შაბათი, ივლისი 5, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიგიორგი ვაშაძე: "საქართველოს გადარჩენის გზა ერთია – სრული...

გიორგი ვაშაძე: “საქართველოს გადარჩენის გზა ერთია – სრული გაერთიანება რეჟიმის წინააღმდეგ!”

ცალკეული, დაქსაქსული ბრძოლა ცვლილებებს ვერ მოიტანს ამ ქვეყანაში. სიმბოლური ერთიანობა არ მუშაობს”, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ განაცხადა

ვაშაძის თქმით პარტიული ბრძოლების დრო არ არის და გამოსავალი მხოლოდ სრულ ერთიანობაშია:

საქართველოს გადარჩენის გზა ერთია – სრული გაერთიანება რეჟიმის წინააღმდეგ!

ბევრი კითხვა ჩნდება, რა უნდა გავაკეთოთ და როგორ უნდა გაგრძელდეს პროცესი, მაგრამ ჩემთვის ერთი რამ ცხადია – ცალკეული, დაქსაქსული ბრძოლა ცვლილებებს ვერ მოიტანს ამ ქვეყანაში.

სიმბოლური ერთიანობა არ მუშაობს. პარტიული ბრძოლების დრო არ არის. გამოსავალს მე მხოლოდ ერთიანობაში ვხედავ.

ეს ერთიანობა უნდა შედგებოდეს სამი მთავარი კომპონენტისგან:

1. პოლიტიკური პარტიები – რომლებიც უნდა გაერთიანდნენ და ითანამშრომლონ საერთო მიზნის მისაღწევად;

2. საზოგადოება – რომელიც ამ ბრძოლის მთავარი ძალაა;

3. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

ამ სამი კომპონენტის გარეშე ერთიანობა ვერ შედგება! ამ ერთობის გარეშე კი რთულად მესახება რეჟიმის დამარცხება მოკლე ვადაში.

თვითმარქვია რეჟიმი ყოველდღიურად ცდილობს საკუთარი ძალის დემონსტრირებას გიჟური და აგრესიული ქმედებებით, მაგრამ ეს ყველაფერი ერთ რამეს ამტკიცებს – ის იზოლაციაშია და დღითიდღე სუსტდება. ყველა მისი ნაბიჯი არის მცდელობა, გადაფაროს თავისი სისუსტე და დაგვაჯეროს, რომ ძლიერი მხარეა.

სინამდვილეში მათ მხარეს არის 500-მდე დაქირავებული მოძალადე, ფული და პროპაგანდის მანქანა. რეალური ძალა ხალხშია – სიმართლე და ჩვენი ქვეყნის განვითარების სურვილი!

რეჟიმი დგას ძალადობასა და დეზინფორმაციის მანქანაზე – ეს არის მისი ბოლო ბერკეტი! ჩვენ ვებრძვით ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ პროპაგანდისტულ სისტემას, რომელიც 12 წელია წარმატებულად მუშაობს და ცდილობს საზოგადოება დაშინებული, დეზორიენტირებული დატოვოს მაგრამ ერთიანი ძალისხმევით, ორგანიზებული, კოორდინირებული, საერთო სტრატეგიით შევძლებთ დავამსხვრიოთ მათი სიცრუე.

სრული გაერთიანება მოიცავს:

• ერთიან სტრატეგიულ შტაბს/დღე და ღამე ერთად მუშაობას;
• ერთად გადაწყვეტილების მიღებას;
• ერთიან სტრატეგიას საინფორმაციო ომის წინააღმდეგ;
• ერთიან და კოორდინირებულ საპროტესტო ქმედებებს;
• ერთად მუშაობას პოლიტპატიმრების დასახსნელად და უსამართლოდ დაჯარიმებული ადამიანების დახმარებას.

ერთიანობით მივაღწევთ ხელახალ არჩევნებს და ერთიანი სიით გვეძლევა შესაძლებლობა რეჟიმზე გამარჯვების. ჩვენი ერთიანობის სურათის ჩვენება კიდევ უფრო გააძლიერებს პროტესტს და მხარდაჭერას საერთაშორისო ასპარეზზე.

თუ ვინმეს კითხვა აქვს – როგორ უნდა შედგეს ეს ერთიანობა? სწორედ ამაზე უნდა ვიმსჯელოთ! და არა იმაზე, რატომ ვერ უნდა შედგეს ეს გაერთიანება.

ამ განცხადებას საჯაროდ ვწერ, რადგან პირისპირ კომუნიკაციით ამ საკითხზე ყველა რესურსი უკვე ამოვწურე. დროა, ყველამ ღიად დააფიქსიროს თავისი პოზიცია ამ საკითხზე და თუ არ ეთანხმება, შემოგვთავაზოს გამარჯვების უკეთესი გზა.

გამოსავალი ერთია – ერთიანობა, რომელიც ბოლომდე მიიყვანს საქართველოს გამარჯვებამდე!

თავისუფლება რეჟიმის ყველა პოლიტპატიმარს!” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მკაფიო ზღვარი გავავლოთ – რა არის არჩევნები და რა არის სპეცოპერაცია” – გია ბარამიძე

“ნაციონალურმა მოძრაობამ” და საქართველოში მოქმედმა პროდასავლურმა პარტიებმა ერთობლივად განაცხადეს,...

ლევან ხაბეიშვილი: დიდი წმენდაა დაწყებული “ოცნებაში”

„დიდი წმენდაა დაწყებული „ოცნებაში“, ლილუაშვილს ქვეყნიდან გასვლა აქვს აკრძალული,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...

“ქოცნო, ჩამოგენგრათ პროპაგანდა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

“გახარია გაიქცა, სალომე თავისუფალია!😉” – ბონდო მძინარაშვილი

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის ბონდო მძინარაშვილის ირონიული...