spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიძალა ერთობაშია მხოლოდ, სხვა ყველაფერი გვერდზე უნდა გადავდოთ,...

ძალა ერთობაშია მხოლოდ, სხვა ყველაფერი გვერდზე უნდა გადავდოთ, თორემ არაფერი გვიშველის – თაკო ჩარკვიანი

ქვეყანაში შექმნილ სიტუაციას ეხმიანება პარტია “კანონი და სამართლის” თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი და ხელისუფლებას მიმართავს კონკრეტული შეთავაზებებით. ოპოზიციონერ ლიდერს მიაჩნია, რომ ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს ყველა რესურსი, მათ შორის, ოპოზიციაში მყოფი გამოცდილი კადრების მხრივ, რომ რაც შეიძლება მალე იქნას დაძლეული ქვეყანაში შექმნილი კრიზისული მდგომარეობა:

ჩვენი პარტიის გადაწყვეტილებით დღეს ბრიფინგს ვატარებთ არა “კანონი და სამართლის” ოფისში, არამედ “ძალა ერთობაშიას” ოფისში, იმიტომ რომ, როგორც არასდროს, დღეს მართლაც ძალა ერთობაშია და ასე უნდა ვიყოთ, დღეს ეს აუცილებელია.

დავიწყებ იქედან, რომ დიდ მადლობას მოვახსენებ ექიმებს, რომლებიც ასე თავგანწირვით იბრძვიან და ქედს ვიხრი მათ წინაშე. ხელისუფლებასთან დაკავშირებითაც მინდა ვთქვა, რომ უძღვებიან საქმეს გარკვეულწილად, თუმცა არის პრობლემები და გუშინ გამოკვეთილად გამოჩნდა კრიზისის ნიშნები.

მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას და ამავდროულად გადავცემ მოქალაქეთა მოთხოვნას – როდესაც ქვეყანაში ასეთი მძიმე ვითარებაა, ალბათ უნდა გადავდოთ პოლიტიკური ოპონირება და ყველა ერთად დავდგეთ. მრავლად არიან ოპოზიციაში გამოცდილი ადამიანები და უნდა გამოვიყენოთ მათი შესაძლებლობები. მათ შორისაა გიორგი ვაშაძე, რომლის შესანიშნავ ინიციატივას კორონავირუსის სწრაფი ტესტირების თაობაზე მივესალმებით. ესაა მოსახლეობის თხოვნა და მოთხოვნა, ამიტომ ეს აუცილებლად უნდა გაკეთდეს.

ძალა ერთობაშია მხოლოდ, სხვა ყველაფერი გვერდზე უნდა გადავდოთ, თორემ არაფერი გვიშველის.

ჩვენი მხრიდან, პარტია “კანონი და სამართლის” მიერ მომზადდა 5-პუნქტიანი გეგმა და ირაკლი ღლონტის მიერ იყო წარდგენილი, სადაც გადასახადებთან დაკავშირებითაა საუბარი.

შექმენით ანტიკრიზისული საბჭო, წარმოადგინეთ კონკრეტული გეგმა და საქმის კურსში ჩააყენეთ მოსახლეობა, რომ იყოს მეტი სიმშვიდე. ქვეყანაში არსებულ პრობლემას ვერ მოერევა ერთი პოლიტიკური გუნდი. ანტიკრიზისულ საბჭოში უნდა შევიდნენ გამოცდილი ადამიანები ოპოზიციიდან. მაგალითად, პირდაპირ ვასახელებ გიორგი ვაშაძეს, რომელსაც კრიზისული სიტუაციის მართვის არაჩვეულებრივი გამოცდილება აქვს. ასევე ირაკლი ღლონტი, მასაც არაჩვეულებრივი გამოცდილება აქვს. გამოიყენეთ ეს ადამიანები, ქვეყნის გადასარჩენად.

ძალა ერთობაშია, კანონით და სამართლით!” – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ერთადერთი დღეს მათ რისიც ეშინიათ, ეს არის სასწორკვეთილი ადამიანების თავგანწირვა” – მერაბ მეტრეველი

საზოგადოებაში შექმნილი განწყობების შესახებ საუბრობს და თავის მოსაზრება-ვარაუდებს გამოთქვამს...

“ადამიანების გაღვიძების დაუთქმელი რიტუალი გურიაში ასეთია…” – გიორგი კეკელიძის სახალისო ისტორია

ქართველი პოეტის, პროზაიკოსი, წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის, ბიბლუსის შემოქმედებითი...

“ციხეში მყოფი პოლიტიკოსი მე არაფერს მმატებს, მხოლოდ მანგრევს და კიდევ უფრო მეტად მაბეჩავებს!” –...

ოპოზიციონერი ლიდერი პოლიტიკოსების მიმართ დაჩქარებულმა სასამართლო პროცესებმა და მოსალოდნელმა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ტყეში დამარხული იარაღი კი არა, ბაზალეთის ტბაში რომ აკვანია, ისიც ახალაიების დამარხულია” – ლელა...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ე.წ. "ტყეში დამარხული იარაღის" საქმეზე გამართულ...

“დღეს, ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ მთავარ მოწმეებად გვევლინებიან ღიად პრორუსები!” – ნანა ტოხვაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე ე.წ. "საბოტაჟის საქმეზე"...

“ასე ხდება, როცა ქალაქი რჩება ცეხავიკებს და სულიერად მდაბიო პროვინციალებს” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება რიყის დოქების დემონტაჟისთვის...

“ვერ გავარკვიე ამ ბოდვითი დიარეის მოსმენის მიზანი რა არის – პროკურატურა იზიარებს ამ ყველაფერს...

“ოპოზიციის ალიანსის” ერთერთი ლიდერი, “გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარე ზურაბ...