რეჟისორი დათა თავაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც საუბრობს სხვადასხვა ორგანიზაციის თუ ინსტიტუციის გაფიცვისა და საზოგადოების სოლიდარობის მნიშვნელობის შესახებ:
,,მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ აქეთ გაფიცულ ხელოვანებს გულავდე და იქით კინოთეატრში იჯდე, ან მთლად სასწაული, ზოგიერთ ვადაზე ადრე ამუშავებულ, უპრინციპო თეატრში ტაშს უკრავდე – არ გამოვა, მეგობრებო. 😍
მინდა იცოდეთ, რომ მიმდინარე გაფიცვაში, ყველაზე დიდ საფრთხეებს, სწორედ გაუფიცავი ინსტიტუციები გვიქმნიან, ვინც ყველაფერს აკეთებენ იმის საჩვენებლად, რომ თითქოს ყველაფერი ძველებურადაა და მთელი ეს ჩვენი გაფიცვა ახირების მეტი არაფერი ყოფილა. იფიქრეთ ამაზე.
2. რაც არ უნდა მიყვარდეს ცნობილი ქართველი მსახიობი და ვგულშემატკივრობდე მას და მის ნებისმიერ ფილმს “ოსკარებზე”, ბოდიში, თუ არაფრად მიმაჩნია მისი ეს წარმატება, მისი კოლეგის, კინო-მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის არც თუ წარმატებულ რეალობასთან! – ვერაფერი მისალოცი ვერაა ჩემთვის მაშინ, როცა უფროსი და შემდგარი კოლეგა მთელი თავისი პრივილეგიების, მთელი თავისი შთამბეჭდავი კონტაქტებისა და მთელი თავისი გავლენიანობის მიუხედავად, ერთ სიტყვასაც არ შემოგაშველებს დასაცავად!
და ჩვენც რა მაგალითს ვაძლევთ ერთმანეთს? ნუთუ აჯობებს გაჩუმდე და შენი საქმე აკეთო? იქნებ, ყველა “თავის საქმეს” უნდა აკეთებდეს და არ იდგეს იქ, სადაც დაიჭერენ, არამედ, ჩუმად და აპოლიტიკურად, წითელი ხალიჩისთვის ემზადებოდეს – ზოგიერთებიც ტაშს დაუკრავთ, როგორც ჩანს, და გაუფიცავ ქართულ კინოთეატრშიც წახვალთ მის სანახავად; რომელიმე ქართული კინოთეატრის დასპონსორებულ პოსტსაც დაუწერდით მგზნებარე გულებს, რომელიც ზუსტად აქციის დროს გეძახით თ ა ვ ი ს თ ა ნ და არა რუსთაველზე!
თქვენ აქ, ცხადია, სრული უფლება გაქვთ, არც ერთი კინო-პრემიერა არ გამოტოვოთ, ბევრიც იდავოთ “ოსკარის” ნომინანტთა სიაზე, მაგრამ ოდნავ უცნაურად არ გეჩვენებათ, “წითელ ხალიჩას განიხილავდე”, სანამ ქართული კინო ისტორიულ ბოიკოტში გვყავს?
უბოდიშოდ და კატეგორიულად მოვითხოვ, სანამ ჰოლივუდის რომელიმე “უბერებელ ვარსკვლავზე” დამელაპარაკებოდეთ, მეტი სენსიტიურობა გამოიჩინოთ ქართველი მსახიობების მდგომარეობის მიმართ, ბატონებო!
იმ მსახიობების მიმართ, ვინც დაიჭირეს, სცემეს, ყველა შესაძლო გზით დაამცირეს, ორმოცდამეთორმეტე დღეა გაფიცულია და ბოლოს, ორ წელზე მეტია უპრინციპულესი წინააღმდეგობის მაგალითს გვაჩვენებს ბოიკოტის სახით. არც მეტი არც ნაკლები, თქვენი გამოხატვის თავისუფლების დასაცავად, სხვათა შორის, უარი თქვა საკუთარ კარიერაზე და ამ ქვეყანაში დამკვიდრებული ცენზურის წინააღმდეგ გალაშქრებულმა, უარი თქვა იმავე კინოთეატრის ეკრანზე გამობრწყინებაზეც, რომელსაც ახლა უყურებთ! [და რა შესახსენებელია, რომ ამ ბრძოლაში ზოგმა, რეჟიმთან გარიგებაზე უარის თქმით, ფიზიკური თავისუფლებაც დათმო!]
ამ ყველაფრის ფონზე, თქვენ, სულ მცირე, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ ისაა, რომ პატარა სიამოვნება მოიკლოთ საერთო ბრძოლის სახელით და არ გაავსოთ კინოთეატრები აქციის დროს, არ გაავსოთ უპოზიციო თეატრები აქციის დროს, არ გეჩქარებოდეთ ღამის კლუბებში და არ გამოაკლდეთ აქციას რუსთაველზე; ან საერთოდ არ იფიქროთ, ამ საღამოს რითი გაირთოთ თავი, არამედ იმაზე იფიქრეთ, ამ რეალობიდან რა დაგვიხსნიდა.
მოკლედ და პირდაპირ მოგახსენებთ:
აქეთ იმისთვის არ გვამხნევებენ ჩვენი კოლეგები საკნებიდან, იმისთვის არ გაფიცულან ორმოცდამეთორმეტე დღეა, იმისთვის არ ჩამოსულან სცენიდან, ზოგიერთები განტვირთვის ალტერნატივებს დაეძებდეთ!
შეკითხვა მაქვს, რატომ არ იფიცებიან კინოთეატრები?
ან თქვენ რასთან დაკავშირებით დადიხართ მანდ, საერთოდ?
რაღაც იოგურტებს რომ აღარ ჭამთ და სანდვიჩებზე უარი თქვით, ამისთვის უდიდეს მადლობას გიხდით, რა თქმა უნდა, მაგრამ იქვე გაუფიცავ მსახიობებს ტაშს რაღას უკრავთ?“, – წერს დათა თავაძე.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე