spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"თქვენს კოლექტიურ შიზოფრენიას უნდა გადააყოლოთ ქვეყანა? შემოდგომაზე არჩევნები...

“თქვენს კოლექტიურ შიზოფრენიას უნდა გადააყოლოთ ქვეყანა? შემოდგომაზე არჩევნები გარდაუვალია!” – კახა ოქრიაშვილი “ქართულ ოცნებას”

პოლიტიკოსი, PSP-ს დამფუძნებელი კახა ოქრიაშვილი სოციალურ ქსელში ერთგვარ შემაჯამებელ პოსტს აქვეყნებს და “ქართულ ოცნებას” მიმართავს:

გუშინ დასრულდა ჩემი 21-წლიანი დეპუტატობა. პარლამენტში პირველად 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამირჩიეს, როგორც დამოუკიდებელი, უპარტიო, საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი მაჟორიტარობის კანდიდატი. ასეთივე დამოუკიდებელი დავრჩი ბოლომდე და ვარ ახლაც.

სხვადასხვა წლებში ვთანამშრომლობდი სხვადასხვა პოლიტიკურ სუბიექტებთაან, რომელთა მიმართაც მქონდა აზრთა ყველაზე დიდი თანხვედრა იმ პერიოდში. შეიძლება ამიტომაც ბევრს არ ვუყვარდი, არც „ნაციონალურ მოძრაობაში“ და არც „ქართულ ოცნებაში“, რაც დიდად არ მადარდებდა და არც მადარდებს.

ახლა აუცილებლად უნდა გამოვეხმაურო დე-ფაქტო ხელისუფლების ბოლოდროინდელ მოქმედებებს – ისინი ქაოტურ მოძრაობებს აკეთებენ, რაღაცას მიედ-მოედებიან. ამბობენ, ამერიკული „ფარას“ მსგავსი აქტი უნდა მივიღოთო და საინტერესოა, ე.წ. რუსულ კანონს უნდა დაამატონ, თუ მის ნაცვლად გადმოიტანონ.

საქართველო ჩემი სამშობლოა და ყველა ქვეყანაზე მეტად მიყვარს, მაგრამ ვართ ამერიკა? მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ეკონომიკა და ჯარი გვყავს, ყველაზე დიდი პოტენციალის მქონე ვართ, ამერიკულ კანონს რომ ვიღებთ?! აი, ამ ამერიკას ჩინეთიდან დაწყებული, რუსეთით დასრულებული, ყველა ანგარიშს უწევს, შეურაცხყოფას არავინ აყენებს, ცდილობს, არ დაუპირისპირდეს და თქვენ კი, კონგრესმენებს და სენატორებს „ჩათლ…ბს“, იაფფასიანებს ეძახით?! ცნობილი კლასიკოსის სიტყვებია, გადაწყვეტილების მიღება და ნაბიჯების გადადგმა შედეგების გათვალისწინების გარეშე, შიზოფრენიის პირველი სიმპტომია. ჰოდა, მეგობრებო, კოლექტიური შიზოფრენია ხომ არ გჭირთ?!

კარგი, დავუშვათ თქვენ გჭირთ და საქართველოს რას ერჩით – თქვენს კოლექტიურ შიზოფრენიას უნდა გადააყოლოთ ქვეყანა?

მოვუწოდებ დე-ფაქტო ხელისუფლებას – დაიწყოს მზადება ვადამდელი არჩევნებისთვის, რომ იქნებ, დარჩნენ პოლიტიკურ სივრცეში და ისე არ გაქრნენ, როგორც „მოქალაქეთა კავშირი“. რაც ცუდი და პრობლემატური იყო „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, ასეთივე და უარესია ახლაც – არც მაშინ იყო და არც ახლაა კონკურენცია და ბალანსი პოლიტიკურ ველზე. კონკურენციის გარეშე კი არ არსებობს განვითარება.

ზუსტადაც, არ ყოფილა პოლიტიკური კონკურენცია 2004-დან 2012 წლამდე, რადგან ხელისუფლება მოვიდა რევოლუციურ ტალღაზე და იგივე მოხდა 2012 წელსაც, რადგან „ოცნებაც“ მოვიდა თითქმის რევოლუციურ ტალღაზე. ახლა „ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რათა შეზღუდოს, დააჩაჩანაკოს, ციხე-ციხე ათრიოს, ფინანსურად გაანადგუროს პოლიტიკოსები, ოპოზიციური პარტიები, ოპოზიციური მედია და საერთოდ, ყველაფერი ოპოზიციური, მათ შორის, უბრალოდ ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეები.

მე უწყვეტი ურთიერთობა მაქვს ჩვენს მოქალაქეებთან და ზუსტად ვიცი, რა განწყობებია ქვეყანაში, განსაკუთრებით დედაქალაქში – ის ხალხიც კი, ვისაც თავში აზრად არასდროს მოსვლია გინება, დღეს „ოცნებას“ ღიად აგინებს. ასე რომ, შემოდგომაზე არჩევნები გარდაუვალია!“, – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე კახა ოქრიაშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“გამოცხადებულ ანექსიის ქრონიკას შიდა ქართლში, შემთხვევით ქალბატონ წულუკიანის კომისიის დასკვნა ხომ არ აქვს ჩაფენილი...

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონთან დაკავშირებით კრემლში გამართულ შეხვედრებს მძიმე შეფასებებით...

“როგორც კი დაიწყო პრემიერად წოდებული ივანიშვილის წარმომადგენლის გამოსვლა ღონისძიება დავტოვე” – შალვა ნათელაშვილი

აშშ-ს საელჩოში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებაბაზე სტუმრად...

“ასეთი მხარდაჭერა მე მმატებს ენერგიას, გამძლეობას და მხნეობას” – გიორგი ჩახუნაშვილი

ცნობილი პედიატრის, აკადემიკოს გიორგი ჩახუნაშვილის პირველი წერილი საპატიმროდან, ემოციური...

“როგორც დედა – დედას, როგორც ქალი – ქალს, გისურვებთ სულიერ სიმტკიცეს, ძალას და სიმშვიდეს”...

სოციალურ ქსელში გავრცელდა ეკატერინა ივანიშვილის წერილი, რომლითაც უპასუხა შვილმოკლული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“გასაგებია რომ მესამე პრეზიდენტია და სხვა დანარჩენი უბრალო მოკვდავი, მაგრამ…” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სასამართლო სხდომებზე მიხეილ სააკაშილის სიტყვით გამოსვლებს,...

“საქმეში დევს ათობით საათი ვიდეო ჩანაწერები. არ არსებობს 1 კადრიც კი სადაც ჩვენ ამასთან...

“ოპოზიციის ალიანსის” ერთერთი ლიდერი, “გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარე...

“სალომე ზურაბიშვილმა კვლავ გაიმეორა ჩემზე “არა და არასდროს!”… ვინ არის ეს ქალი?” – მიხეილ...

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით – “არა...

“არათუ არასდროს გადაუფურცლავს, არ გადაუშლია და არ წაუკითხავს, განათლების მინისტრს ეს წიგნი საერთოდ არ...

ანალიტიკოსი, პოლიტიკის ექსპერტი გია ჯაფარიძე განათლების მინისტრ, გივი მიქანაძესთან...

“აღარასდროს და არაფერი ეშველება მათ შიშველ უვიცობას, ფსკერულობას და მდაბიოობას” – ლაშა ბუღაძე

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ეხმაურება მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე: "ახალს...