ქართული ოცნების"...