ორშაბათი, ნოემბერი 10, 2025
8.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"გახარიას თუ ჰგონია, ბრძოლის ამ ფაზის წარუმატებლობის შემთხვევაში...

“გახარიას თუ ჰგონია, ბრძოლის ამ ფაზის წარუმატებლობის შემთხვევაში ის დანარჩენ ოპოზიციას ხელს შეაწმენდს და თავად გადარჩება, სასტიკად ცდება, რადგან ბრძოლის სხვა ფაზა არ იქნება” – თინა ბოკუჩავა

პარტია “გახარია საქართველოსთვის” წარმომადგენლების მიერ გამოქვეყნებულ თუ გაზიარებულ კონკრეტულ პოსტს სოციალურ ქსელში, ფეისბუქის საკუთარი გვერდის მეშვეობთ, კონკრეტული შეფასებებითა და განმარტებებით, “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ეხმაურება:

გახარიას პარტიის პოსტი, რომელიც დადეს და შემდეგ აიღეს, სინამდვილეში გაცილებით დიდი პრობლემის გამოხატულებაა.

რეალობაში, სადაც ივანიშვილი ქვეყანას გვართმევს, რუსულ ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობას შორის კამპანიური ხასიათის ნარატივით ტოლობის ნიშნის დასმა, მიუხედავად ჩვენი განსხვავებებისა, არის ცრუ ნარატივების პედალირების, ივანიშვილის პროპაგანდის კვების და ოპოზიციის ფრაგმენტაციის მცდელობა და საერთო საქმის მტრობა. ომში ვართ და უნდა ჩამოვყალიბდეთ, ერთად ვიბრძვით თუ ერთმანეთს ვებრძვით.

გახარიას თუ ჰგონია, ბრძოლის ამ ფაზის წარუმატებლობის შემთხვევაში ის დანარჩენ ოპოზიციას ხელს შეაწმენდს და თავად გადარჩება, სასტიკად ცდება, რადგან ბრძოლის სხვა ფაზა არ იქნება. ან ვიმარჯვებთ, ან ყველა ვნადგურდებით. შემდგარ დიქტატურაში ივანიშვილს არც გახარია დასჭირდება ოპოზიციად და დემოკრატიობანას სათამაშოდ.

მორალური პედესტალიდან როცა საუბრობს, გაიხსენოს, რომ მის სიაშიც არიან ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების მაღალჩინოსნები. მე ის პერიოდი ძირითადად საზღვარგარეთ ვსწავლობდი, მაგრამ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვიაზრებ და ვიზიარებ.

დაბოლოს, რადგან მანდატების საკითხზე თავად გახსნა დისკუსია გახარიამ, როდის წერს განცხადებებს არალეგიტიმური პარლამენტის დატოვების შესახებ თუ მართლა ჰგონია საზოგადოება მიიღებს არგუმენტს იმის შესახებ, რომ იმუნიტეტისთვის სჭირდება მანდატი? მაშ იმ ათასობით დემონსტრატს რას ეუბნება, ვინც იმუნიტეტის გარეშე ყოველდღიურად დაჭერის საფრთხეს არ უშინდება?

მორალური სიცხადისთვის ეს გაცილებით მნიშვნელოვანი კითხვა მგონია, ვიდრე ის ყალბი ბუღალტერია, რასაც გახარია გვთავაზობს და რომელიც სინამდვილეში, ივანიშვილის საბუღალტრო წიგნაკშია დაწერილი”, – წერს თინა ბოკუჩავა სოციალურ ქსელში.

ინფორმაციას “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ეს ადამიანები კაბინეტ-კაბინეტ დარბოდნენ, რომ ქვეყანასთან ასოცირების ხელშეკრულება არ გაფორმებულიყო და საქართველოს კანდიდატის სტატუსი...

„კონკრეტული მაგალითები შეგვიძლია მოვიყვანოთ, როდესაც ხდებოდა სხვადასხვა ქვეყნის ინტერესების...

“აი ამ პოსტის ავტორმა, ამ ხელისუფლების მეხოტბე გიორგობიანმა, რატომ არ დარეკა მისთვის სათაყვანებელ პატრულში?!”...

“ქართული ოცნების” აქტიური მხარდამჭერის, მანანა (მანჩო) გიორგობიანის მიერ დახმარების...

“გავტეხე დუმილი და დამსახურებულად შევაქე. საერთოდაც, გამბედავია. ვერ დავუკარგავ” – სევდია უგრეხელიძე ლეილა ცომაიაზე

ქართველი პოლიტიკოსი, იურისტი, ეკონომისტი, სევდია უგრეხელიძე, ეროვნული მოძრაობის წევრის,...

“თბილისს და ბათუმს არ სჭირდებათ ახალი ამირა ჭორვილელის სახით” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ცალკეულ ფაქტებს იხსენებს არაბული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მადლობა, რომ გააკეთეთ ის, რაც სხვამ ვერ გაბედა – საქართველო ხელიდან გამოგლიჯეთ რუსულ იმპერიას…”...

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის ყოფილი...

“ახლა მინდა ვურჩიო ღარიბაშვილს, იგივე ჰაკიმ ფაშა ტრიტრის, მოერიდოს…” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 3 წლის წინანდელ ფაქტებს...

“უკვე წაქცეულ ქალს მეგობრები არ აღმოაჩნდა” – ელისო კილაძე მანჩო გიორგობიანზე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე "ქართული ოცნების" აქტიური...