სამშაბათი, ივლისი 15, 2025
27.9 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"საქართველო ბიძინა ივანიშვილის გარეშე არის ამ ქვეყნის გადარჩენა!"...

“საქართველო ბიძინა ივანიშვილის გარეშე არის ამ ქვეყნის გადარჩენა!” – გიორგი ვაშაძე

,,ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ,,სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე “ტვ პირველზე”, ინგა გრიგოლიას გადაცემა ,,რეაქცია”-ში ერთიანობის მნიშვნელობაზე, პოლიტიკური ერთობის აუცილებლობაზე საუბრობს:

,,სად არის გამოსავალი? რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ივანიშვილი საბოლოო დავასამაროთ? უპირობო დიდი გაერთიანება უნდა ჩამოვაყალიბოთ! ნახევრად ერთიანობა არ გამოვა! იმას ვგულისხმობ, რომ აქ ერთიანი ვიყო და მერე არჩევნებს თუ მივაღწიე იქ ცალ-ცალკე ვიყო, მერე ისევ ოთხ სიაზე და შვიდ სიაზე დავიწყოთ მსჯელობა… არ გამოვა ეს, ვერ იქნება ეს სრულფასოვანი ერთიანობა! მე გეუბნებით, ჩემს მოდელს.

მე მჯერა მარტო სრული ერთიანობის! რას ვგულისხმობ ამაში? ყველა პარტიის წარმომადგენელი თუ პარტია ერთად დამჯდარი, სალომე ზურაბიშვილთან ერთად!

ჩვენ ახლა უნდა გავერთიანდეთ იმ იდეის გარშემო, რომ საქართველო ბიძინა ივანიშვილის გარეშე არის ამ ქვეყნის გადარჩენა!

მე გეუბნებით აი რა არის გასაკეთებელი: სასწრაფოდ, სალომე ზურაბიშვილმა, თქვენი ეთერით ვამბობ პირდაპირ, რა უნდა თქვას, რომ – ყველა პოლიტიკურ ძალას ვიხმობ ჩემთან, ერთიან პლატფორმას ვაკეთებთ! გამოვა მხოლოდ და მხოლოდ ტოტალური ერთიანობა! ამის უკვე შეეშინდება იქეთა მხარეს.

ერთობა რატომ არის იცით მნიშვნელოვანი?! ერთიანობა არის ძალა, რომელიც საზოგადოებას აჩვენებს, რომ ჩვენ გაცილებით მეტნი ვართ და ძლიერები ვართ, ვიდრე მხოლოდ დეზინფორმაციაზე, დიდძალ ფულზე და 500, ასე ვთქვათ, მოროდიურზე დაფუძნებული პოლიტიკური ძალა.

დღესვე უნდა ჩამოყალიბდეს ეს! დღესვე უნდა ვთქვათ, რომ არჩევნებამდეც ერთად მივდივართ და არჩევნებზეც ერთად გავდივართ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“რავი ძაან ბრუტალურად დაიწყეს და ბოლოს მასობრივ მოფსმევინებაზე გადავიდნენ” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი ნარკოტესტებზე შესამოწმებლად ახალგაზრდების,...

“სასწრაფოდ გვჭირდება გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი, ამის გარეშე ერთიანობა დარჩება ლოზუნგად და არა ძალად” –...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე, პოლიტიკური შეფასებებით, ევროპარლამენტის...

“როდესაც განაჩენი გავიგე, პირველი რაც ვიფიქრე…” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, საპატიმროდან გამოგზავნილი წერილით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...

“ლევანი არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი და მამაცი ადამიანი ვისაც ვიცნობ და მას ვერაფერი ვერ...

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან...

“ჩემი აზრით “ლელოსთან” შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი ეხმაურება ევროპარლამენტის რეზოლუციას და თავის პოზიციას...

“სამართლიანობა კი არ ადარდებდა ან ადარდებს, რევანშისტი გაიძვერებაა, მეტი არაფერი” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია ცალკეულ პიროვნებებისთვის მინიშნებებს აკეთებს...