პარასკევი, ნოემბერი 21, 2025
5.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ამ ორიდან არცერთს საქმე სასაცილოდ ნამდვილად არა აქვთ"...

“ამ ორიდან არცერთს საქმე სასაცილოდ ნამდვილად არა აქვთ” – ლევან ნიკოლეიშვილივოლოდიმირ ზელენსკისა და სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით

პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” დამფუძნებელი წევრი, ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი კონკრეტულ შეფასებებს აკეთებს უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისა და საქართველოს მე-5 პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით:

ამ ორიდან არცერთს საქმე სასაცილოდ ნამდვილად არა აქვთ, მათ შორის ბევრ მსგავსებასაც აღმოაჩენთ, ერთიც და მეორეც ლამის მთელი ცხოვრება სხვა ქვეყანაში მუშაობდა, ბედის ირონიით კი იმ ქვეყნის პრეზიდენტები გახდნენ, რომელიც მათი სამშობლო არ აღმოჩნდა.

სალომე ზურაბიშვილი ჩამოწერილი და ვადაგასული პოლიტიკური თოჯინაა, რომელსაც მომავალი უცხოეთშიც არ გააჩნია, მათ შორის არც საფრანგეთში, არის რაღაც მინიმალური შანსი სადმე მცირე ადგილი მიუჩინონ და უთხრან წყნარად იყოს, საქართველოში კი მას ადრე თუ გვიან ჯერ ოპოზიციის რისხვა ელოდება (ვიღაცას თავიანთი მარცხი ხომ უნდა გადააბრალონ!), მერე კი გამომძიებელთან კითხვების პასუხის გაცემა.

რაც შეეხება ზელენსკის, ის აუცილებლად შეეცდება აშშ-ს და რუსეთს შორის მომავალი სამშვიდობო მოლაპარაკება, ყოველ შემთხვევაში პირველი რაუნდი მაინც ჩაშალოს, პირობები რომელიც იქ გაჟღერდება მისთვის მიუღებელი იქნება, ცხადია „ტერიტორიული უსამართლობის გამო“, სინამდვილეში კი მას პირადი გადარჩენა სურს და ამაზე შეეცდება ვაჭრობას. თუ რამდენად აპატიებს მას ამ შესაძლო ახალ ავანტიურას დონალდ ტრამპი ამას დრო გვიჩვენებს.

ისე ზელენსკი თუ ძალიან მოირგებს პატრიოტი და ქვეყანაზე მზრუნველი პრეზიდენტის იმიჯს, შესაძლოა მას უკვე უკრაინის სასამართლოს წინაშეც მოუწიოს წარდგომა, მე შენ გეტყვი და კორუფციაში ვერ დაადანაშაულებენ თუ ომის დროს ვერ უპოვიან რაიმე ისეთ ქმედებას, რაც უმაღლეს მთავარსარდალს არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაეკეთებინა“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ლევან ნიკოლეიშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ამ სისასტიკისგან განადგურებული მე, იმ დღეს, სანამ საპატიმროს დავტოვებდი, მტვერს მოვხვეტდი და მტვერსაც წამოვიღებდი...

სამოქალაქო აქტივისტი, "სამოქალაქო ინიციატივის" და "ცოდნის კაფეს" თანადამფუძნებელი, ქეთი...

“გახარია “ოცნების” ერთადერთი პოლიტიკური თანამდებობის პირი იყო, რომელიც არ იყო კორუმპირებული და სძულდა ნეპოტიზმი”...

საქართველოს პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე...

“ირაკლი კობახიძის გუშინდელი ინტერვიუ, პირდაპირ მეთოდური სახელმძღვანელოა” – ლალი მოროშკინა

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის ინტერვიუს "იმედი LIVE"-ს ეთერში, განსაკუთრებით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“შემზარავ საიდუმლოს უნდა ავხადო ფარდა სუსისთვის და პროკურატურისთვის” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მმართველი გუნდის მიმართ...

“მეჩვენება თუ ღარიბას მიმართ სენტიმენტები გაჩნდა მედიაში?!” – ელისო კილაძე

კრიტიკულ მედიაში მთავრობის ყოფილ მეთაურ, ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით გაჟღერებულ...

“დღეს ხმებს გვართმევენ, ხვალ საქართველოს წართმევას შეეცდებიან” – ნანა სურმანიძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი, ემიგრაციაში მყოფი ნანა სურმანიძე მწვავე შეფასებებს...

“პატიმარ ბიჭებსაც გაამხნევებდათ ნაკრების მხარდაჭერა🙏” – ელისო კილაძე

ბულგარეთის საფეხბურთო ნაკრებთან მარცხის შემდეგ თანამემამულეებს, სოციალურრ ქსელში, ფეხბურთის...