spot_img
მთავარიემიგრანტის ხმა "პარალელზე""ჩემი ემიგრანტობის ისტორია არა მხოლოდ პირადი განსაცდელის ნაწილი...

“ჩემი ემიგრანტობის ისტორია არა მხოლოდ პირადი განსაცდელის ნაწილი იყო, არამედ ახალი შესაძლებლობების, თვითშემეცნების და ზრდის პროცესიც” – თამარ შარაბიძე

სააგენტო “პარალელს” ისევ დაუკავშირდა საფრანგეთში მცხოვრები ემიგრანტი, თამარ შარაბიძე. მან საქართველო 2022 წელს დატოვა. ახალგაზრდა ემიგრანტი, საქართველოდან, სააგენტო “პარალელს” და საზოგადოებას უყვება თავისი ემოციებისა და ემიგრაციაში ცხოვრების შესახებ:

მე ვარ თამარი შარაბიძე, წარმოშობით საქართველოდან, ამჟამად კი ვცხოვრობ საფრანგეთში. ბავშვობიდან ცეკვა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო – ვცეკვავდი ქართულ ანსამბლ “ერისიონში” და ამავდროულად, აქტიურად ვიყავი ჩართული ტანმოვარჯიშეობის სამყაროში.

თუმცა, ცხოვრებაში დადგა რთული მომენტი, როდესაც ყველაფერი გვერდზე უნდა გადამედო. დედაჩემის ჯანმრთელობის გამო გადავწყვიტე, მასთან ვყოფილიყავი და საქართველოში დატოვე ის, რის სიყვარულითაც ვიზრდებოდი. ეს არ იყო მარტივი – 17 წლის ასაკში ქვეყნის შეცვლა, ახალი გარემოს, უცხო ენისა და სრულიად განსხვავებული ცხოვრების მიღება დიდ გამოწვევად იქცა.

დროის განმავლობაში შევეგუე ახალ რეალობას და მივხვდი, რამდენად ფასეულია დრო, რომელსაც საყვარელ ადამიანებთან ვატარებთ. დღეს, 20 წლის ასაკში, უკვე ბევრად უფრო თავისუფლად ვგრძნობ თავს ახალ გარემოში, დავეუფლე უნარებს, რომლებიც საქართველოში არ მქონდა და ყველა გამოწვევამ კიდევ უფრო გამაძლიერა.

ჩემი ემიგრანტობის ისტორია არა მხოლოდ პირადი განსაცდელის ნაწილი იყო, არამედ ახალი შესაძლებლობების, თვითშემეცნების და ზრდის პროცესიც. მსურს, ეს ისტორია გავუზიარო ქართველ საზოგადოებას და განსაკუთრებით იმ ახალგაზრდებს, რომლებიც მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდნენ“, – აღნიშნავს თამარ შარაბიძე.

ინფორმაციისთვის: თამარ შარაბიძის მიერ მოყოლილი კიდევ ერთი ისტორია, რომელიც მის დედას ეხება

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“სრული სამართლებრივი ნიჰილიზმი სუფევს ჩვენი საზოგადოების ერთ ნაწილში, რომელიც მოიცავს საზოგადოებისთვის ცნობად ადამიანებს…” –...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე კონკრეტული შეფასებებით ეხმაურება საზოგადოებისთვის ცნობადი ადამიანების,...

20-21 ივნისს ბათუმში “ზაფხულის ფესტივალი” ჩატარდება

20-21 ივნისს, ბათუმში ზაფხულის ტურისტული სეზონი „ზაფხულის ფესტივალით“ ოფიციალურად...

“საპატრიარქოს დუმილი ამ შემთხვევაში განსაკუთრებით მძიმე მორალური გზავნილი იქნება” – რომან გოცირიძე

რუსეთის მხრიდან კიევის პეჩორის ლავრის დაბომბვის ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს...

“აბსურდული ბრალდებით პატიმრობაში იმყოფება პოლიტიკოსი ქალი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ამ დროს მართლმსაჯულება...

იურისტი, უფლებადამცველი და არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ (Georgian...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე დასახსნელი არა ვარ, ბიძინა ივანიშვილმა იდარდოს დახსნაზე იმ გარდაუვალი შარისგან, რაშიც გახვეულია” –...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, საპატიმროდან გამოგზავნილ...

“აბსურდული ბრალდებით პატიმრობაში იმყოფება პოლიტიკოსი ქალი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ამ დროს მართლმსაჯულება...

იურისტი, უფლებადამცველი და არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ (Georgian...

“რეჟიმმა განაჩენი გაუტეხლობას გამოუტანა და არა დანაშაულს, იმიტომ რომ მას გაუტეხლობა ამარცხებს და არა...

4 ოქტომბრისა და სხვა საქმეებთან დაკავშირებით განაჩენების გამოტანას, კონკრეტული...

“შეეშვით წუწუნს, ნუ ელოდებით სხვა რას იზამს, ადექით და გააკეთეთ! ან ვინც აკეთებს, იმას...

იურისტი, უფლებადამცველი, არასამთავრობო ორგანიზაცია "პრევენცია პროგრესისთვის" თანადამფუძნებელი, სამოქალაქო აქტივისტი...