შაბათი, ივლისი 19, 2025
27.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"რატომ უნდა დასანქცირდეს ბიძინა ივანიშვილი, იმის გამო, რომ...

“რატომ უნდა დასანქცირდეს ბიძინა ივანიშვილი, იმის გამო, რომ იცავს საკუთარი ქვეყნის ინტერესს?” – კახა კალაძე

თბილისის მერის განცხადებით, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებისთვის არავითარი საფუძველი არ არსებობს.

ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს დიდი ბრიტანეთის მხრიდან მოსალოდნელი სანქციების შესახებ დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.

დღევანდელ მსოფლიოში ისეთი წარმოუდგენელი რამეები ხდება, რომ რთულია, რაიმეზე წინასწარ გააკეთო განმარტება. რატომ უნდა დასანქცირდეს ბიძინა ივანიშვილი, რის გამო? იმის გამო, რომ იცავს საკუთარი ქვეყნის ინტერესს, საკუთარი ქვეყნის მოსახლეობას, არავის აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ქვეყანაში გაიხსნას მეორე ფრონტი, ქვეყანა მიერთებოდა სანქციებს და ამით დაგვეზარალებინა ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკონომიკა, მშრომელი ადამიანი, მცირე და საშუალო ბიზნესი? ამის გამო დასანქცირება წარმოუდგენელია.

ისეთი უსამართლობები ხდება მსოფლიოში, წარმოუდგენელია. თუმცა, ვფიქრობ და მინდა მჯეროდეს იმის, რომ ძალიან ბევრი რამ შეიცვლება, ბევრი რამ გადალაგდება და ყველაფერი დაუბრუნდება სამართლიანობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მათ ვერანაირი განმარტება ვერ მოისმინეს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ დასანქცირდა ბიძინა ივანიშვილი.

ყველაფერს რუსულს არქმევენ, როდესაც საქმე ეხება პატრიოტიზმს და ქვეყნის ინტერესების დაცვას. ბევრჯერ გაგვიკეთებია განმარტება და კიდევ გავიმეორებ, ყოველთვის ვიდგებით იქ, სადაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას, მის მომავალს. არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ საქართველოს ინტერესები გამოყენებული იყოს სხვა, დიდი ქვეყნის ინტერესების გასატარებლად და ამით დაზიანდეს ჩვენი ქვეყანა და მისი მოსახლეობა.

ზოგიერთმა ქვეყანამ და მისმა წარმომადგენელმა ახლა გაიგო, რომ მოატყუეს ისინი, უბედურებაში აცხოვრეს, ახლაც უბედურება ხდება იმ ქვეყანაში და დღეს გაიგო თურმე, რომ მოტყუებულია და ძალიან მძიმე მდგომარეობაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

მიხეილ სააკაშვილი: “თბილისი აღვირახსნილ კორუფციაშია ჩაფლული”

საქართველოეს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პოზიცია: "თბილისი აღვირახსნილ კორუფციაშია...

“კალაძემ თავისი კორუფციული სქემებით თბილისი აქცია ქალაქად, რომელიც ცხოვრობს ტრაგედიიდან, ტრაგედიამდე” – სოფო ჯაფარიძე

“კალაძემ თავისი კორუფციული სქემებით, სამწუხაროდ, თბილისი აქცია ქალაქად, რომელიც...

“ივანიშვილი გამწარებულია კობახიძე-მდინარაძის დუეტზე და პასუხს სთხოვს!” – ლევან ხაბეიშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი "ქართული ოცნების"...

პაატა მანჯგალაძე: “პოლიტიკური მართლმსაჯულება საქართველოში რეპრესიების იარაღად იქცა”

საქართველოში ბოლო დროს მომხდარ კონკრეტულ მძიმე ფაქტებს მწვავე შეფასებებით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს კაცი მიხეილ სააკაშვილის “ვივამედიდან” ციხეში გადაყვანას რომ მოითხოვდა, ხომ გახსოვთ?!” – ეკა ხერხეულიძე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ეკა ხერხეულიძე კონკრეტული ფაქტების...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“მეოთხე მშობელია, ვინც შვილის პატიმრობას ვერ გაუძლო!” – ელისო კილაძე ზურაბ გირჩი ჯაფარიძის დედის...

ელისო კილაძე ემოციურ სტატუსს აქვეყნებს სოციალურ ქსელში, მძიმე მინიშნებებით: "ჯაფარას...

“მდინარაძე არის ივანიშვილის “შავი კასის” მთავარი ხელმძღვანელი” – ლევან ხაბეიშვილი

ამ დრომდე თორნიკე რიჟვაძის ბურუსით მოცულ დაჭრასთაბ დაკავშირებით კონკრეტულ...