საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ბონდო მძინარაშვილი თავის პოზიციას აფიქსირებს მედიამენეჯერ მზია ამაღლობელის შიმშილობასთან დაკავშირებით:
“როგორ უნდათ მზია ამაღლობელის სიკვდილი, რომ მერე ცხედარზე დავლური დაუარონ!🤔
ესენი ადამიანები არ არიან, ესენი არიან ვამპირები! 😡
ესე იგი, სახელმწიფო მზად არის, მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიება შეუცვალოს და ეს ტროცკისტი ფაშისტები მოშიმშილე ადამიანს აგულიანებენ, არ გატყდეო!
წარმოუდგენლად ბოროტები არიან!😡
დარწმუნებული ვარ, მზიას ის აბსოლუტურად მიუღებელი საქციელიც ამ ფაშისტების პროვოცირებულია, – ქალი ნაბიჯ-ნაბიჯ მიიყვანეს ციხის საკნამდე!😡” წერს ბონდო მძინარაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.
ინფორმაციისთვის – ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე, მოშიმშილე პატიმრის მზია ამაღლობელისადმი, “ქართული ოცნების” ლიდერების მხრიდან, ბოდიშის მოხდის შეთავაზებებზე თავის პოზიციას აფიქსირებს:
“მეორე დღეა კობახიძე იმეორებს – სინანულს თუ გამოხატავენ ანუ ბოდიშს თუ მოიხდეს მზია, მზად ვართ გავითვალისწინოთო. თქვენ შეიძლება მოკლათ მზია, მაგრამ ვერ გატეხავთ“, – აღნიშნავს ნინია კაკაბაძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში.