spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"თბილისის შემოსასვლელი გზის გადაკეტვა სისხლის სამართლის დანაშაული არ...

“თბილისის შემოსასვლელი გზის გადაკეტვა სისხლის სამართლის დანაშაული არ არის” – ბექა ბასილაია

ადვოკატი ბექა ბასილაია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც 2 თებერვლისთვის დაგეგმილ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით სამართლებრივ ასპექტებზე საუბრობს:

თბილისის შემოსასვლელი გზის გადაკეტვა სისხლის სამართლის დანაშაული არ არის:

1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლი (სტრატეგიული ობიექტის ბლოკირება) არის ბლანკეტური ნორმა, რაც გულისხმობს, რომ ამ დანაშაულის შემადგენლობის ობიექტური მხარე განსაზღვრულია სხვა ნორმატიული აქტით, მოცემულ შემთხვევაში მთავრობის დადგენილებით, რომლითაც დამტკიცებულია სტრატეგიული ობიექტების ნუსხა;

2. სისხლის სამართლებრივი მიზნებისთვის, მთავრობის დადგენილებაში შესული ცვლილებები, სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლში შეტანილ ცვლილებას ნიშნავს;

3. სისხლისსამართლებრივი მიზნებისთვის, დადგენილებაში შეტანილი ცვლილების ძალაში შესასვლელად საჭიროა იგივე ვადები, რაც სისხლის სამართლის კანონის ცვლილების ძალაში შესვლას სჭირდება;

4. ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,საქართველოს საკანონმდებლო აქტი ძალაში შედის ოფიციალურად გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს, თუ თვით ამ საკანონმდებლო აქტით სხვა ვადა არ არის დადგენილი”;

5. მთავრობის დადგენილებაში შეტანილი ცვლილება გამოქვეყნდა 31 იანვარს, რაც ნიშნავს, რომ სისხლისამართლებრივი მიზნებისთვის მისი გამოყენება დაუშვებელია 15 თებერვლამდე.

* * *

ეს მსჯელობა არ არის კანონების ჩემეული ინტერპრეტაცია, რაც ზემოთ დავწერე აქსიომაა. ანალოგიური შემთხვევაა, პირდაპირ სისხლის სამართლის კოდექსის რომელიმე მუხლს რომ დაემატოს ახალი შემადგენლობა, ასეთ დროს ხომ უთუმცაოდ გამოქვეყნებიდან 15 დღიანი ვადა ჩაირთვება ცვლილების ძალაში შესასვლელად ?!

პ.ს. რუსეთის მსახური ოლიგარქიული რეჟიმის პირობებში, ხშირად იურიდიული აქსიომები არ მუშაობს, შსს უკვე დაგვემუქრა, ხვალ მოლთან გზის გადაკეტვის გამო დაგიჭერთო.

პ.ს.-პ.ს. სტატუსის დადების შემდეგ, კითხვები გაჩნდა, როგორ იმოქმედებს შსს, პროკურატურა, სასამართლო. ბუნებრივია, სისულელეა, იმის მტკიცება, რომ ისინი კანონს არ დაარღვევენ. მეტიც, საამისოდ ემზადებიან”, – წერს ბექა ბასილაია.

ამასთან, ბექა ბასილაია, ფეისბუქის პირად გვერდზე, დამატებით განმარტებებს აკეთებს სამართლებრივ შეფასებებსა და ხელისუფლების მხრიდან მოსალოდნელ ქმედებებთან დაკავშირებით:

მეგობრებო,
ჩემს პოზიციას, ხვალინდელი გზის გადაკეტვა დანაშაული რომ არ არის, განსხვავებული გამოხმაურებები მოჰყვა, ზოგს ჩატში, ზოგს რეპოსტზე, ზოგს კომენტარში რომ არ ვუპასუხო, აქ განვმარტავ:

1. ის, რომ ხვალინდელი [2 თებერვლის] გზის გადაკეტვა დანაშაულად არ მიმაჩნია, არ ნიშნავს, რომ ვინმეს ვარწმუნებდე, ამ აქციაში მონაწილეობის გამო ბიძინას პოლიცია და სასამართლო არ შეგვეხება. პირიქით, იმის მოლოდინი მაქვს, რომ, როგორც არაერთგზის აქამდე, კანონს ფეხზე დაიკიდებენ და რეპრესიის მექანიზმად გამოიყენებენ 222-ე მუხლს;
ის მიკვირს, რატომ იფიქრა ვინმემ, რომ მე (პირადად 5-ჯერ მაინც დაკავებული და უამრავი პოლიტიკური პროცესის მონაწილე) ვინმეს ვარწმუნებდი კანონის ჩემეული ანალიზი, ბიძინას პოლიციას და სასამართლოს ხელს ააღებინებდა ხვალ ხალხის დაჭერაზე?! მით უმეტეს, ლაივში ჩართვისას და პოსტშიც, მკაფიოდ დავაფიქსირე, კანონი ამათ ფეხებზე კიდიათ და დაჭერებზე წავლენთქო;

2. ის, რომ ვადებთან დაკავშირებული არგუმენტებით ხვალინდელი გზის გადაკეტვა დანაშაულად არ მიმაჩნია , არ ნიშნავს, რომ 15 თებერვლის შემდგომ გზის გადაკეტვის გამო 222-ე მუხლის ამოქმედებას სწორად მივიჩნევდე.

ამაზეც რომ მიწევს განმარტება, უცნაურია, ჩემი წინა პოსტიდან იმ აზრის გამოტანა, რომ 222-ე მუხლი (და მის ეფექტურად გამოსაყენებლად მიღებული დადგენილება) კონსტიტუციურად, კანონიერად და სამართლიანად მიმაჩნია, როგორ მოხერხდა ?! )))))” – აღნიშნავს ბექა ბასილაია.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მოუწევს კობახიძეს ისევ თემურ ლენგის მარშრუტებზე დაბრუნება” – შოთა უტიაშვილი

"ქართული ოცნების" მოკავშირე უნგრეთის ლიდერის, ვიქტორ ორბანის პარტიის მარცხს,...

“ასეთ ფიქრებს ვერ იმახსოვრებ. მხოლოდ მაშინ მოდის, როცა აივანზე ზიხარ და გარეთ წვიმს. მოდის...

ქართველი პოეტის, პროზაიკოსის, წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის, ბიბლუსის შემოქმედებითი...

“სანამ “ოცნება” შოუს დგამს ფასების კომისიის სახით, ცხოვრება უფრო და უფრო რთული ხდება ჩვენი...

პარტია "ხალხისთვის" თავმჯდომარე, ანა დოლიძე მაღალ ფასებთან დაკავშირებით აკეთებს...

“სამწუხაროდ, დღეს მთლიანად მთელი რადიკალური ოპოზიცია გარედან ხართ მართული” – ლევან მაჭავარიანი

„სამწუხაროდ, დღეს მთლიანად მთელი რადიკალური ოპოზიცია გარედან ხართ მართული“,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“დიქტატურას ამარცხებს ძლიერი სახალხო ლიდერი და ერთ მუშტად შეკრული ხალხი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დასკვნები გამოაქვს 12...

“გამოდით, შეხვდით, მონახეთ გამოსავალი! ბავშვებს მიეცით წამალი!” – თეონა ჭალიძე მმართველი გუნდის ქალ დეპუტატებს...

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების უმძიმეს...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...