ხუთშაბათი, ნოემბერი 13, 2025
11.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიაქტუალური თემები62 წლის ქალის 90 კონტაქტი შემოწმდა და მათგან...

62 წლის ქალის 90 კონტაქტი შემოწმდა და მათგან კორონავირუსი მხოლოდ ოთხს დაუდგინდა – სოზარ სუბარი

მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა სოზარ სუბარმა მოსახლეობას გააცნო მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში არსებული მდგომარეობა.

მარნეულსა და ბოლნისში ვითარება მშვიდია და მოსახლეობა არსებულ საკარანტინო რეჟიმს გაგებით ხვდება.

20 ათასი ადამიანი შემოწმდა და გამოიკითხა. გაუზომეს ტემპერატურა 20 ათას ადამიანს. აქედამ 25-ს ჰქონდა დაბალი სიცხე. აქედან ორი იყო საეჭვო სიმპტომებით. თუმცა ერთი უკვე გაწერილია და მეორესაც მალე გაწერენ, რადგან მისი დაავადება არ უკავშირდება კორონავირუსს, რაც შეეხება ინფიცირების წყაროს, 62 წლის ქალის 90 კონტაქტი შემოწმდა აქედან მხოლოდ ოთხს დაუდგინდა ქალბატონის ოჯახიდან კორონავირუსი. კვლევები გვაჩვენებს, რომ ეს შორს არ არის წასული,“ – განაცხადა სოზარ სუბარმა

სოზარ სუბარმა ასევე აღნიშნა, რომ მეჩეთებში ლოცვა შეწყვეტილია და მოუწოდებს მორწმუნეებს, რომ სახლში შეასრულონ ლოცვები. რაც შეეხება ეკლესიებში ადამიანები უმეტეს წილად იცავდნენ დისტანციას და მისი განცხადებით, როგორც პაატა იმნაძე ირწმუნება, ლისისა და კუს ტბაზე შეკრებილი მოსახლეობისათვის უფრო საფრთხის შემცველია სეირნობა.

“დავიწყებ ქვემო ქართლით, აქ პრაქტიკულად, მეჩეთებში ლოცვა შეწყვეტილია. მოუწოდებენ მორწმუნეებს, რომ მათ ლოცვები შეასრულონ სახლში. მეორე, ძალიან ბევრი ლაპარაკი იყო წინა კვირას, პირველი დღე იყო პრაქტიკულად დიდი მარხვაა და მოგეხსენებათ მორწმუნეები ეკლესიებში ძალიან დიდი რაოდენობით მიდიან. იყო თუ არა დაცული უსაფრთხოების ზომები ეკლესიებში. მთელი საქართველოდან ყველა გუბერნატორს ვუკავშირდებოდი დილიდან რა ხდებოდა და ეკლესიების აბსოლუტურ უმრავლესობაში დაცული იყო დისტანცია, ადამიანები იდგნენ ეკლესიის გარეთ, ეზოებში. იყო რამდენიმე ეკლესია, სადაც იყო დარღვეული, მაგრამ ჩვენ აქცენტი გავაკეთოთ, რომ კონკრეტულად ეკლესიაში მორწმუნეები არ არღვევენ წესებს.

ვუსმენდი ბატონ პაატა იმნაძეს და გაცილებით მეტი საფრთხე შეიძლება შეიქმნას ლისის და კუს ტბაზე მოსეირნე ადამიანებისგან, რომელთაც შეიძლება არ დაიცვან სოციალური დისტანცირება და სადაც გაცილებით მეტი ადამიანია, ვიდრე ათეულობით ეკლესიაში ერთად აღებული.

ისევ გავიმეორებ გასული კვირა იყო პირველი დღე სასულიერო პირებთან, როგორც მართლმადიდებლური ეკლესიის, ისე კათოლიკური, სომხური თუ მუსლიმური თემის ხელმძღვანელებთან მუდმივად გვაქვს კონტაქტი და მათ ძალიან კარგად აქვთ გაცნობიერებული პრობლემა და ძალიან კარგად იციან ეს წესები, რომელსაც ჯანდაცვის ექსპერტები გვაძლევენ და დარწმუნებული ვარ, ამ კვირას უკვე ამ მხრივ ვითარება მკვეთრად იქნება გამოსწორებული,“ – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“რუსთაველის პროტესტმა ბოლომდე ჩახადა და გააშიშვლა რეჟიმი” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც საუბრობს...

“აი ამ პოსტის ავტორმა, ამ ხელისუფლების მეხოტბე გიორგობიანმა, რატომ არ დარეკა მისთვის სათაყვანებელ პატრულში?!”...

“ქართული ოცნების” აქტიური მხარდამჭერის, მანანა (მანჩო) გიორგობიანის მიერ დახმარების...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მადლობა, რომ გააკეთეთ ის, რაც სხვამ ვერ გაბედა – საქართველო ხელიდან გამოგლიჯეთ რუსულ იმპერიას…”...

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის ყოფილი...

“ივანიშვილის ბოლო დასაყრდენები სწორედ მანჩოებია” – მიხეილ სააკაშვილი

“ქართული ოცნების” აქტიური მხარდამჭერის, მანანა (მანჩო) გიორგობიანის დაკავების ფაქტს...

“ახლა მინდა ვურჩიო ღარიბაშვილს, იგივე ჰაკიმ ფაშა ტრიტრის, მოერიდოს…” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 3 წლის წინანდელ ფაქტებს...

“შემზარავ საიდუმლოს უნდა ავხადო ფარდა სუსისთვის და პროკურატურისთვის” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მმართველი გუნდის მიმართ...