შაბათი, დეკემბერი 6, 2025
5.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"კონსტიტუციის მიხედვით, 150 კაციან პარლამეტში ასი პირი მაინც...

“კონსტიტუციის მიხედვით, 150 კაციან პარლამეტში ასი პირი მაინც უნდა იყოს, რომ ის ფუნქციონირებადად იწოდებოდეს” – გიგი უგულავა

,,ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც ეხმაურება კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს” ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებას,  განმარტავს პარლამენტის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ საკითხს და კონკრეტული რჩევა-შეთავაზებით მიმართავს გიორგი გახარიას:

,,კონსტიტუციის მიხედვით, 150 კაციან პარლამეტში ასი პირი მაინც უნდა იყოს, რომ ის ფუნქციონირებადად იწოდებოდეს. სამართლიანი პროპორციაა 150/100, ბუნებრივიც. არ აქვს მნიშვნელობა როგორ აირჩა, რა ქნა ან არ ქნა ამ პარლამენტმა. ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს.

დღეს, ქაღალდზე ივანიშვილის პარლამენტს 101 “დეპუტატი” ყავს. 89 ოცნება, 12 გახარია.

აქვე ვიტყვი, ნამდვილად არ მაქვს საფუძველი ვიფიქრო, რომ გახარიას პარტია ამ პარლამენტში შევა. არა, ძალიან ბევრი ბარიერია უკვე. არც ტაქტიკური საკითხების განხილვაში შევალ, მათი საქმეა.

ვუსმინე ბატონ მამუკა ხაზარაძის განცხადებას. ვეთანხმები მას – პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ივანიშვილის პარლამენტში ასზე ნაკლები “დეპუტატი” დარჩეს. ეს ნამდვილად გახდება დამატებითი წნეხი რეჟიმზე, შეიძლება გარდამტეხიც აღმოჩნდეს.

ბატონო გიორგი გახარია მესმის თქვენი პარტიის ხედვის, გვაქვს განსხვავებული, მაგრამ პატივს ვცემ, მეტიც მესმის ბევრი არგუმენტის, მაგრამ მართლაც პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ივანიშვილს პარლამენტში ასზე ნაკლები რეგისტრირებული პირი დარჩეს. იქნებ ასეთი გამოსავალი იყოს, მინიმუმ ორმა ადამიანმა დატოვოს რეგისტრაცია, რაც ასის ქვევით ჩატოვებს მათ.

მე ვფიქრობ, ეს შეიძლება იყოს რაციონალური მსჯელობის საგანი პარტიებს შორის და იმედი მაქვს რაციონალურ და სწორ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რაც გააძლიერებს ქართული საზოგადოების ბრძოლას ივანიშვილის ანტიევროპული რუსული რეჟიმის წინააღმდეგ”, – წერს გიგი უგულავა.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“გზის გადაკეტვის გამო, ციხეში გაუშვეს ერთი წლით. ვისაც ეს სამართლიანი გგონიათ, გისურვებთ ყველა იმ...

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელის, ჟურნალისტის, საავტორო გადაცემის წამყვანის ნანუკა ჟორჟოლიანის...

“ისე, კომუნისტები მგონი მაინც თქვენზე უკეთესი ტიპები იყვნენ, ქოცებო!” – ლელა ჯეჯელავა

მთავრობის მიერ დაგეგმილ განათლების რეფორმას ირონიული შედარება-მინიშნებებით ეხმაურება ანალიტიკოსი...

“ყველა ადამიანს დიდი მადლობა, ვინც რუსთაველზე ჩემი სურათებით გამოდის” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი, რუსთაველის გამზირზე, მისი მხარდამჭერების მრავალწლიან აქტიურობას ეხმიანება: "ყველა...

ნინო ჯანგირაშვილი: “აბა თუ მიხვდებით, ბოლოს ვის დაიჭერენ?😅”

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი BBC-ს ფილმთან დაკავშირებით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მთაწმინდაზე რომ გამოსაქანებელს აფართოვებდა კალაძე, თქვენთვის არ ჰქონდეს ჩაფიქრებული😊” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას ირონიული მინიშნებები: "ამბობენ: ძალა აღმართს ხნავსო. ამ პრინციპით...

“თუ “ოცნებას” უნდა ქიმიური იარაღის სკანდალს თავი დააღწიოს – უნდა მოიწვიოს საერთაშორისო ექსპერტები…” –...

საქართველოში საპროტესტო აქციების დროს, შსს-ს მიერ მომწამვლელი გაზის სავარაუდო...

“მოკლედ, რაღაც დიდი უბედურება ხდება ალეკო ელისაშვილის თავს” – ლევან სანიკიძე

"ძლიერი საქართველო ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის დაკავების ფაქტს...

“ელისაშვილი არც გიჟია, არც სასოწარკვეთილი, არც საცოდავი, არც თავდადებული აკაცუკი…” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია სკანდალურ ვარაუდებს...