spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიზაზა სარალიძე - აწი უფრო სჭირდები ბიძოს, სახეგამძვრალი...

ზაზა სარალიძე – აწი უფრო სჭირდები ბიძოს, სახეგამძვრალი და ნამუსახდილი. “ტოჟე მნე გეროი”😢

შვილმოკლული მამა, ზაზა სარალიძე, ქართული ოცნების წევრს, დეპუტატ ირაკლი ზარქუას მწვავე შეფასებებით, კონკრეტული რჩევებით და მინიშნებებით მიმართავს:

ირაკლი ზარქუა, ამდენი დღეა გიყურებ, გაკვირდები და გხედავ!!!

ბიჯო, ქართველობაზე და ტრადიციებზე თავს რომ დებ, გაიძახი ჩვენ ქართულ საქმეს ვაკეთებთ და ქრისტიანები ვართო…
ერთხელ მაინც რაფერ არ დაგცდა სიტყვა ბოდიში???

ქართველობა, ერისშვილობა, ქრისტიანობა და კაცობა, შელახე დედამიწის მასშტაბით შენი ვირული საქციელით. რაა, ასე არ იყო???

ერთხელ გეთქვა ბიჯო:
– ბოდიშით ხალხო, ასეთი საქციელი არ მეკადრებოდა და არ უნდა მეკადრებინა საქართველოსთვის. ბოდიშით ჩრდილი რომ მივაყენე ქვეყანას. თან როგორც ირკვევა “ქსივები” დაგიძვრიათ დეპუტატობის, ეს ხო უფრო უარესი, იძალადე ადამიანზე საქართველოს პარლამენტის წევრის მანდატის ქვეშ.

ამას ეძახი ქართველობას???
ესაა მისაბაძი ადამიანის საქციელი???
კანონშემქმნელი და კანონმდებელი ასეთი უნდა იყოს???

“იზვინი ბრატ”, მაგრამ ზოგჯერ ბოდიშის მოხდას დიდი კაცობა და ქართველობა სჭირია!!!

მარაა თქვენ ბოდიშის მოხდა როგორ გეკადრებათ, მერე ზევიდან ვინ გადმოგვხედავს??

კიდე ბევრის თქმა მინოდა (ვეცადე ერთხელ თქვენამდე მოღწევას, მარა დეიმალეთ ყველა), მაგრამ აზრი არ აქ თქვენთან არაფრის ლაპარაკს, ამიტომ გეძახის ხალხი მონა გამყიდველებს და არც თუ ისე უსამართლოდ.

ხოოო კიდე, ის ბიჭი საერთოდ არ ვიცნობდითო რომ ამბობ, ქართველი მასე არ მეიქცეოდა და არ უარყოფდა ქართველს სხვა ქვეყანაში, მითუმეტეს შენი ბრალეულობით როცა “ისროკება”.

შენ ადგილას კაცი რაფერ მეიქცეოდა თუ არ იცი, კითხე ვინმეს მაინც.

პ.ს. და მთავარი, გაბიტაშვილმა ბოლოსაც გაჯობა კაცობაში თუ ხვდები ამას.
ამ საქციელის მერე ნაღდად არ გაჩერდებოდა ნაღდი ქართველი არანაირ თანამდებობაზე, მარა სა წახვალ? აწი უფრო სჭირდები ბიძოს, სახეგამძვრალი და ნამუსახდილი.
“ტოჟე მნე გეროი”😢“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ზაზა სარალიძე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ასეთი რა გაგიჭირდათ ეს ლეგიტიმაცია, აი ასეთ გასვენებაში რომ აპირებთ წასვლას” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის “ძალა ერთობაშიას” დამფუძნებელი, ამჟამად ემიგრაციაში მყოფი დავით...

“სალომე ზურაბიშვილმა კვლავ გაიმეორა ჩემზე “არა და არასდროს!”… ვინ არის ეს ქალი?” – მიხეილ...

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით – “არა...

“ჩემი უკიდურესად მოკრძალებული აზრი ამ უსაგნო, უაზრო და არაფრისმომცემ დისკუსიაზე, რომელიც ენმ-ის ალიანსში დარჩენას...

საპატიმროდან “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის პოლიტიკური გზავნილები...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“გასაგებია რომ მესამე პრეზიდენტია და სხვა დანარჩენი უბრალო მოკვდავი, მაგრამ…” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სასამართლო სხდომებზე მიხეილ სააკაშილის სიტყვით გამოსვლებს,...

“სალომე ზურაბიშვილმა კვლავ გაიმეორა ჩემზე “არა და არასდროს!”… ვინ არის ეს ქალი?” – მიხეილ...

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით – “არა...

“საქმეში დევს ათობით საათი ვიდეო ჩანაწერები. არ არსებობს 1 კადრიც კი სადაც ჩვენ ამასთან...

“ოპოზიციის ალიანსის” ერთერთი ლიდერი, “გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარე...

“აღარასდროს და არაფერი ეშველება მათ შიშველ უვიცობას, ფსკერულობას და მდაბიოობას” – ლაშა ბუღაძე

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ეხმაურება მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე: "ახალს...

“არათუ არასდროს გადაუფურცლავს, არ გადაუშლია და არ წაუკითხავს, განათლების მინისტრს ეს წიგნი საერთოდ არ...

ანალიტიკოსი, პოლიტიკის ექსპერტი გია ჯაფარიძე განათლების მინისტრ, გივი მიქანაძესთან...