spot_img
მთავარიჯანდაცვა და სოციალური პოლიტიკა"სოციალურად დაუცველი პენსიონერების მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამისთვის“ მიმდინარე წელს...

“სოციალურად დაუცველი პენსიონერების მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამისთვის“ მიმდინარე წელს 10 მილიონი ლარია გათვალისწინებული” – კახა კალაძის განმარტებები

თბილისის მერია „სოციალურად დაუცველი პენსიონერების მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამას“ განაგრძობს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება ყოველთვის გვერდში დაუდგება იმ მოქალაქეებს, ვისაც ჯერ კიდევ ესაჭირება მხარდაჭერა და თანადგომა.

განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებს, რომლისთვისაც ბიუჯეტში საკმაოდ დიდი თანხებია გათვალისწინებული. ბევრჯერ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ – ყოველთვის გვერდში დავუდგებით იმ ოჯახებს და ადამიანებს, ვისაც ჯერ კიდევ ჩვენი თანადგომა და მხარდაჭერა ესაჭიროება.

ამასთანავე, ყველამ უნდა ვიზრუნოთ, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა ისე განვითარდეს, რომ რაც შეიძლება ნაკლები გაჭირვებული ოჯახი და ადამიანი გვყავდეს. კეთილდღეობა უნდა შევიდეს თითოეული ჩვენი მოქალაქის ოჯახში. ჩვენი პოლიტიკა სწორედ ამისკენ არის მიმართული, რათა ქვეყანაში გვქონდეს მშვიდობა, ეკონომიკური განვითარება და გაძლიერება. ეს უნდა იგრძნოს საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ“, -განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, თბილისის მერიაში 2022 წლიდან მოქმედებს „სოციალურად დაუცველი პენსიონერების მედიკამენტით უზრუნველყოფის“ პროგრამა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია.

ეს ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო და, რა თქმა უნდა, წელსაც ვასრულებთ მას. ვაუჩერის წლიური ღირებულება შეადგენს 500 ლარს, რომლის გამოყენებაც სოციალურად დაუცველ თბილისელ პენსიონერებს წლის განმავლობაში ნებისმიერ დროს შეუძლიათ. იმისთვის, რომ ისარგებლოთ ამ პროგრამით, საჭიროა მხოლოდ ოჯახის ექიმთან ვიზიტი. პაციენტის შემოწმების შემდეგ ექიმი დანიშნულ მედიკამენტებს სპეციალურ პროგრამაში შეიტანს“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

მისი თქნით, პენსიონერს ვაუჩერის განაღდება ელექტრონულად, ნებისმიერ სააფთიაქო ქსელში შეუძლია. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წელს ბიუჯეტში 10 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

ეს პროგრამა წარმატებით მუშაობს. სამი წლის განმავლობაში, 25 ათასამდე ბენეფიციარმა ისარგებლა ამ პროგრამით. ჩვენ წელსაც გვინდა, შესაძლებლობის ფარგლებში, გვერდით დავუდგეთ ამ ადამიანებს და, გარკვეულწილად, შევუმსუბუქოთ ყოევლდღიური ყოფა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორაცია თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“იმ ოჯახებსა და ცალკეულ პირებს, ვისაც არ ეკუთვნის დახმარება სახელმწიფოს მხრიდან, მათ ეხსნებათ, ხოლო...

„ვისაც სახელმწიფოს მხრიდან სოციალური დახმარების საჭიროება აქვს, მათ ეს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

ნუკა არველაძე: “ასე მგონია, ცოტაც და ტირილს დაიწყებს. “ჟუჟუნა წვიმას” დაუბრუნდი მამუუუ”

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში, ერთგვარ "ფოტო-შეფასებებს" და...

“ადამიანის შეფასება უკვე გამოცხადდა დანაშაულად, ღიმილი – საფრთხედ” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ქვეყანაში შექმნილ რეალობას უმძიმეს შეფასებებს აძლევს...

“იმ ჩემი ცოდვით სავსე პოლიციელს მონა ლიზას ღიმილი რომ ენახა, და ვინჩის დახვრეტას მოითხოვდა,...

ოპოზიციონერი ლიდერის, გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ სასამართლოში პოლიციელის მიერ მიცემულ...