კვირა, ივლისი 6, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"არცერთი ნაბიჯით უკან არ დავიხევთ და ბოლომდე ვიბრძოლებთ...

“არცერთი ნაბიჯით უკან არ დავიხევთ და ბოლომდე ვიბრძოლებთ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისათვის” – სოფო ჯაფარიძე

თბილისის საქალაქო სასამართლოში “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის, სოფო ჯაფარიძის პროცესი გაიმართა. პროცესის შემდეგ პოლიტიკური შეფასებები გააკეთა ოპოზიციონერმა ლიდერმა:

ეს ყველაფერი არის ცირკი, მათ სურთ, რომ ამ სიგიჟეებით ერთი ნაბიჯით მაინც უკან დაგვახევინონ, მაგრამ ვერასოდეს ისინი ამას ვერ ეღირსებიან.

მე არ მინდა დღეს ჩემს ადმინისტრაციულ ჯარიმაზე საუბარი. პარალელურად მიმდინარეობდა გიორგი ოკმელაშვილის სასამართლო, მიუსაჯეს ხუთი წელი, რაც წარმოუდგენელია. ერთადერთი, რაც მაქვს სათქმელი ეს არის – თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს და ცეცხლი ოლიგარქიას! ჩვენ ეს ადამიანები ძალიან მალე უნდა გავისტუმროთ იქ, სადაც არის მათი ადგილი, ეს ვთქვი სასამართლო პროცესზეც და ვამბობ ახლაც, რომ მათი ადგილი არის მათ მიერ ნაქებ პუტინთან და ძალიან მალე, ერთობლივად მათ ჩვენ გავისტუმრებთ იქ.

არ გვეშინია მათი ჯარიმების, ეს ჩვენ უკან ვერ დაგვხვევს, უნდა ვიდგეთ ყოველდღე გარეთ და გავაპროტესტოთ ის უსამართლობა, რაც დღეს ხდება.

ყოველდღე დამაჯარიმებენ? დამაჯარიმონ!

დამაკავებენ? ჩემთვის მხოლოდ პატივია ვიდგე იმ პატრიოტი ადამიანების გვერდით, რომლებიც იბრძვიან ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის და მხოლოდ იმისთვის სხედან ციხეში, რომ მათ უყვართ საკუთარი ქვეყანა”, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

ინფორმაციას “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“დღევანდელი ოპოზიცია ლამის ყოველდღიურად განიცდის მორალურ დამარცხებებს” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძე ოპოზიციის მარცხზე საუბრობს: "რა არის ყველაზე მძიმე...

“ჩვენი მიზანი ამ ქვეყანაში იყო და არის პოლიტიკური სისტემის და რეჟიმის შეცვლა!” – მამუკა...

"ლელო - ძლიერი საქართველოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე, საპატიმროდან გამოგზავნილი...

“ბოიკოტი არჩევნების კამპანიაზე აქტიური უნდა იყოს და ქმედითი” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსში პოზიციას აფიქსირებს...

“ასე გაცვალეს სამშობლო ძალაუფლებაზე და კიდევ ერთხელ უღალატეს საქართველოს” – პაატა მანჯგალაძე

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებულ რეზოლუციასთან მიმართებაში "ქართული ოცნების" დელეგაციის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ძალიან დიდი ბოდიში სინდისის პატიმრებთან, მაგრამ მათი გადასაწყვეტი არაა აქციაზე მიშას ბანერი იქნება თუ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების წერილი გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და...