პარასკევი, მაისი 23, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ასე ერთსულოვანი არც ხალხი ყოფილა და არც დემოკრატიული...

“ასე ერთსულოვანი არც ხალხი ყოფილა და არც დემოკრატიული მსოფლიო!” – ნიკა მელია

“კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია, სოციალური ქსელის მეშვეობით საზოგადოებას მიმართავს და ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შეფასებას ახდენს:

აღარ გჯერა გამარჯვების თუ უბრალოდ დაიღალე?

თუ ამ 2 თვის წინ გამარჯვების გჯეროდა და დღეს აღარ გჯერა, ცოტა არ იყოს და ლოგიკას მოკლებულია ეს.

2 თვის წინ არც სანქციები იყო ამოქმედებული და არც ქართველ ხალხს არ ჰქონდა ნაჩვენები უმაგალითო ბრძოლის მაგალითი – აგერ 2 თვეზე მეტი რომ გრძელდება.
და ახლა რაღატომ არ უნდა გჯეროდეს გამარჯვების?

მითუმეტეს აღარაფერს ვამბობ იმ პერიოდზე, როცა არც ხალხში იყო ეს მუხტი და არც დასავლეთი არ იყო მკაცრი ამ რეჟიმის მიმართ. მაშინ რის იმედად იყავი? და ახლა რანაირად აღარ უნდა გქონდეს იმედი როდესაც ცალკე აქ დუღს ქვეყანა და ცალკე საერთაშორისო საზოგადოება დუღს ამათ წინააღმდეგ?

ახლა, თუ უბრალოდ დაიღალე, და დასვენება გინდა და ამის თქმა გეუხერხეულება და გინდა ეს ისე შეფუთო და გაასაღო რომ მაინც ვერ გავიმარჯვებთ და გაჩერება სჯობს – ეს სხვა ამბავია და არ მგონია სინდისიერი იყოს.

რაც “ოცნება” მოვიდა, ასეთ მძიმე ვითარებაში ისინი არასდროს არ ყოფილან.

ასე ერთსულოვანი არც ხალხი ყოფილა და არც დემოკრატიული მსოფლიო!

გავიდეთ რუსთაველზე! შევხვდებით ყოველდღე რუსთაველზე! ყოველდღე გამარჯვებამდე!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნიკა მელია.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ორგანიზატორებმა გვითხარით, სეირნობას აპირებთ თუ განგრძობად აქციას?” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე საქართველოს მე-5 პრეზიდენტ,...

“ზოგადად, პოსტერის ჭერის უფლების დონეზე დასვლაც იდიოტიზმი მგონია” – ლევან სანიკიძე

"მიშას პოსტერის/ბანერის" საკითხი განხილვების თემა გახდა, საპროტესტო აქციებზე დაპატიმრებულთა...

“ფული, წარმატება, ჯანმრთელობა” – მარიამ შენგელიას 3 სურვილი

ევროვიზიის კონკურსანტ, მარიამ შენგელიას დაუსვეს შეკითხვა - "რას ისურვებდით,...

“მეტადონის პროგრამის გაუქმება ნიშნავს ათასობით უკონტროლო ნარკომომხმარებელს და აყვავებულ შავ ბაზარს‼️” – ელისო კილაძე

მეტადონის პროგრამა, ნარკომომხმარებელთათვის, მნიშვნელოვნად მიაჩნია "ქრონიკა +"-ის მთავარ რედაქტორს,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ძალიან დიდი ბოდიში სინდისის პატიმრებთან, მაგრამ მათი გადასაწყვეტი არაა აქციაზე მიშას ბანერი იქნება თუ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების წერილი გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და...

“ნუ გიყვართ ადამიანების თრევა ნებისმიერი საბაბით, ყველას თავისი ფრონტის ხაზი აქვს ამ რეალობაში” –...

გირაოს გადახდა/არგადახდის თემაზე აზრთა სხვადასხვაობას თავისი პოზიციით ეხმაურება "გირჩი...

“ირაკლი, მამაშენი რომ მოსკოვის მერიაში ატარებდა გამსახურდიას დამამხობელ განცხადებებს, მაშინ ვისი აგენტურა იყო ხომ...

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მთავრობის მეთაურს, ირაკლი კობახიძეს...

“განსაკუთრებით ვამაყობ ჩემი ნიკუშათი, გარდა იმისა, რომ ბევრ რამეში გაჭრილი ვაშლივით მგავს, კიდევ უფრო...

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თინა ბოკუჩავას, პეტრე ცისკარიშვილის...