კვირა, აპრილი 20, 2025
11.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"აუდიტორიაში 2-3 სტუდენტი რჩება, ვისაც სტატუსი აქვს, დანარჩენები...

“აუდიტორიაში 2-3 სტუდენტი რჩება, ვისაც სტატუსი აქვს, დანარჩენები სოლიდარობის გამო ვრჩებით, რომ მარტო არ დავტოვოთ ერთმანეთი და გავამხნეოთ გარედან” – თათია აფრიამაშვილი

სამოქალაქო აქტივისტი, თათია აფრიამაშვილი სააგენტო ,,პარალელთან” შეფასებებს აკეთებს საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტთან მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით:

  • სეუმ განცხადება გააკეთა, რომ უნივერსიტეტში გარკვეული პრინციპის მიხედვით შეიშვებოდნენ სტუდენტები. როგორ შეაფასებ ადმინისტრაციის ამ გადაწყვეტილებას?

– ადმინისტრაცია თვითონ აფასებს ისე, რომ ჩვენ ვითხოვეთ მსგავსი კონტროლი. დაცვასთან რამდენიმეჯერ მივედი იმ მოთხოვნით, რომ გაეწმინდათ სეუ ტიტუშკებისგან. ჩემი მეგობარი რომ შევიდა სეუ-ში 30 ტიტუშკა შეყვა. მაგაზე არავის არ ჰქონია რეაქცია.

უნივერსიტეტის ტერიტორიაზე გადაადგილდებოდნენ ნიღბიანი ტიპები, რომლებმაც ბანერები ჩამოგვიხსნეს, გვაგინებდნენ, დამცინავ ტექსტებს გვეუბნებოდნენ. თან ცნობილი ტიტუშკები არიან ესენი – კობახიძის ლექციებზე, ორბელიანზე, ყველგან ნანახი რომ გვყავს.

ბოლოს ისეთი წესი მიიღეს, რომ ტიტუშკები დარჩნენ სეუში და ჩვენ გარეთ.

  • შენობაში ბანერი იყო გამოკრული, ჩამოხსნა სცადა ადმინისტრაციამ?

– ადმინისტრაციამ არა, მაგრამ ტიტუშკები მიაგზავნეს, რომელიც ჩვენმა მეგობრებმა დაინახეს, რომ ჩამოხსნეს. როცა გააჩერეს, აღიარა – ,,კი, მე ჩამოვხსენიო. საბარგულში მაქვს შენახულიო”. საბარგულიდან ამოვიღეთ ეგ ბანერები.

  • სტუდენტების ნაწილი პროტესტის ნიშნად ერთ-ერთ აუდიტორიაში რჩებოდნენ, დაატოვებინეს თუ არა შენობა?

– რეალურად, მოტყუებით, ისე გამოვიდა, რომ გამოგვყარეს ანუ გამოვედით და აღარ შეგვიშვეს. თავიდან გვითხრეს, რომ მხოლოდ სტატუსის არ მქონე სტუდენტები არ შეიშვებოდნენ, ბოლოს აღმოჩნდა ისე, რომ არც სტატუსიანებს აღარ უშვებდნენ. გარეთ დაგვტოვეს, ქურთუკებიც არ გვქონდა აუდიტორიიდან ჩამოტანილი, ზემოთ ვინც იყო დარჩენილი სტუდენტები, იმათმა გადმოგვაწოდეს შლაგბაუმიდან. ისინიც რომ ჩამოსულიყვნენ, იმათაც აღარ დააბრუნებდნენ უკან.

ახლაც აუდიტორიაში 2-3 სტუდენტი რჩება, ვისაც სტატუსი აქვს, მაგრამ დანარჩენები სოლიდარობის გამო ვრჩებით, რომ ჩვენ – ვისაც სტატუსი არ გვაქვს და დღეს არ აღგვადგენინეს, მარტო არ დავტოვოთ ერთმანეთი და გავამხნეოთ გარედან. ყველა ვრჩებით გარეთ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“კახა კალაძე, თქვენი საქმე პოლიტიკური განცხადებები და დიფ სთეითთან ბრძოლა არაა. ავარიული კორპუსების მოვლაა!”...

თბილისში მომხდარ ტრაგიკულ ფაქტს ეხმაურება "ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი,...

“თუ ვინმე რუსების სისტემურ ოპოზიციონერობას აპირებთ, ცუდად დამთავრდება ეგ ამბავი” – ლევან სანიკიძე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ ფაქტებზე...

“ჩემის აზრით, სწორი იქნება შუალედური გადაწყვეტილება” – გია ხუხაშვილის რჩევა გიორგი გახარიას

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი კონკრეტულ პოზიციას აფიქსირებს და ერთგვარ რჩევას...

“ოცნების” გლდანის დღევანდელი გამგებელი და მისი ბიოგრაფია გლდანში დატრიალებულმა ტრაგედიამ გამახსენა – ნიკა მელია

თბილისში, გლდანის რაიონში დატრიალებულ ტრაგედიას, რა დროსაც ავარიული კორპუსის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სვანეთში რომ არ აღმოფხვრილიყო მკვლელობები, ძარცვა, გატაცებები და გაუპატიურებები, იქ ტურიზმი როგორ განვითარდებოდა?” –...

სვანეთთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს მიხეილ სააკაშვილი, შეკითხვებთის თანხლებით: "სვანეთში...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...